x
image
გვანცა1234
5 გიჟური რამ, რაც სპარტანელ ბავშვებს უნდა გაეკეთებინათ, სანამ მეომრები გახდებოდნენ. სპარტანული აღზრდის წარმოუდგენელი მეთოდები! (ნაწილი II)

სპარტული ჯარი მსოფლიოში უძლიერესი და დაუმარცხებელი გახლდათ. სპარტანელები ქალაქის გალავანსაც კი არ აშენებდნენ, ვინაიდან ფიქრობდნენ, რომ მათი მებრძოლების ძალა საკმარისი იყო ქალაქის დასაცავად. ალექსანდრე დიდსაც კი, უძლეველ მმართველს, არც კი უცდია სპარტაში მეომრების შეყვანა.
სპარტანელი მებრძოლები განსაკუთრებული გამძლეობით და ოსტატობით გამოირჩეოდნენ, ვინაიდან ისინი ბავშვობიდან განსაკუთრებულ აღზრდას და მომზადებას გადიოდნენ. ამგვარ სასტიკ აღზრდას სპარტანული აღზრდა ეწოდებოდა.
სტატიაშიიხილეთ 10 გიჟური რამ, რაც სპარტანელ ბავშვებს უნდა გაეკეთებინათ, სანამ მეომრები გახდებოდნენ. სპარტანული აღზრდის წარმოუდგენელი მეთოდები!image1) არასწორი პასუხი ისჯებოდა კბენით
ვახშმის დასრულებისთანავე, ოსტატი მსმენელებთან ერთად დაჯდებოდა და ბიჭებს კითხვებს უსვამდა. ეს კითხვები იყო ერთგვარი თანამედროვე ესსეს ფორმატის. მაგ: “ვინ არის საუკთესო მამაკაცი ქალაქში''? ხოლო მოპასუხეს უნდა გაეცა ჭკვიანური პასუხი და დაესაბუთებინა საკუთარი აზრი. მოეყვანა ისეთი არგუმენტები, რაც განამტკიცებდა მის მოსაზრებას.
იმ შემთხვევაში თუ გაცემული პასუხი ოსტატს არ დააკმაყოფილებდა, მოპასუხე ისჯებოდა საკმაოდ უცნაური ხერხით. როგორ პლუტარქე წერს, ცერა თითზე კბენით.image2) ყველა სხვა სახის განათლება აკრძალული იყო
ბავშვი რომელიც იყო სპარტანელი, იყო აუცილებლად მეომარი. მომავალში ის ვერც ვაჭარი გახდებოდა და ვერც ფერმერი. მთავარი იყო საბრძოლო ხელოვნება და დანარჩენი ყველაფერი აკრძალული იყო. სპარტანელ ბავშვებს არ ეძლეოდათ საშუალება თავისი თავისუფალი დრო იმისთვისაც კი, რომ ცხოვრების ფილოსოფიურ საიდუმლოებებზე ეფიქრათ. image3) ბიჭებს საჯაროდ ამათრახებდნენ ყოველწლიურ ფესტივალზე
სპარტანელებს ჰქონდათ ყოველწლიური სასტიკი ფესტივალი, რომელსაც ეწოდებოდა “Diamastigosis''. ამ ფესტივალზე ბიჭები გამოჰყავდათ მაყურებლის წინაშე და მათრახით სცემდნენ, მანამ სანამ ამის ატანას შეძლებდნენ.
ეს ნამდვილად გავს წამებას, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ მომავალი მეომრებისთვის ეს “რიტუალი'' საკმაოდ დიდი პატივი იყო.
მსგავსი რამ იმდენად უცხო იყო სხვა კულტურებისთვის, რომ როდესაც რომალებმა შეიტყვეს მის შესახებ, სპეციალურად ამ სანახაობისთვის ჩავიდნენ სპარტაში, თუმცა მისი დიდხანს ყურება ვერ შეძლეს. image4) ისინი ხოცავდნენ უდანაშაულო მონებს
სპარტა ინახავდა პალესტინელ მონებს, რომელთაც “ჰელოტები'' ეწოდებოდა. ბიჭებს ურიგდებოდათ ხანჯლები და ცოტაოდენი საჭმლის მარაგი. ისინი თავს ესხმოდნენ უდანაშაულო ჰელოტებს და უმოწყალოდ ხოცავდნენ მათ.
ამის მიზეზს წარმოადგენდა ის, რომ ისინი ასე ვთქვათ, პრაქტიკას გადიოდნენ მონებზე მომავალი ბრძოლებისთვის და ასევე, კიდევ ერთხელ ახსენებდნენ ჰელოტებს, თუ სად იყო რეალურად მათი ადგილი იმდროინდელ საზოგადოებაში.image5) სპარტანელები საფლავის ქვას იღებდნენ, თუ ისინი ბრძოლაში იღუპებოდნენ
თუ სპარტანელი სიბერეში გარდაიცვლებოდა, მას პატივს არ მიაგებდნენ და უპატივცემულოდ დაწვავდნენ, რადგან თვლიდნენ, რომ ის არ იმსახურებდა პატივს, თავისი ფუჭად გაფლანგული ცხოვრების გამო.
ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მეომარი ბრძოლის დროს იღუპებოდა, მას დიდი პატივით წვავდნენ და აკუთვნებდნენ საფლავის ქვას მისი სახელით და გვარით და წარწერით: “ბრძოლაში''. imageიხილეთ I ნაწილი:
5 გიჟური რამ, რაც სპარტანელ ბავშვებს უნდა გაეკეთებინათ, სანამ მეომრები გახდებოდნენ. სპარტანული აღზრდის წარმოუდგენელი მეთოდები! (ნაწილი I)

image

1
409
5-ს მოსწონს
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
409
  
2017, 15 თებერვალი, 11:01
უცნაურია. რომაელებმა, რომლებიც კოლიზეუმებში სადისტურ სანახაობებს აწყობდნენ - გამათრახებას დიდხანს ვერ უყურეს?
0 1 1