x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
5 გიჟური რამ, რაც სპარტანელ ბავშვებს უნდა გაეკეთებინათ, სანამ მეომრები გახდებოდნენ. სპარტანული აღზრდის წარმოუდგენელი მეთოდები! (ნაწილი I)

სპარტული ჯარი მსოფლიოში უძლიერესი და დაუმარცხებელი გახლდათ. სპარტანელები ქალაქის გალავანსაც კი არ აშენებდნენ, ვინაიდან ფიქრობდნენ, რომ მათი მებრძოლების ძალა საკმარისი იყო ქალაქის დასაცავად. ალექსანდრე დიდსაც კი, უძლეველ მმართველს, არც კი უცდია სპარტაში მეომრების შეყვანა.
სპარტანელი მებრძოლები განსაკუთრებული გამძლეობით და ოსტატობით გამოირჩეოდნენ, ვინაიდან ისინი ბავშვობიდან განსაკუთრებულ აღზრდას და მომზადებას გადიოდნენ. ამგვარ სასტიკ აღზრდას სპარტანული აღზრდა ეწოდებოდა.
სტატიაშიიხილეთ 10 გიჟური რამ, რაც სპარტანელ ბავშვებს უნდა გაეკეთებინათ, სანამ მეომრები გახდებოდნენ. სპარტანული აღზრდის წარმოუდგენელი მეთოდები!

image1) სპარტანელი ბავშვების ნახევარი სასიკვდილოდ დაბადებიდანვე იყო განწირული
თუკი ბავშვი სუსტი, ავადმყოფი ან რაიმე სახის დეფორმაციის მქონე იბადებოდა, მას გაზრდის შანსს არ აძლევდნენ და მაშინვე სასიკვდილოდ წირავდნენ.
ახალდაბადებული ბავშვი, მამს ქალაქის უხუცესთან უნდა მიეყვანა. უხუცესი გასინჯავდა მას და ზემოთხსენებული “დეფექტის'' აღმოჩენის შემთხვევაში, მამა ვალდებული იყო წაეყვანა ბავშვი და ღრმულში სახელად აპოთეტაეში დაეტოვებინა, სადაც ჩვილი მალევე იღუპებოდა შიმშილით ან სიცივით.
იმ შემთხვევაშიც კი თუ ახალდაბადებულ ბავშვს უხუცესი ჯანმრთელად გამოაცხადებდა, მას მაინც არ ჰქონდა გარანტია, რომ იცოცხლებდა, ვინაიდან სახლში დაბრუნებული მამა ბავშვის დედას უბრძანებდა, რომ ის ღვინოში დაებანა. ეს ერთგვარი სიკაჟის ტესტი იყო. თუ ბავშვი ამასაც გადაიტანდა, მას სიყრმიდანვე მიწის ნაკვეთს უბოძებდნენ, თუმცა ამის შანსი საკმაო დაბალი გახლდათ.image2) ბიჭები 7 წლის ასაკიდან ყაზარმებში ცხოვრობდნენ
დედებს თავიანთ ვაჟებზე ზრუნვა დიდხანს არ სცალდებოდათ. 7 წლის ასაკიდან ისინი ვალდებულნი იყვნენ, რომ სპეცილური განათლება მიეღოთ და ყაზარმებში ეცხოვრათ. ეს დაწესებულება არ ჰგავდა ჩვეულებრივ სკოლას. თუკი ბავშვები ერთმანეთს წაეჩხუბებოდნენ, “მასწავლებლები'' ცდილობდნენ, რომ ისინი მეტად დაეპირისპირებინათ ერთმანეთთან და მათ მოუწოდებდნენ, რომ საკუთარი მუშტებით მოეგვარებინათ პრობლემა.
“მასწავლებლებს'' უფლება ჰქონდათ ნებისმიერ დროს ეცემათ ყმაწვილები, ცემა საკმაოდ მტკივნეული იყო, თუმცა ყველაფერი ამით არ მთავრდებოდა. თუ ბავშვის მამა ნახავდა რა მისი შვილი ნაცემი იყო, ის ვალდებული გახლდათ მასაც ეცემა ვაჟიშვილი. image3) მათ უნდა მოეპარათ საკვები
ყაზარმებში ბიჭებს მხოლოდ მიზერული რაოდენობის საკვებს აძლევდნენ. ეს საკმარისი იყო იმისთვის, რომ ისინი შიმშილით არ დახოცილიყვნენ.
თუმცა ეს არ ნიშნავდა, რომ მათ არ ჰქონდათ საშუალება მეტი საკვები მიეღოთ. მათ შეეძლოთ მოეპარათ საჭმელი. გამოჭერის შემთხვევაში მათ სცემდნენ და სასტიკად გაუსწორდებოდნენ, ხოლო თუკი ისინი შეუმჩნევლად შეძლებდნენ მოპარვას, მოპოვებული “ნადავლი'' მათი გახდებოდა.image4) უცნაური ბრძოლა ყველისათვის
სპარტანელებს უცნაური დროის გაყვანის ხერხები ჰქონდათ. ისინი მართავდნენ უცნაურ ფესტივალს. ამ დროს არტემიდის ღმერთის საკურთხეველთან ისინი ათავსებდნენ ყველს. შემდეგ თავს არ ზოგავდნენ, რომ რაც შეიძლება მეტი ყველი ჩაეგდოთ ხელში.
გარდა იმისა, რომ ისინი ერთმანეთსაც ებრძოდნენ, უხუცესები შოლტებითაც უსწორდებოდნენ მათ. ბიჭები კი ვალდებულნი იყვნენ, რომ ვაჟკაცურად აეტანათ ეს ხვედრი.
ამ სანახაობისთვის უამრავი მაყურებელი იკრიბებოდა და ხალისობდა. გამარჯვებული კი ის რჩებოდა, ვისაც ყველაზე მეტი ყველი დარჩებოდა ხელში.image5) სპარტანულ საკვებს საშინელი გემო ჰქონდა
ერთხელ, როდესაც იტალიელმა მგზავრმა სპარტანული საკვები გასინჯა, მან თქვა: “ახლა უკვე მესმის, რატომ არ ეშინიათ სპარტანელებს სიკვდილის''.
ის საუბრობდა ე.გ “შავი ბულიონის'' შესახებ, რომელიც მზადდებოდა ცხოველის სისხლისგან, პილპილისა და ძმრისგან. სპარტანელებს ამ “წვნიანის'' მხოლოდ მცირე პორციის მიღება შეეძლოთ.
ხორცის მოპოვების ერთადერთი გზა მათთვის ნადირობა იყო. ბიჭებს ევალებოდათ ნანადირევის გაყოფა სხვებისთვისაც.image

0
3476
8-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
3476
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0