საზოგადოება დონალდ ტრამპი არაჯანსაღი კვების სახე ხდება 2017, 10 თებერვალი, 13:03 "ვისკი, სიგარები და არანაირი სპორტი!" - საიდუმლოს ფარდა აეხადა, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა უინსტონ ჩერჩილმა ეს ყველაფერი თავის დროზე აღიარა. ნახევარი საუკუნის შემდეგ მას არანაკლებ ცნობილი მიმდევარი გამოუჩნდა. ამერიკის პრეზიდენტის პუბლიკაციების საშუალებით პორტალმა Axios-მა გაავრცელა ახლად არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ცხოვრებისეული და ყოველდღიური რეჟიმები, როგორც აღმოჩნდა ტრამპის ცხოვრება ძალზედ ქაოტურია, სპორტისადმი სიძულვილით განსჭვალული და დიეტური კვებისგან შორს წასული.
დონალდ ტრამპი - ყველაზე ასაკიანი პრეზიდენტია ამერიკის ისტორიაში, რომელიც 70 წლის ასაკშია არჩეული. მაგრამ ასაკი მას ხელს არ უშლის პირად ცხოვრებაში. ასეთი არათანამედროვე შეხედულება საერთოდ არ მოქმედებს მის ცხოვრების სტილზე. პრეზიდენტის კვების რაციონი დაფუძნებულია "სამ წესზე" : პიცა Domino's-ზე, KFC ქათამის კერძებზე და ბურგერებზე. როდესაც ტრამპი ვაშინგტონში გადავიდა, მისი კვებასთან დაკავშირებული თხოვნა რაციონში წითელი ხორცით დამზადებული სტეიკის რაციონში შეტანა იყო, რომელშიც მინიმალურად შედიოდა ბოსტნეულის გარნირი. მისტერ ტრამპი სრულიად გულგრილია ალკოჰოლის მიმართ, მაგრამ მას ძალიან უყვარს დიეტური კოლა, რომელსაც ძალზედ დიდი რაოდენობით შთანთქავს. მოძრაობა - სიკვდილი როგორც აფორიზმი გვეუბნება, ჯანმრთელ ადამიანს სპორტი არ სჭირდება, და ავადმყოფს ზიანსაც კი მოუტანს. ჯერ კიდევ შორეულ 1997 წელს დონალდ ტრამპმა ისაუბრა მსგავსი აზრით. "დროდადრო და რაც ნაკლები, მით უკეთესი", - ასე განუცხადა მან საკთარ ფიტნეს ტრენერს. მას შემდეგ, არაფერი შეცვლილა. ერთადერთი გამონაკლისია - გოლფის თამაში, რომელიც პრეზიდენტის საყვარელი სპორტია. თუმცა მოედანზე გადაადგილებას იგი მანქანით უფრო ამჯობინებს, ვიდრე ფეხით.არ იძინო! "იმისათვის, რომ ადამიანმა წარმატებას მიაღწიოს, უნდა იმუშაოს მთელი კვირის განმავლობაში, ყოველდღე" - წერდა ტრამპი თავის წინგლში "იფიქრე, როგორც მილიარდერმა". მაგრამ ეს ყველაფერი არ არის: პრეზიდენტს არამარტო არ უყვარს კვირის ბოლოები, ასევე რთული ურთიერთობა აქვს საბანთან და ბალიშთან. პრეზიდენტი ამბობს, რომ მას სჭირდება მხოლოდ სამი ან ოთხი საათი ძილისათვის. ექიმი ბორნშტეინი, რომელიც ტრამპის პირადი ექიმია, მიიჩნევს, რომ მისი პაციენტი ჯანმრთელია ისე, როგორც ხარი. მეტიც ის არის ყველაზე ჯანმრთელი პრეზიდენტი მის თანამდებობაზე მყოფთა შორის - განაცხადა ექიმმა 2015 წლის საარჩევნო კამპანიის დროს. თეთრი სახლის ახალი მფლობელის ცხოვრების ჯანსაღი წესი რისკის ქვეშ დგება და იგი ნამდვილი მაგალითია არაჯანსაღი კვებისა. მაგრამ ეყოლება მას მიმდევრები? დრო შეიცვალა, მაგრამ როგორც ხედავთ ჩერჩილს მიმდევარი ნახევარი საუკუნის შემდეგაც გამოუჩნდა, ამიტომ არაფერია გასაკვირი. ასევე დაგაინტერესებთ სტატიები 1 - ამ ფოტომ მთელი ინტერნეტი გააოგნა. თქვენც ფიქრობთ, რომ რაღაც ისე ვერ არის ხომ? 3 - ალბერტ აინშტაინის 10 გენიალური ციტატა 4 - მშობლებო ეს უნდა იცოდეთ: ახალი საბავშვო თამაში, რომელიც ძალზედ სახიფათოა 5 - თუ საზოგადოებრივ ადგილებში ბავშვთან ერთად დადიხართ, ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ! 147 6-ს მოსწონს
|