სხვა "თუ ეს გოგონა შეგხვდათ სოციალურ ქსელში დაუყონებლივ დარეკეთ პოლიციაში" 2017, 7 თებერვალი, 12:16 ასეთ განცხადებას აკეთებს ახალი ზელანდიის პოლიცია.ეს "უცოდველი კრავის" შესახედაობის გოგონა, რომელსაც მეტსახელი "შხამიანი სურო"(Poison Ivy) ჰქვია, ძალზე საშიშია.
17 წლის გოგონა სახელად ჰანა, იგივე "შხამიანი სურო" ინტერნეტით იცნობს მამაკაცებს და შემდეგ შანტაჟზე გადადის და უფრო მეტიც, მამაკაცებს სუიციდისკენ მოუწოდებს. ექსპერტების და გამოძიების ინფორმაციით ჰანა სპეციალურად ირჩევს მორცხ, თავის თავში ჩაკეტილ სოციალურად არაადაპტირებულ მამაკაცებს, რომელებსაც რეალურ ცხოვრებაში ურთიერთობა არ ჰქონიათ ქალებთან.ჯერ თავიდან ეს გოგო საკუთარ ქსელში "აბავს"(ორივე გაგებით) ამ კატეგორიის მამაკაცებს, შემდეგ კი მუქარაზე და შანტაჟზე გადადის. გოგონა ძირითად იარაღად Skype-ს იყენებს, მამაკაცებს აიძულებს გაიხადონ და არაეთიკური საქციელი ჩაადენინოს, შემდეგ ამას ყველაფერს ვიდეოზე იწერს და გადადის შანტაჟზე და მუქარაზე. პოლიციამ ნაწილობრივ გაახმაურა ამ გოგონას მიერ ჩადენილი დანაშაულების რამდენიმე დეტალი.მაგალითად ერთ-ერთმა მსხვერპლა პენისი გაიხვრიტა, მეორემ მეორემ კანი აიცალა, სხვა აიძულა თმები და წარბები გაეპარსა და ა.შ. "ეს გოგო მანამდე არ გაჩერდება, სანამ ვინმე თავს არ მოიკლავს"-განაცხადა ერთ-ერთმა ანონიმურმა მსხვერპლმა. 3700 6-ს მოსწონს 1-ს არა
|