x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
სხვა შინდლერი: მან 2500 ებრაელი ბავშვი გადაარჩინა

ოსკარ შინდლერის სახელი, რომელმაც 1300 ებრაელი გადაარჩინა, ყველასთვის არის ცნობილი. ხოლო ქალის შესახებ, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, პოლონეთის ნაცისტული ოკუპაციის დროს, ებრაული გეტოგან 2, 5 ათასი ბავშვი გაიყვანა, მხოლოდ 1999 წ. გახდა ცნობილი, როდესაც პირველი პუბლიკაციები გაჩნდა მის შესახებ. ისრაელში ირენ სენდლერს, ისევე როგორც ოსკარ შინდლერს, მსოფლიო ხალხების მართლის (ივრ. ‏חסידי אומות העולם‏‎) საპატიო სახელი აქვს მინიჭებული, რომელსაც ისრაელის კატასტროფის და გმირობის ინსტიტუტი, სერთიფიკატის და მედლის სახით, 1951 წლიდან გასცემს (ჯილდოვდებიან არაებრაელები, რომლებმაც ევროპის ოკუპაციის წლებში, ებრაელები გადაარჩინეს).


image


ირენ სენდლერი (ქალიშვილობის გვარი – კრჟიჟანოვსკაია) 1910 წელს ვარშავაში დაიბადა. მამა ექიმი იყო. მას პაციენტისგან ტიფი გადაედო და გარდაიცვალა, როდესაც ირენი 7 წლის იყო. ის უფასოდ მკურნალობდა მათ, ვისაც სხვა ექიმები უარს ეუბნებოდნენ, ებრაული წარმომავლობის გამო. ექიმის გარდაცვალების შემდეგ, ებრაულმა თემმა მის ოჯახს მატერიალური დახმარება აღმოუჩინა და ეს ირენმა სამუდამო დაიმახსოვრა. მას ასევე მთელი ცხოვრების მანძილზე ახსოვდა მამის სიტყვები, რომლებსაც ის ხშირად იმეორებდა: «თუ დაინახე, რომ ვინმე იხრჩობა, წყალში უნდა გადახტე და გადაარჩინო, იმ შემთხვევაშიც, თუ ცურვა არ იცი».

ვარშავის უნივერსიტეტში სწავლის დროს, ირენი «მერხის გეტოს» წინააღმდეგ გამოდიოდა, რომლის მიხედვით, ებრაელი სტუდენტები ვალდებულები იყვნენ, აუდიტორიის ბოლოს, სპეციალურად მათთვის დადგმულ სკამზე დამსხდარიყვნენ. გარდა ამისა, ჩათვლის წიგნაკში, პოლონელებს და სხვა ერის წარმომადგენლებს (ებრაელების გარდა), მარჯვენა მხარეს «არიულ» ბეჭედს ურტყავდნენ, ხოლო ებრაელებს, ებრაულს – მარცხენა მხარეს. ხოლო მას შემდეგ, რაც ირენი პოლონელი ნაცისტების მიერ ებრაელი გოგონას ცემის მოწმე გახდა, მან გადახაზა ის ბეჭედი, რომელიც მის არაებრაულ წარმომავლობას ამტკიცებდა და ამის გამო, ის უნივერსიტეტიდან 3 წლით გარიცხეს.

1939 წელს, როდესაც ნაცისტურმა გერმანიამ პოლონეთის ოკუპაცია მოახდინა, ირენმა მუშაობა ვარშავის მუნიცეპალიტეტში დაიწყო. ორი წლის მანძილზე, მას ფარულად მიჰქონდა საკვები, წამლები და ფული ებრაულ გეტოში. ხოლო როდესაც ვარშავის არაებრაელ მაცხოვრებლებს, გეტოს ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალათ, გოგონა ჯანდაცვის სამმართველოში გადავიდა სამუშაოდ, რომ გეტოში შესვლის უფლება ჰქონოდა – ნაცისტებს ეპიდემიის ეშინოდათ და სანიტრებს გეტოში შესვლის უფლებას აძლევდნენ.

1942 წელს ირენი იატაკქვეშეთში არსებულ «ჟეგოტას» (ებრაელთა დახმარების საბჭო) ორგანიზაციაში გაწევრიანდა. მას შემდეგ, ის ორგანიზებას უკეთებდა გეტოდან ბავშვების გამოყვანას, ყველა კანონიერი და უკანონო საშუალებებით. ლეგალურად ბავშვების უმნიშვნელო რაოდენობა გამოიყვანეს – მხოლოდ ისინი, ვინც მძიმე სენით იყვნენ დაავადებულები. დანარჩენი ბავშვები საკანალიზაციო კომუნიკაციებით და ტომრებით გაჰყავდათ, ნაგავთან ერთად. ჩვილ ბავშვებს დამაწყნარებელ პრეპარატებს უკეთებდნენ, რომ თავი ტირილით არ გაეცათ.

მოგვიანებით ირენი იხსენებდა, რომ ყველაზრ რთული, ამ ოპერაციებში, მშობლების დარწმუნება იყო, რომ მათთვის ბავშვის წაყვანის უფლება მიეცათ. რა თქმა უნდა, მათ ვერავინ აძლევდა გარანტიას, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, რადგან ნებისმიერ მომენტში შეიძლებოდა შეთქმულები დაეჭირათ. მაგრამ, არც ბავშვების დატოვება შეიძლებოდა. ხშირად, ისეც ხდებოდა, რომ ბავშვის წამოყვანიდან მეორე დღეს, მის მშობლებს ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში გზავნიდნენ ან კლავდნენ. ამიტომ, ერთადერთი რისი პირობაც შეეძლო მიეცა ირენს, – ის იყო, რომ გეტოში დარჩენის შემთხვევაში, ბავშვები ნამდვილად დაიღუპებოდნენ, ხოლო ასე, მათ გადარჩენის რაღაც შანსი მაინც ექნებოდათ. თავდაპირველად, პატარებს პოლონურ ოჯახებში აშვილებდნენ, ხოლო შემდეგ, ისინი ბავშვთა სახლებში და მონასტრებში გადაჰყავდათ.

1943 წ. ირენი ვიღაცამ გესტაპოში დაასმინა. ის დააპატიმრეს და აწამეს. საქმე იმაში იყო, რომ ირენი ერთადერთი ადამიანი იყო, ვინც იცოდა ბავშვების ნამდვილი და დარქმეული სახელები. სიები მან ქილებში დააკონსერვა და ბაღში ჩამარხა. მიუხედავად იმისა, რომ წამების დროს, ხელი და ფეხი მოატეხეს, «კართოთეკის» საიდუმლო არ გასცა და ებრაელების დახმარებისთვის, სიკვდილით დასჯა მიესაჯა.


image


როდესაც ის დასახვრეტად მიჰყავდათ, ბადრაგმა უეცრად გაქცევა უბრძანა და ამისთვის მან სოლიდური ანაზღაურება მიიღო «ჟეგოტას» ხელმძღვანელობისგან. ის დახვრეტილების სიაში შეიტანეს და ომის დასრულებამდე, სხვისი სახელით იმალებოდა. ხოლო მოგვიანებით, კომუნისტურმა მთავრობამ, ის კოლაბორაციონალიზმში და ნაცისტებთან კავშირში დაადანაშაულა!

ომის შემდეგ, ირენმა ინფორმაცია გადარჩენილი ბავშვების შესახებ, პოლონელი ებრაელების ცენტრალურ კომიტეტს გადასცა. ყველა ბავშვი მშობელს დაუბრუნეს, ხოლო ობლები ჯერ ბავშვთა სახლებში გაანაწილეს, ხოლო მოგვიანებით, ისრაელში გადაიყვანეს. როგორც გაირკვა, გადარჩენილთა სიაში 2, 5 ათასი ბავშვი იყო.

ოფიციალურად, მხოლოდ 1965 წელს აღიარეს ირენ სენდლერის დამსახურება ებრაელი ხალხის მიმართ და მას მსოფლიო ხალხების მართლის საპატიო სახელი მიანიჭეს და მხოლოდ 2003 წ. დააჯილდოვეს ის სამშობლოში – ირენ სენდლერს, ოკუპაციის წლებში გამოჩენილი გმირობისთვის, თეთრი არწივის ორდენი გადასცეს (პოლონეთის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო). 2006 წ. ის ნობელის პრემიაზე წარადგინეს, მშვიდობის დარგში, მაგრამ, ლაურიატი სხვა ადამიანი გახდა. ხოლო, 2008 წ. ის პოლონეთის ეროვნულ გმირად გამოაცხადეს. სამწუხაროდ, ეს მისი გარდაცვალების (2008 წ, 12 მაისი) შემდეგ მოხდა.


imageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:


რატომ არ უყვართ ებრაელები


ებრაული სიბრძნე

«ბარბაროსას» გეგმა, «სტალინის ხაზი» და გენერალი «ზამთარი»

2
445
11-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
445
  
2017, 15 თებერვალი, 18:59
სრულიად გეთანხმები, ყველაფრის მიუხედავად, სახეზე ეტყობა, რომ კმაყოფილი იყო თავისი ცხოვრებით.
2017, 15 თებერვალი, 14:51
აი ადამიანი! თან მოხუცებულობის ფოტოზე ნამდვლი სიკეთის განსახიერებაა...
0 1 2