გურია სოფელი ნაბეღლავი 2017, 5 თებერვალი, 0:09 ჩოხატაურში, სოფელ ნაბეღლავში ახალი ჩამოსასხმელი ქარხანა შენდება.
მშენებლობა შარშან, წლის დასაწყისში დაიწყო. ახალ ქარხანაში დამატებით ლიმონათის, წვენების და ენერგეტიკული სასმელების ჩამოსხმაა დაგეგმილი. მშენებლობაზე ვის არ შეხვდებით: თურქები შენობას აგებენ, უკრაინელები ელექტროგაყვანილობაზე მუშაობენ, ყაზახები უახლოეს დანადგარებს ამონტაჟებენ. მუშაობენ ქართული ფირმებიც. ბევრი ადგილობრივი დასაქმდა.
მუშახელი მუშათა საცხოვრებელში ვერ ეტევა და სოფლის მცხოვრებთა ბინებში ქირაობენ საწოლებს.
ნაბეღლავი ადრე კურორტი იყო, შემდეგ შემდეგ ეს სტატუსი მოეხსნა. ძველი შენობის ადგილას დასასვენებელი ტურისტული ცენტრის გახსნა იგეგმება, რაც დამატებით დაასაქმებს მოსახლეობას.
ქარხნის მისასვლელთან, სკვერში მინერალური წყალი მოდის. ზაფხულში დიდი რიგები დგებოდა, რადგან კურორტ ბახმაროში მიმავალი (30 კილომეტრია ნაბეღლავიდან) და იქედან მომავალი დამსვენებლები ჩერდებოდნენ წყლისთვის. სამწუხაროდ იქაურობა ძალიან მოუვლელია. იმედია ქარხნის ხელმძღვანელობა ამ სკვერსაც მოაწესრიგებს. 101 1-ს მოსწონს
|