x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
7 დაავადება, რომელსაც მჯდომარე ცხოვრების წესი იწვევს - რა უნდა გავაკეთოთ ამის თავიდან ასაცილებლად
image


ყველასთვის ცნობილია, რომ მჯდომარე ცხოვრების წესი საზიანოა ჯანმრთელობისთვის. კონკრეტულად თუ რა საფრთხის შემცველია, სწორედ ამაზე გვექნება საუბარი სტატიაში. სამსახურის შემდეგ სპორტულ დარბაზში ან აუზზე მიდიხართ და ცდილობთ დღის მანძილზე დაგროვილი კალორიების დაწვას სიმსუქნის თავიდან ასაცილებლად. თუმცა, ჭარბი წონის გარდა არსებობს სხვა რისკებიც, რომლის კომპენსირებაც სპორტს არ შეუძლია. სჯობს ყოველ საათში წამოდგეთ და 5 წუთის მანძილზე, თუ ამის საშუალება გაქვთ, კიბეებზე – სართულიდან სართულზე ირბინოთ ან უბრალოდ იაროთ, ვიდრე 8 საათი იჯდეთ, შემდეგ კი 2 საათის მანძილზე სატრენაჟორო დარბაზში დაიქანცოთ. თუ დღის მანძილზე მჯდომარე მდგომარეობაში გადაბმულად 5 საათზე მეტ დროს ატარებთ, მაშინ სერიოზული რისკის ქვეშ ხართ, რომ შემდეგი ავადმყოფობებით დაავადდებით:


სიმსივნე და დიაბეტი


მჯდომარე ცხოვრების წესი ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობს მთელი რიგი დაავადებების განვითარებაში, რომელთაგან ბევრმა მათგანმა ფატალურ შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს: გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი და სიმსივნის ზოგიერთი სახეობა. აღნიშნული დაავადებების განვითარებაში წვლილი გენეტიკასაც მიუძღვის, თუმცა ამ ნეგატიური მემკვიდრეობითი ფაქტორის ამოქმედებას ხელს უწყობს მჯდომარე ცხოვრების წესი. ამერიკული და ბრიტანული სამედიცინო საზოგადოება მედიკოსებისთვის აქვეყნებს რეკომენდაციებს, სადაც პირველ პუნქტში გულ-სისხლძარღვთა, სიმსივნის და დიაბეტის პროფილაქტიკისთვის მითითებულია ცხოვრების წესის შეცვლა და მხოლოდ ამის შემდეგაა საუბარი სამკურნალო მეთოდებზე.


სიმსუქნე


გასაგებია, რომ როდესაც ნაკლებად ვმოძრაობთ კვების დროს აღებულ კალორიებს სრულად ვერ ვხარჯავთ. თუმცა, ეს მხოლოდ აისბერგის თავია – არასაკმარისი ფიზიკური აქტივობის შემთხვევაში, იკარგება კუნთოვანი მასის მოცულობა, რომელსაც ცხიმები ხარჯავენ და ამის ხარჯზე ენერგიას გამოიმუშავებენ. კუნთოვანი ტონუსის შემცირებისას განწყობა ფუჭდება, რაც, არც თუ ისე იშვიათად, იწვევს ჭარბი საკვების მიღებას. ადამიანები, რომლებიც დღის მანძილზე დიდ დროს მჯდომარე მდგომარეობაში ატარებენ, ნამდვილად უფრო მეტს ჭამენ!


აკნე


image

მჯდომარე ცხოვრების წესის შემთხვევაში მუცლის წინა კედლის კუნთების ტონუსი ქვეითდება, რომელიც ნეგატიურად მოქმედებს კუჭ - ნაწლავის პერისტალტიკაზე. შედეგად, შესაძლოა განვითარდეს ყაბზობა და საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული სხვა პრობლემები. სუსტი საჭმლის მომნელებელი სისტემა კი მოგეხსენებათ, პირდაპირ კავშირშია კანის მდგომარეობასთან. ასე რომ სიფერმკრთალე და აკნე ცხოვრების მჯდომარე წესის შედეგად შეიძლება განვითარდეს.

სამაგიეროდ, ალბათ, ის ფაქტი დაგამშვიდებთ, რომ პირდაპირი კავშირი მჯდომარე ცხოვრების წესსა და ბუასილს შორის არ არის დადგენილი.


კუნთების ტკივილი


მჯდომარე ცხოვრების წესი – ეს დიდი დატვირთვაა სახსრებისა და მალთაშუა დისკებზე. თუ იშვიათად იცვლით პოზას, ერთი და იგივე კუნთები იტვირთება. თუ ცოტას მოძრაობთ და იშვიათად იცვლით მდგომარეობას (მაგალითად, კომპიუტერთან ან საჭესთან), კუნთები მუდმივად ნახევრად სპაზმურ მდგომარეობაშია, რის შედეგადაც ე.წ. ტრიგერული ზონები ჩნდება, რომელზე დაწოლაც ტკივილს იწვევს. უფრო ხშირად პრობლემების ლოკალიზება მხრების, წელისა და დუნდულების არეში ხდება.


ოსტეოქონდროზი


image
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ მჯდომარე მდგომარეობაში ხერხემალზე ზეწოლა უფრო მეტია, ვიდრე ფეხზე დგომისას. თუ არასწორედ ზიხართ – სხეული და თავი წინ გადახრილი (ჩვეული პოზა საჭესთან და მონიტორთან), კისრისა და წელის ზონის მალთაშუა დისკებზე დატვირთვა უფრო ძლიერდება. შედეგად, ოსტეოქონდროზის განვითარების რისკი სერიოზულად იზრდება.


უნაყოფობა


მჯდომარე ცხოვრების წესის გამო სისხლის მიმოქცევა ნელდება და ვენური სისხლის მიმოქცევა ფერხდება მცირე მენჯის ღრუს ორგანოებში. ეს კი თავის მხრივ, ქალური სასქესო ორგანოების დაავადებების წარმოქმნას და მის გამწვავებას უწყობს ხელს. ცვლილებები ხდება საკვერცხეების მუშაობის პროცესში – იზრდება ანოვულატორული ციკლების რაოდენობა ( როდესაც კვერცხუჯრედი არ მწიფდება, ოვულაცია არ ხდება –და შესაბამისად, ჩასახვაც შეუძლებელია).


იმპოტენცია კაცებში


ნორმალური პოტენციისთვის აუცილებელია მცირე მენჯის მიდამოში სისხლის შეუფერხებელი მიმოქცევა. მჯდომარე მდგომარეობაში სისხლის ცირკულაცია უარესდება, რაც თავის მხრივ ანთებით პროცესებს იწვევს და შესაძლოა ისეთი დაავადება განვითარდეს, როგორიცაა პროსტატიტი.


ვარიკოზი

image


უმოძრაო ცხოვრების წესი ვენების ვარიკოზული დაავადების ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია. რისკის მთავარი ფაქტორი – ქვედა კიდურების კუნთების ტონუსის არქონაა. სიარულისას კუნთები აწვება ვენებს და ტონუსში მოჰავს, რითაც სისხლის მიმოქცევის სტიმულირებას ახდენს. როდესაც ზიხართ, დატვირთვა ქვედა კიდურების კუნთებზე არასაკმარისია, კუნთოვან-ვენური ტუმბოს ფუნქცია სუსტდება, სისხლის ცირკულაცია კი ფერხდება. ეს იწვევს ვენის კედლების მოდუნებასა და გაგანიერებას, ხდება ვარიკოზული კვანძების ფორმრება. თუ ოფისში მუშაობთ, ფეხი ფეხზე არ გადაიდოთ – მსგავსი პოზა სისხლის ნაკადს დაბრკოლებას უქმნის. ყოველი 30 წუთში შეისვენეთ –გაიარეთ ან ტერფებით წრიული მოძრაობები გააკეთეთ სხვადასხვა მიმართულებით.



ასევე დაგაინტერესებთ:


ჩვენ თავად ვანადგურებთ საკუთარ თირკმელებს! 10 ჩვევა, რომლისგანაც სამუდამოდ უნდა გავთავისუფლდეთ!


იყო ჯანმრთელი წამლების გარეშე – ეს შესაძლებელია!


პარაზიტები ჩვენს ორგანიზმში. მათი არსებობის ძირითადი სიმპტომები


5 პროდუქტი, რომელიც გვაბერებს. ეს უნდა იცოდეთ!


რა პლიუსები და მინუსები აქვს ყავას. ამას თქვენ რეკლამაში არავინ გეტყვით!


როგორ მიმდინარეობს დაბერების პროცესი და მეცნიერთა რჩევები მის შესაჩერებლად


მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ოხრახუშს უნარი აქვს განკურნოს დეპრესია, შიზოფრენია და ალცჰეიმერის დაავადება


2
3055
18-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
3055
  
2017, 6 თებერვალი, 17:21
პირველ და ბოლო აბზაცში მითითებულია – უმნიშვნელოვანესია ყოველი საათის შემდეგ წამოვდგეთ და ვიაროთ 5-10 წუთის მანძილზე, თუ საშუალება გვაქვს კიბეებზე ზემოთ-ქვემოთ ვიმოძრაოთ, რითაც თავიდან ავიცილებთ ზემოთ აღნიშნულ რისკებს
2017, 6 თებერვალი, 17:06
და სად წერია "რა უნდა გავაკეთოთ ამის თავიდან ასაცილებლად" ???

სპორტისა და ფიზიკური აკტივობა გასაგებია, ყველაზე მუშა მეთოდია და კიდევ რამე სხვა მეთოდი არსებობს ???
0 1 2