x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
პარაზიტები ჩვენს ორგანიზმში. მათი არსებობის ძირითადი სიმპტომები

image


ყაბზობა. პარაზიტული ინფექციის დროს შესაძლოა სანაღვლე გზებისა და ნაწლავების დახშობა, რაც იწვევს იშვიათ და გართულებულ დეფეკაციას.


დიარეა. ზოგიერთი პარაზიტი წარმოქმნის პროსტაგლანდინებს, რაც იწვევს ნატრიუმისა და ქლორიდის დაკარგვას, ამას კი მოჰყვება ხშირი, წყლიანი ხასიათის დეფეკაცია. ასეთ შემთხვევაში ფაღარათი პარაზიტული ინფექციის დროს, პარაზიტის ფუნქციას წარმოადგენს და არა ორგანიზმის მცდელობას გათავისუფლდეს ინფექციისგან.


მუცლის შებერილობა და გაზები. ზოგიერთი პარაზიტი ზედა წვრილ ნაწლავში ბინადრობს. მათ მიერ გამოწვეული ანთებითი პროცესები, გაზებისა და მუცლის შებერილობის მიზეზი ხდება.


სახსრებისა და კუნთების ტკივილი. პარაზიტებს გადაადგილება შეუძლიათ სინოვიალურ სითხესა და კუნთებში ინკაფსულირების მიზნით. ამასთან, ადამიანი განიცდის ისეთ ტკივილს, რომელიც ხშირად ართრიტში ერევათ. სახსრებისა და კუნთების ტკივილი და ანთება, ასევე პარაზიტების მიერ დაზიანებული ქსოვილების შედეგს წარმოადგენს.


image


ალერგია. პარაზიტებს შეუძლიათ გააღიზიანონ, ზოგჯერ კი სერიოზულად დააზიანონ ნაწლავის გარსი, რის შედეგადაც სისხლში გადაუმუშავებელი საკვების დიდი ზომის მოლეკულები ხვდება. ეს იმუნურ სისტემის აქტივაციას და ალერგიულ რეაქციებს იწვევს. პარაზიტები თავისთავად ალერგენებს წარმოადგენენ.

წონასთან დაკავშირებული პრობლემები. სიმსუქნე ჰელმინთოზის შედეგად – როდესაც ადამიანის ორგანიზმი კარგავს საკვებ ნივთიერებებსა და ვიტამინებს, რაც გამოწვეულია ჰელმინთების აქტივობით (ჰელმინთი ბერძნული სიტყვაა და პარაზიტ ჭიას ნიშნავს. ადამიანის ორგანიზმში ისინი კვერცხებით დაბინძურებული ხელების ან საყოფაცხოვრებო მოხმარების საგნების საშუალებით ხვდებიან). ჰელმინთების ანტიფერმენტულ ზემოქმედება ხდება საჭმლის მომნელებელ ფერმენტებზე, რის შედეგადაც ირღვევა საკვების ნორმალური მონელების პროცესი. ჰელმინთებს ეკუთვნის ასკარიდა, ნეკატორი, სტრონგილოიდი, შისტოზომა, ღვიძლის ორპირა.


ნერვოზი. ნივთიერებათა ცვლის ნარჩენები და პარაზიტების მიერ გამოყოფილი ტოქსინები სერიოზულ გავლენას ახდენს ნერვიულ სისტემაზე. შფოთვა, დეპრესიული მდგომარეობა და ნერვოზი, სისტემატიური მოწამვლის შედეგს წარმოადგენს.


ქრონიკული დაღლილობა. ქრონიკული დაღლილობის სიმპტომებია – სისუსტე, აპათია, დეპრესია, კონცენტრაციის დაქვეითება, ცუდი მეხსიერება. ეს სიმპტომები შესაძლოა გამოწვეული იყოს პარაზიტებით, რომლებიც საკვები ნივთიერების დიდ ნაწილს შთანთქავენ. ძალიან კარგი კვების დროსაც კი ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტი წარმოიქმნება.


image


იმუნური დარღვევები. პარაზიტები ასუსტებენ იმუნურ სისტემას, ამცირებენ იმუნოგლობულინის გამოყოფას. მათი არსებობა მუდმივად ახდენს სისტემის რეაქციის სტიმულირებას და შეუძლია შეასუსტოს ეს სასიცოციხლო მნიშვნელობის მექანიზმი, ბაქტერიული და ვირუსული ინფექციებისთვის გზების გახსნის მეშვეობით.


სასუნთქი გზების ანთება. პარაზიტების ნაწილი გაადაადგილდება ადამიანის ორგანიზმის სხვადასხვა ორგანოში, მათ შორის სასუნთქ გზებში. ხველა, მაღალი ტემპერატურა, გაციება – რეალური სიმპტომებია ორგანიზმში "დაუპატიჟებელი სტუმრების" არსებობისა. პნევმონია ასკარიდოზის ერთ-ერთ სიმპტომს წარმოადგენს.


ცუდი კანი. ნაწლავის პარაზიტებს შეუძლია გამოიწვიონ ჭინჭრის ციება, გამონაყარი, ეგზემა და კანის სხვადასხვა რეაქციები. კანის წყლული, სიმსივნე, პაპილომა და მსგავსი

დაავადებები შესაძლოა უცხო ორგანიზმების არსებობის შედეგი აღმოჩნდეს.


ძილის დარღვევა. ხშირი გამოღვიძება ღამით შესაძლოა წარმოადგენდეს ორგანიზმის მცდელობას გათავისუფლდეს ტოქსიკური ნივთიერებებისგან ღვიძლის მეშვეობით. ძილის დარღვევა შეიძლება პროვოცირებული იყოს ზოგიერთი პარაზიტის უკანა ტანიდან გამოსვლით, რომელიც იწვევს ქავილისა და ტკივილის შეგრძნებას.


image
ონკოლოგიური დაავადებები. ორგანიზმის ქრონიკული მოწამვლა, იმუნური სისტემის სისუსტე, პირდაპირი საზიანო ზემოქმედება ქსოვილებსა და ორგანოებზე, ხანგრძლივი ანთებითი პროცესი და საკვები ნივთიერებების დეფიციტი – ეს საკმარისზე მეტია, სიმსივნური დაავადებების წარმოქმნისთვის.


სხვა სიმპტომები. ძალიან მრავალფეროვანია და დამოკიდებულია პარაზიტის სახეობაზე, ინფექციის ხანგრძლივობასა და ორგანოების დაზიანების ხარისხზე. დიაპაზონი – შაკიკითა და გულის შეტევებით დაწყებული, ასთმითა და საშარდე გზების ანთებით დამთავრებული.


ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი მხოლოდ მცირე ნაწილია პარაზიტების დამღუპველი ზემოქმედებისა. თავისი ცხოვრების მანძილზე ადამიანს ინფიცირებისას კონტაქტი აქვს დიდი რაოდენობის ზიანის მომტან მიკროორგანიზმებთან. თუმცა, უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ორგანიზმში პარაზიტების მოხვედრა მთლიანად თქვენს სისუფთავეზე არ არის დამოკიდებული. შესაძლოა გემრიელად ისადილოთ რესტორანში, მიირთვათ სალათი მწვანილით და ასკარიდოზით დაავადდეთ.


ყველას ჯანმრთელაობას გისურვებთ! რამდენადაც ცნობილია ჯანმრთელობის საწინდარი სისუფთავეა!... ქვემოთ ყველაზე საშინელი პარაზიტული დაავადებების ფოტოკოლაჟს წარმოგიდგენთ – მართალია, არასაიამოვნოა ამის ყურება, მაგრამ წარმოიდგინეთ რამდენად უფრო არასასიამოვნო და საშიშია მსგავსი პარაზიტებით დაინფიცირება... ამიტომ დაიცავით სისუფთავე, იყავით ფრთხილი პროდუქტების ყიდვისას, კარგად გარეცხეთ ის საკვები (მაგ. მწვანილი კარგად ირეცხება მარილიან წყალში), რასაც უმად მიირთმევთ.

image

imageimageimage

imageimageimage

7
6033
12-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
6033
  
2019, 1 მარტი, 16:52
http://www.parasitological-institute.ge/faq/#1454139189208-d6040dcc-f089
2019, 1 მარტი, 16:50
გამარჯობა, ექიმი არ ვარ, შესაბამისად, არც ამ საკითხში ვარ კომპედენტური. თუმცა, თუ მსგავსი ეჭვები გაქვთ, სჯობს პარაზიტოლოგიის ინსტიტუს მიმართოთ. დავით აღმაშენებლის 139, ვებ-გვერდიც აქვთ. შეგიძლიათ ინტერნეტით მოიძიოთ. ჯანმრთელობას გისურვებთ!
2019, 1 მარტი, 15:01
გამარჯობა,მაინტერესებს რომელიმე პარაზიტის არსებობას თუ ახასიათებს საღამოს სიცხეები 37 დან 37,5 მდე,სისუსტე,წონაში კლება და წელის კუნთების ტკივილი? ეს სიმფტომები ერთ წელზე მეტია გრძელდება მიზეზი ვერ დაადგინეს
2019, 1 მარტი, 14:58
გამარჯობა,მაინტერესებს რომელიმე პარაზიტის არსებობას თუ ახასიათებს საღამოს სიცხეები 37 დან 37,5 მდე,სისუსტე და წელის კუნთების ტკივილი?
2018, 17 ივნისი, 12:12
გამარჯობა ჩემს დას რომელის არის 18 წლის მე-3 დღეა ჭირს გულყრები და კრუნჩხვებში ვარდება ვარაუდობენ რომ აქვს ეპილეპსია , ექიმებმა ვერაფერი ნახეს ტვინის არეში რომ გამოეწვია ეს გულყრა და მაინტერესებს შეიძლება თუ არა იყოს ჭიის ბრალი
2017, 5 თებერვალი, 21:40
რა თქმა უნდა შეიძლება – ჰიგიენური ნორმების დაუცველობის შემთხვევაში. ხელის დაბანა რეგულარულად უნდა ხდებოდეს, განსაკუთრებით, საპირფარეშოდან გამოსვლის შემდეგ.
2017, 3 თებერვალი, 20:04
პარაზიტი მატარებელი ადამიანიდან თუ შეიძლება სხვას გადაედოს და როგორ?
0 1 7