x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138466
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512088
რატომ აქვს ბანქოში გულის მეფეს თავში გარჭობილი ხანჯალი - დაფიქრებულხართ?
image

ბანქოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილ, ფრანგულ დიზაინში გულის მეფის საკმაოდ უცნაური გამოსახულება გვხვდება. გარდა იმისა, რომ ოთხი მეფიდან ის ერთადერთია, რომელსაც წვერი არა აქვს, ასევე ხელში უჭირავს ხანჯალი, რომელსაც, რაც არ უნდა უცნაურად ჩანდეს, თითქოს თავში ირჭობს. ამგვარი პოზის გამო მას "თვითმკვლელ მეფესაც" უწოდებენ. ალბათ დაინტერესებულხართ, რატომ არის მეფე ასეთ პოზაში გამოსახული. ამის შესახებ რამდენიმე ვერსია არსებობს.

image


1. პირველი ვერსიის მიხედვით, აღნიშნული ბანქოს ადრეულ ნიმუშებზე გამოსახული იყო მეფე, რომელსაც ბრძოლის დროს ხელში ნაჯახი ეჭირა. თავიდან ნაჯახი ვერტიკალურად იყო გამოსახული, მაგრამ შემდეგ საჭირო გახდა ადგილის დაზოგვა, და ნაჯახის ჰორიზონტალურად შემობრუნება. დროთა განმავლობაში, ბანქოს კოპირების შედეგად, ნაჯახი "დაიკარგა" და დაემსგავსა ხანჯალს, რომლითაც მეფე საკუთარ თავს იპობს.



image


2. მეორე ვერსიის მიხედვით, გულის მეფე იყო შარლ VII (საფრანგეთის მეფე). იგი გაგიჟდა და გამუდმებით ელანდებოდა, რომ მისი მოწამვლა სურდათ. ბოლოს შიშში ცხოვრებას ვეღარ გაუძლო, თავში ხმალი ჩაირტყა და ასე გამოესალმა სიცოცხლეს.

image


3. მესამე ვერსია ძველ ბერძნულ მითოლოგიას უკავშირდება. ამ თეორიის მიხედვით გულის მეფე არის აიაქსი, გულის დედოფალი კი - უმშვენიერესი ელენე. აიაქსი ელენეს ერთ-ეთი საქმრო იყო, რომელმაც თავი ხმლით განიგმირა.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. ვის სახეს "მალავდა" და რატომ უნდოდათ ყველაზე ცნობილი საბჭოთა ქანდაკების დაბლოკვა - უცნობი ისტორია

image

2. "დედასამშობლო გვიხმობს" - იცით ვინ არის სინამდვილეში გამოსახული ყველაზე ცნობილ საბჭოთა პალაკატზე?

image

3. რატომ შეიძულა გიორგი დანელიამ ჟან-პოლ ბელმონდო - სახალისო ისტორია ცნობილი რეჟისორის ცხოვრებიდან

image

4. საიდან მოდის მუსიკალური ნოტების სახელწოდებები - ეს ბევრმა არ იცის!

image

5. რას მალავდა შტირლიცის "მამა"? - ის, რასაც სსრკ-ში ბევრი ვერ ბედავდა...

image



0
8409
11-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
8409
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0