სისხლის სამართალი მღვდელმა სიკვდილამდე 20 წლით ადრე ითხოვა მისი მკვლელის შეწყალება 2017, 1 თებერვალი, 12:41 ![]() "სიცოცხლის დეკლარაციას" ჩვეულებრივად ხელს აწერენ ის ადამიანები, რომლებიც სიკვდილით დასჯის მოწინააღმდეგეები არიან.დეკლარაციის ტიპიურ ნიმუშში საუბარია იმაზე, რომ არ შეიძლება დამნაშავის სიკვდილით დასჯა, რაც არ უნდა საშინელი დანაშაული ჰქონდეს ჩადენილი და რაც არ უნდა ძლიერი ტანჯვით იყოს მოკლული მსხვერპლი. ქალაქ ოუგასტას (შტატი ჯორჯია)სასამართლოში რობერტის ათამდე კოლეგა მივიდა, მათ შორის არქიეპისკოპოსი უილტონ გრეგორი, იმისთვის, რომ მოსამართლისთვის რობერტის თხოვნა მიეწვდინათ.ისინი აცხადებენ, რომ მღვდელი თითქოს და წინასწარ გრძნობდა რა ბედი ელოდა, ითხოვდა, რომ მისი პოზიცია სიჯვდილით დასჯაზე საქმეში შეეტანათ. მამაოებმა წარადგინეს პეტიცია, რომელსაც 7, 500 მრევლი აწერს ხელს, ისინი მოუწოდებენ შტატის ხელისუფლებას პატივის სცენ გარდაცვლილის სურვილს. მღვდლის მეგობრები აცხადებენ, რომ რენე მთელი ცხოვრების განმავლობაში ეხმარებოდა ადამიანებს, ეხმარებოდა მათ რთული სიტუაციიდან გამოსვლაში, მათ შორის იყვნენ ყოფილი პატიმრები და ფსიქიურად დაავადებულებიც. ტყვიებით დაცხრილული 71 წლის რენე რობერტის გვამი 2016 წლის აპრილში ტყეში იპოვეს. სამართალდამცავებმა დააკავეს ბრალდებული სტივენ მიურეი, მღვდელი მას რამდენიმე თვის განმავლობაში ეხმარებოდა.მან სთხოვა მამაოს მანქანით დანიშნულების ადგილზე წაყვანა, გზაში მიურეიმ ჯერ მოკლა მღვდელი შემდეგ კი მისი მანქანა გაიტაცა. პოლიციამ მიურეი მეორე დღეს დააკავა მანქანიანად. ![]() ![]() იხილეთ აგრეთვე: ![]() დედამ შვილი იმიტომ მოკლა რომ, "Facebook" -ზე სამძიმარი მიეღო და თანაგრძნობა გამოეხატათ ინტერნეტმომხმარებლებს "კონკიას" ამბავი რეალურ ცხოვრებაში, მხოლოდ უფრო სასტიკი და დაუნდობელი საინტერესო ფაქტები რელიგიაზე კიდევ რას გვიკრძალავს ბიბლია? 202 7-ს მოსწონს 1-ს არა
|