სისხლის სამართალი ქალმა თავის მეგობარი მოკლა.შემდეგ მისი სახელი მიითვისა იმისთვის,რომ ბანკის ვალები არ გადაეხადა 2016, 24 ივნისი, 8:53 ნიჟნეუდინსიკის მაცხოვრებელი(ირკუტსკის ოლქი)ქალი ორი წლის განმავლობაში თავის დაქალად ასაღებდა თავს იმის გამო, რომ არ გადაეხადა კრედიტი.
44 წლის ქალმა ჯერ მოკლა დაქალი, შემდეგ კი დაწვა.ხელში ჩაიგდო მისი დოკუმენტები, რომ სასამართლოს და კრედიტორებს დამალვოდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ 2014 წელს საყოფაცხოვრებო კამათის შემდეგ მან მოკლა მეგობარი.აღსანიშნავია, რომ ქალს დაქალის ტანსაცმელი ეცვა, ამიტომაც ნიჟნეუდინსკის მაცხოვრებელს არ გასჭირვებია საკუთარი სიკვდილის ინსცენირება.ეს გააკეთა იმის გამო, რომ არ გადაეხადა კრედიტი-500 ათასი მანეთი. შემდეგ "მიცვალებულმა" რამდენიმე ხნით დატოვა ქალაქი, ხოლო როდესაც დაბრუნდა უკვე საკუთარი სახელით განაგრძო ცხოვრება, მან იმდენი მოახერხა, რომ დამლაგებლადაც დაიწყო მუშაობა. აღსანიშნავია, რომ გამოძიებამ შემთხვევით გახსნა საქმე.როგორც რეგიონალური საგამომძიებლო სამმართველოს წარმომადგენელი კარინა გოლოვაჩევა აცხადებს, "პოლიციელები სულ სხვა საქმეზე მუშაობდნენ, როდესაც ერთ კაცს შემთხვევით წამოცდა, რომ მისმა ნაცნობმა ქალმა თავის ახლობელი მოკლა და დღემდე თავისუფალია." სამართალდამცავებმა გადაამოწმეს ეს ინფორმაცია, რის შემდეგაც ბრალდებული დააკავეს.ქალმა დანაშაული აღიარა.თუმცა პოლიციას ტრაგიკული შემთხვევის თავისებური ვერსია მოუყვა.მისი თქმით კამათის დროს მისმა მეგობარმა ცხელი სითხე ზედ გადაისხა, მაგრამ თავის დაწვა ვერ შეძლო, შემდეგ სიგარეტს მოუკიდა, რამაც აალება გამოიწვია.ამის შემდეგ შემთხვევის ადგილი სწრაფად მიატოვა. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე მკვლელობის მუხლით.თუმცა ამჟამად მიდის მუშაობა გარდაცვალების აქტის გაუქმების საკითხზე, იმისთვის, რომ ქალს დაუბრუნდეს მოქალაქის სტატუსი. 594 4-ს მოსწონს 1-ს არა
|