სისხლის სამართალი დედამ შვილი იმიტომ მოკლა რომ, "Facebook" -ზე სამძიმარი მიეღო და თანაგრძნობა გამოეხატათ ინტერნეტმომხმარებლებს 2016, 9 აპრილი, 10:46 ![]() 26 წლის ლეისი სპირსი(Lacey Spears) გამუდმებით წერდა სოციალურ ქსელებში თავის შვილის გარნეტის ავადმყოფობის შესახებ.ორი წლის იყო ბიჭუნა, როდესაც პირველად სერიოზულად დაავადდა, თუმცა ხანგრძლივი კვლევის მიუხედავად ექიმებმა ზუსტი დიაგნოზის დასმა ვერ შეძლეს. ლეისი სპირსმა ცალკე ბლოგიც შექმა სახელწოდებით "გარნეტის მოგზაურობა", სადაც ახალგაზრდა ქალი დაწვრილებით აღწერდა გარნეტის ავადმყოფობის ისტორიას. ამასთანავე ლეისის სამი აკაუნტი ჰქონდა "Facebook"-ზე გახსნილი, აგრეთვე ჰქონდა გვერდები "Myspace"-ზე და "Twitter"-ზე. ![]() ასე გრძელდებოდა სამი წელი, გარნეტი გამოჯანმრთელდებოდა მცირე ხნით, შემდეგ კი კვლავ საავადმყოფოში ხვდებოდა. ![]() მართლაც მოულოდნელად გარნეტის მდგომარეობა გაუარესდა, მალევს მოხდა ტვინის გათიშვა და ბიჭუნა გარდაიცვალა. "დღეს 10:20 წუთზე ჩემი ბიჭუნას სული უფალს მიბარდა" ასეთი პოსტი დადო სოციალურ ქსელში ლეისიმ. ამასობაში კი ექსპერტიზამ ბიჭუნას სხეულში აღმოჩინა ნატრიუმის დიდი დოზა.ამის შემდეგ მედიკოსებმა პოლიციას გამოუძახეს. დაიწყო გამოძიება და პოლიციამ შოკისმომგვრელი ფაქტები აღმოაჩინა, როგორც გაირკვა დედა წლების განმავლობაში განზრახ წამლავდა შვილს ნატრიუმის მცირე დოზით, ბოლოს კი დედამ შვილს მომაკვდილებელი დოზა ჩაუყარა საკვებში. ![]() "ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველა მძიმე ვიდეოკადრები იყო, რომელიც მინახია"-განაცხადა დეტექტივმა, როდესაც პალატაში დამონტაჟებული ვიდეოკამერის კადრები იხილა-"როგორ უყრის დედა საკუთარ შვილს საწამლავს საკვებში, ელოდება როდის დაეწყება შეტევები და შემდეგ წივილ-კივილით ექიმებს უხმობს." სასამართლომ ლეისი სპირსს 20 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, ქალი დაავადებულია ე.წ "მიუნჰაუზენის სინდრომით". ![]() 758 7-ს მოსწონს 1-ს არა
|