x
image
მთვრალი12
"ოცნებებით აღსავსე ადამიანი ემსხვერპლა ვიღაც გალეშილ არაკაცს!!"

image
"ღმერთო, რამხელა ტრაგედიაა.ახალგაზრდა, ლამაზი, ჯანმრთელი, უდანაშაულო, იმედებით და ოცნებებით აღსავსე ადამიანი ემსხვერპლა ვიღაც გალეშილ არაკაცს!!
შოკისმომგვრელი და საგანგაშო ფაქტია.რ ო დ ე მ დ ე? უნდა იყვნენ ეს რესტორნიდან ხინკალ/მწვად/სასმლის სუნით აქოთებული არაადამიანები საჭესთან მოკალათებულნი??ერთადერთ გამოსავალს ვხედავ რომ ყველა ქალაქურ რესტორანს და განსაკუთრებით "ქეიფ-თაუნ"ად წოდებულ ბელიაშვილის ქუჩაზე, სათითაოდ ყველა რესტორანს მიეჩინოს ერთი დაცვა ან პოლიციელი...ვინც გამოსვლის...ას ჩაბერვით გააკოტროლებს დასაშვებია თუ არა მისგან გასული სტუმრის მანქანაზე დაჯდომა.ასეთი პირი სჭირდება დღეს რესტორნებს და არა ერთ ლარიანი ჩასაფრებული "სტაიანშიკები". თავად რესტორნებმა თუ არ აკონტროლეს და გაამკაცრეს კანონი...ისე არაფერი გვეშველება.კი, პირველ ხანებში ატყდება გამიშვი-დამაკავე...როგორ თუ მიკრძალავ საკუთარ მანქანაში ჩაჯდომასო მაგრამ....უნდა შეეგუონ.ხოლო, მაინც გაქანებული "ურჩი სტუმრები"ს მანქანის ნომრები კი ავტომატურად პატრულს უნდა გადაეცეს ასადევნად!! მართალია მავანი იტყვის...ბინებშიც თვრებიან და მათ ვინ გააკონტროლებსო მაგრამ...ბინაში ასე თუ ისე ოჯახის წევრების ნამუსზეა მისი საჭესთან დასმა.მაინც...იქნება რაღაც უკეთესობა.
ასევე მედლის მეორე მხარეც არის....ეს კი ხალხის საგანგაშო უკონტროლო გადარბენ გადმორბენაა.თავად მძღოლი ვარ და ამას წინათ, მიუხედავად იმისა რომ მწვანე მენთო და ჩემი გზა იყო...სიბნელეში ისე სწრაფად გადამირბინა ვიღაც "დიდ ნაუშნიკებში მოლაზღანდარე" გოგონამ რომ....ღმერთს მადლობა რომ სწრაფად არ მივდიოდი და დროულად დავამუხრუჭე.მაგრამ ვაი და რომ დამერტყა....წარმოდგენაც მიჭირს....უნებურად ასახიჩრებ...უკიდურეს შემთხვევაში ჰკლავ ადამიანს....შენც სწირავ შენს სახელს, ავტორიტეტს, კარიერას, ყველაფერს და მიდიხარ ციხეში...ვიღაც მაპატიეთ მაგრამ "მკიდიხართ"ტიპის გოგოშკის გამო.და ისევ შენ გამოდიხარ ოდიოზური ფიგურა საზოგადოებისთვის. მოკლედ, საქართველოში სახლიდან გასვლა უკვე კარგა ხანია კლდიდან კლდეზე გაბმულ თოკზე გავლასავით რისკად გვექცა ყველას და რაღაც ზომებია გასამკაცრებელი.ისედაც ამდენი სხვა ყოფითი პრობლემა აქვს ქალაქს და კიდევ საღამოს სახლში ელემენტარულად "მთელი" და უინციდენტოდ მისვლა არ უნდა უხაროდეს ადამიანს...კომუნისტების დროს შუქის მოსვლის გამო განცდილი სიხარულის მსგავსად.
" -წერს სოციალურ ქსელში თამარ ივერიimage

0
141
2-ს მოსწონს
ავტორი:მთვრალი12
მთვრალი12
141
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0