x
image
პოკაჰონტასი
ეს სამი ინგრედიენტი თქვენს თმას საოცრად ხშირსა და ჯანმრთელს გახდის

თმის ცვენა, დაუსრულებელ პრობლემად იქცა, რომელიც თითქმის ყოველ მეორე ადამიანს აწუხებს. ეს პროცესი, განსაკუთრებით ძლიერდება შემოდგომობით. თმა თანდათან თხელდება, ადვილად მტვრევადი ხდება და ჩვენც განუწყვეტლივ ვცვლით და ვარჩევთ სხვადასხვა შამპონებს, რომ ისევ დავიბრუნოთ ჩვენი ხშირი და ჯანსაღი თმა.
ზემოდჩამოთვლილის მიზეზი, რა თქმა უნდა, მხოლოდ ცუდად შერჩეული შამპონი არაა და ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად სწორი კვება, ვიტამინები და ჯანსაღი ცხოვრების წესი მთავარ როლს ასრულებს. მაგრამ ამას გარდა, ძალიან ეფექტურია, თმის მოვლისათვის მივმართოთ შინაურ რეცეპტებს და ისეთ ინგრედიენტებს, რაც ნამდვილად ჯანსაღია და არ შეიცავს არანაირ ქიმიურ დანამატებს.
ამჯერად, შემოგთავაზებთ რეცეპტს, რომლის შემადგენლობაშიც სამი ინგრედიენტი შედის და მის საოცრად ეფექტურ შედეგში თავადვე დარწმუნდებით.
მასალად საჭიროა: ქოქოსის ზეთი (იყიდება აფთიაქებში), კვერცხი და თაფლი.

მოცემული ინგრედიენტები კარგად ავურიოთ ერთმანეთში და ნარევი კარგად შევიზილოთ თმაში. შემდეგ, შევიფუთოთ თმა პოლიეთილენის პარკით და ერთი საათის შემდეგ ჩამოვიბანოთ. აღსანიშნავია, რომ ქოქოსის ზეთი, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება გახლავთ თმის ცვენის საწინააღმდეგოდ.
ნუ დაიზარებთ და გაიმეორეთ აღნიშნული პროცედურა კვირაში ერთხელ.

გისურვებთ ჯანმრთელობას და სილამაზეს!


image


0
695
2-ს მოსწონს
ავტორი:პოკაჰონტასი
პოკაჰონტასი
695
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0