ისტორია საჩუქარი სტალინს 2017, 30 იანვარი, 11:00 ![]() საჩუქრებს შორის იყო სამი ავტომობილი ჩეხოსლოვაკიიდან: Skoda Tudor, Aero Minor და Tatra T600 Tatraplan. აქამდე ცნობილი იყო მხოლოდ ერთი ავტომობილის ბედი.კაბრიოლეტი Tatraplan, რომელიც გასული საუკუნის 70-იან წლებში საქართველოში იპოვეს, დააბრუნეს უკან ჩეხოსლოვაკიაში და ახლა ეს ავტომობილი კომპანია Tatra-ს მუზეუმს ამშვენებს. ![]() ![]() ![]() ცალკე თემაა სტალინისადმი მიძღვნილი საჩუქრების ბედი.უნდა აღინიშნოს, რომ სტალინი საჩუქრების მიმართ დიდ ინტერესს არ იჩენდა, მეტიც, თითქმის არცერთი მათგანი პირადი მოხმარებისთვის არ დაუტოვებია.იგი თვლიდა, რომ ხალხის მიერ მორთმეული საჩუქრები სიმბოლური ხასიათისაა.შეიქმნა სპეციალური მუზეუმი სადაც ეს ნივთები ინახებოდა. სტალინი აგრეთვე უმტკივნეულოდ იშორებდა ნაჩუქარ ნივთებს.ასე მაგალითად, ჟუკოვს აჩუქა ოქროსგან დამზადებული პაწია მექანიკური ტანკი, რომელიც მთაზე ადიოდა.ჟუკოვს ძალიან მოეწონა საჩუქარი. სტალინის გარდაცვალების შემდეგ მისადმი მიძღვნილი საჩუქრები კრემლში გამოიფინა, ნებისმიერ საბჭოთა მოქალაქეს შეეძლო მისი ნახვა .ყველა ნივთის გამოსაფენად 52 დარბაზი გახდა საჭირო, ამიტომ გამოფენა იარაღის პალატაში გადაიტანეს 1954 წლის ივლისში. სად არის ახლა სტალინისადმი მიძღვნილი საჩუქრები?ნაწილი გორის სახლ-მუზეუმშია, ნაწილი რევოლუციის მუზეუმს გადაეცა.ზოგი სხვადასხვა მუზეუმებშია გაფანტული.ბევრი ეგზემპლიარი სამუდამოდ დაიკარგა და მისი ბედი უცნობია. იხილეთ აგრეთვე: ![]() სიმართლე სტალინის შესახებ ავტობუსების წარმოება საბჭოთა კავშირში:სერიული და ექსპერიმენტალური მოდელები როგორი იყო საზღვარგარეთ გაყიდული საბჭოთა ავტომობილები დაბადებული საბჭოთა კავშირში-ახალი ამერიკული ხედვა ძველ საბჭოთა ავტომობილებზე 4541 8-ს მოსწონს 2-ს არა
|