x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138963
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
საჩუქარი სტალინს

image

1949 წელს სტალინის 70 წლის იუბილესათვის ბელადმა დაახლოებით ერთი მილიონი საჩუქარი მიიღო როგორც საბჭოთა კავშირიდან ასევე მოძმე რესპუბლიკებიდან:პოლონეთიდან, ჩეხეთიდან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან, უნგრეთიდან და ა.შ.(იხილე კინოქრონიკა)


საჩუქრებს შორის იყო სამი ავტომობილი ჩეხოსლოვაკიიდან: Skoda Tudor, Aero Minor და Tatra T600 Tatraplan.


აქამდე ცნობილი იყო მხოლოდ ერთი ავტომობილის ბედი.კაბრიოლეტი Tatraplan, რომელიც გასული საუკუნის 70-იან წლებში საქართველოში იპოვეს, დააბრუნეს უკან ჩეხოსლოვაკიაში და ახლა ეს ავტომობილი კომპანია Tatra-ს მუზეუმს ამშვენებს.


imageრაც შეეხება სხვა ორ ავტომობილს, Skoda Tudor და Aero Minor-ს ითვლებოდა, რომ სამუდამოდ დაკარგული იყო, თუმცა ანტიკვარულ ავტომობილებზე მონადირე კოლექციონერების მცდელობა წარმატებით დამთავრდა. 2013 წელს აღმოაჩინეს Aero Minor-ი.მანქანის მფლობელმა განაცხადა, რომ ავტომობილი თავის დროზე მოსკოვის სამშობიარო სახლს ემსახურებოდა, შემდეგ ჩამოწერეს და კერძო პირს მიჰყიდეს.1975 წლიდან 2013 წლამდე ავტომობილი მიწის ნაკვეთში ეგდო, სასწაულად გადარჩა მისი ორიგინალი ნაწილები და პოლიტექნიკური მუზეუმის აბრა, სადაც სტალინის საჩუქრები ინახება.

imageუნიკალური ავტომობილი სარესტავრაციო ცენტრ "Автонаследие"-ში აღადგინეს და 23-ე Олдтаймер-галерея-ის გამოფენაზე წარადგინეს.რესტავრატორებისთვის ყველაზე დიდი სიურპრიზი იყო წარწერა მეტალზე:"Тов. Озифу Сталину к 70-й годовщине рождение посилае рабочие ЧССР Прага подарек и привет 2/XII 1949".


image



ცალკე თემაა სტალინისადმი მიძღვნილი საჩუქრების ბედი.უნდა აღინიშნოს, რომ სტალინი საჩუქრების მიმართ დიდ ინტერესს არ იჩენდა, მეტიც, თითქმის არცერთი მათგანი პირადი მოხმარებისთვის არ დაუტოვებია.იგი თვლიდა, რომ ხალხის მიერ მორთმეული საჩუქრები სიმბოლური ხასიათისაა.შეიქმნა სპეციალური მუზეუმი სადაც ეს ნივთები ინახებოდა.


სტალინი აგრეთვე უმტკივნეულოდ იშორებდა ნაჩუქარ ნივთებს.ასე მაგალითად, ჟუკოვს აჩუქა ოქროსგან დამზადებული პაწია მექანიკური ტანკი, რომელიც მთაზე ადიოდა.ჟუკოვს ძალიან მოეწონა საჩუქარი.


სტალინის გარდაცვალების შემდეგ მისადმი მიძღვნილი საჩუქრები კრემლში გამოიფინა, ნებისმიერ საბჭოთა მოქალაქეს შეეძლო მისი ნახვა .ყველა ნივთის გამოსაფენად 52 დარბაზი გახდა საჭირო, ამიტომ გამოფენა იარაღის პალატაში გადაიტანეს 1954 წლის ივლისში.


სად არის ახლა სტალინისადმი მიძღვნილი საჩუქრები?ნაწილი გორის სახლ-მუზეუმშია, ნაწილი რევოლუციის მუზეუმს გადაეცა.ზოგი სხვადასხვა მუზეუმებშია გაფანტული.ბევრი ეგზემპლიარი სამუდამოდ დაიკარგა და მისი ბედი უცნობია.





იხილეთ აგრეთვე:

imageსაბჭოთა ბელადების ავტომობილები-ლენინიდან გორბაჩოვამდე


სიმართლე სტალინის შესახებ


ავტობუსების წარმოება საბჭოთა კავშირში:სერიული და ექსპერიმენტალური მოდელები


როგორი იყო საზღვარგარეთ გაყიდული საბჭოთა ავტომობილები


დაბადებული საბჭოთა კავშირში-ახალი ამერიკული ხედვა ძველ საბჭოთა ავტომობილებზე

0
4541
8-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
4541
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0