ნორვეგიელი გუნნ ნარტენი (Gunn Narten), ყველაზე ლამაზი მეხანძრე ქალი მსოფლიოში
2017, 29 იანვარი, 15:03
არსებობს პროფესიები რომლებიც საკმაოდ უცხოა და რთული სუსტი სქესის წარმომადგენლებისათვის, თუმცა არიან ქალები რომლებიც ირჩევენ საკმაოდ რთულ პროფესიას და წარმატებულნი ხდებიან თავიანთ საქმიანობაში. მინდა წარმოგიდგინოთ ყველაზე მიმზიდველი მეხანძრე ქალი მსოფლიოში ამ სტატიაში. ნორვეგიელი მეხანძრე გუნნ ნარტენმა (Gunn Narten) "Instagram"-ში სახელი გაითქვა, როგორც ყველაზე მომხიბვლელმა მეხანძრე ქალმა მსოფლიოში–წერს "The Daily Mail"–ი. ამ ეფექტურ გოგოს 50 ათასი გამომწერი ჰყავს. 30 წლის ნარტენი სახანძროში მუშაობას პარალელურად უთავსებს ვარჯიშებს ფიტნეს დარბაზში. ის მუშაობს პირად მწვრთვნელად და მისი "Instagram" გვერდის გამომწერებს უზიარებს სპორტულ რჩევებს. ნარტენმა აღიარა, რომ 19 წლის ასაკში გადაწყვიტა მუშაობა დაეწყო სახანძრო სამსახურში, მას უნდოდა ეცხოვრა აქტიური ცხოვრებით და მოსწონდა ემუშავა გუნდურად მეხანძრეებთან ერთად. "როცა მე ვიწყებდი მუშაობას მეხანძრედ სახანძრო დეპარტამენტში, დედამ მითხრა: "ადრე არასდროს გამიგია, რომ 19 წლის გოგონებს ემუშაოთ მეხანძრეებად...რად გინდა შვილო შენ ასეთი სამსახური?" და მე ვუპასუხე: "და რატომაც არა დედა?"–ასე მოუყვა გამოცემას ნარტენი. ადამიანებს უკვირთ, როცა იგებენ ჩემი პროფესიის შესახებ–ამბობს ნარტენი. "მე ძალიან მომწონს ჩემი პროფესია, ის ზედგამოჭრილია ჩემთვის–ვიყო მეხანძრე ეს ნორმალურია. ჩემი მეგობრები ამბობენ, რომ მე ვხუმრობ როგორც "ბიჭი", და ფიქრობენ, რომ მე უამრავ გოგოზე უფრო მოხერხებული ვარ".