მსოფლიო დონალდ ტრამპმა შეაჩერა მუსულმანი-ლტოლვილების მიღება.პრიორიტეტი ქრისტიანებს დაუტოვა 2017, 28 იანვარი, 17:38 ![]() ამერიკულ სპეცსამსახურებს დაევალათ დამატებითი სპეციალური ღონისძიებები გატარდეს ქვეყანაში შემოსული მიგრანტების მიმართ.პროცედურის განახლების შემდეგ წლის ბოლომდე აშშ 50 000 მიგრანტს შეიფარებს, თუმცა ერთი განსხვავებით.უპირატესობა მიენიჭებათ რელიგიურ უმცირესობებს, -ქრისტიანებს.ამის შესახებ ტრამპმა ტელეკომპანია Christian Broadcasting Network -თან ინტერვიუში განაცხადა.ობამას ადმინისტრაციამ 2017 წელს 110 000 ლტოლვილის მიღების პირობა დადო. ამასთანავე ტრამპის ახალი ბრძანების თანახმად მსოფლიოს 7 ქვეყნის მოქალაქეებს ეკრძალებათ ამერიკის ტერიტორიაზე შემოსვლა.ეს ქვეყნებია: ირანი, ერაყი, ლიბია, სირია, სიმალი, სუდანი და იემენი, შეზღუდვა არ ეხებათ მხოლოდ დიპლომატებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს ამ ქვეყნებიდან. იხილეთ აგრეთვე: დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას მექსიკის საზღვარზე კედლის აშენების შესახებ 48 5-ს მოსწონს 1-ს არა
|