სხვა დედამ თავის ქალიშვილს 300-ჯერ გადაუტეხა ფეხი, მაგრამ... 2017, 28 იანვარი, 16:22 ყველა მშობლის სანუკვარი ოცნებაა - შვილებს ხედავდეს ჯანმრთელს და ბედნიერს. და ხშირად ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მათი ოცნება რეალობად იქცეს.
ეს ისტორია ქალაქ კალამაზუში (შტატი მიჩიგანი. აშშ ) მოხდა მოვარეკების (Movarek) ოჯახში. პატარა ელსი დაიბადა გენეტიკური დეფექტით: მისი მარცხენა ფეხი მოკლე იყო მარჯვენა ფეხთან შედარებით. ექიმებმა მშობლებს ორი გზა შესთავაზეს: ფეხის ამპუტაცია და პროტეზის დაყენება, ან ფეხის დატეხვა მანამდე, სანამ ის საჭირო სიგრძეს არ მიიღებს. დედამ, ჯეკიმ, მეორე ვარიანტი აირჩია. ეს არ იყო მარტივი გადაწყვეტილება. მშობლები ყოველ წუთს ეკითხებოდნენ თავიანთ თავს: „ასეთი ტაჯვა ღირს კი ამად? ზედმეტად სასტიკები ხომ არ არიან?“ მათ ძალიან სურდათ, რომ ელისი გაზრდილიყო ისეთი, როგორც ნებისმიერი გოგონა და სხვა ბავშვებივით ემოძრავა. ამიტომ მათ სხვა გზა არ ჰქონდათ, თვეების მანძილზე ყოველ დღე უნდა ემტვრიათ ფეხი მისთვის. ელსის მარცხენა ფეხზე დაუყენდა აპარატი, რომელიც სპეციალური ჭანჭიკებით ფეხის ძვლებს აფიქსირებდა. საჭირო იყო ძვლების გადატეხვა. ამ „ეგზეკუციის“ დროს ელსის გამაყუჩებლებს აძლევდნენ, მაგრამ მკურნალობა ნელა და მაინც საკმაოდ მტკივნეულად მიმდინარეობდა. ვერ წარმოიდგენთ, რამდენად მძიმე იყო ეს ჯეკისთვის, რომელიც იტანჯებოდა იმის დანახვაზე, თუ რა ტკივილს აყენებდა თავის ქალიშვილს, რადგან სწორედ ის ატრიალებდა ამ ჭანჭიკებს. დღეს ელსი ოთხი წლისაა და მისი ორივე ფეხი ერთი სიგრძისაა. სამწუხაროდ ჯერ ეს ყველაფერი არ ნიშნავს იმას, რომ ყველა პრობლემა უკვე უკან დარჩა, რადგან ზრდასთან ერთად მისი ფეხები სხვადასხვა ტემპში გაიზრდება. ამიტომ მსგავსი პროცედურა შემდეგშიც უნდა გაიმეორონ. დარწმუნებული ვართ, მორავეკების ოჯახი ყველაფერს გაუმკლავდება, არა მარტო პატარა ელსის შესაშური მამაცობის და ჯეკის ძალისხმევის გამო, არამედ მათი გამაერთიანებელი უსაზღვრო სიყვარულის წყალობით. იხილეთ ასევე: 1. ნუთუ ეს სინამდვილეა და არა ფოტოშოპი! 2. სიამის ტყუპები ერთი სახით დაიბადნენ ინდოეთის შტატ გუჯარატში 3. მალაიზიაში დაიბადა თიკანი ადამიანის სახით! 4. შეხედეთ, ვინ წევს პატარას გვერდით! 5. ნანგრევებიდან გამოყვანილი ფეხმძიმე ქალი! გმირი სირიელი ექიმები! 6. ორი წლის ბავშვი ტარაკანებს ჭამდა 4 დღის მანძილზე მას შემდეგ, რაც დედამისი საშხაპეში გარდაიცვალა. 7. საუკუნის გამოცანა მედიცინაში: „მზის ბიჭუნები“ პაკისტანიდან 8. გოჭი პეპას გარშემო ატეხილი ცილისწამება! 867 9-ს მოსწონს
|