x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134513
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
სიამის ტყუპები ერთი სახით დაიბადნენ ინდოეთის შტატ გუჯარატში
image
მოსკოვი, 27 აპრილი –" რია ნოვოსტი." ინდოთის შტატ გუჯარატში დაიბადა სიამის ტყუპები ერთი თავით და ერთი სახით. ამავე დროს თითოეულ პატარას თავისი გული, ხელები და ფეხები ჰქონდათ, იუწყება Daily Mail.



გამომცემლობის ინფორმაციით, ახალშობილებმა დაბადებიდან მხოლოდ ექვსი წუთი იცოცხლეს.


ექიმი კირტან ვიასი რადჟკოტის საავადმყოფოდან ( სადაც ტყუპები დაიბადნენ ), იუწყება, რომ ექიმები მზად იყვნენ ასეთი სამწუხარო დასასრულისთვის და მშობლებს აფრთხილებდნენ, რომ შეუძლებელი იქნებოდა ბავშვების ტვინის გაყოფის ოპერაციის ჩატარება.

მისი სიტყვებით, ასეთი შემთხვევა ინდოელი გინეკოლოგების პრაქტიკაში– დიდი იშვიათობაა, მილიონში ერთი. ვიასმა ასევე დაამატა, რომ ასეთი ანომალიების დიაგნოსტირება ხდება პირველ სამ თვეშივე, მაგრამ ტყუპების დედამ პირველი გამოკვლევა ჩაიტარა მხოლოდ ფეხმძიმობის მეშვიდე თვეს.



როგორც გამომცემლობა იუწყება, სიამის ტყუპების მშობლებმა გადაწყვიტეს მათი სხეული შეწირონ გამოკვლევისთვის სახელმწიფო სამედიცინო კოლეჯს.


სიამის ტყუპები – ეს არის ბავშვები, რომლებიც განვითარების ემბრიონალურ ეტაპზე მთლიანად არ გამოეყვნენ ერთმანეთს და აქვთ საერთო სხეულის ნაწილები ან შინაგანი ორგანოები. მსგავსი შემთხვევების ალბათობა დაახლოებით 200 000 მშობიარობაზე ერთია. სიამის ტყუპების დაახლოებით ნახევარი, მკვდრები იბადებიან.


РИА Новости http://ria.ru/world/20160427/1420954463.html#ixzz472PT8tRh

0
774
13-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
774
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0