x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
გოჭი პეპას გარშემო ატეხილი ცილისწამება!
აცხადებენ: ბავშვებს, რომლებიც დღეში დაახლოებით 30 წუთი უყურებენ ანიმაციურ ფილმ „გოჭი პეპა“-ს, 56 %-ით მეტი ალბათობა აქვთ აუტიზმის განვითარების.

image

ეს სიცრუეა: 2016 წლის 20 ოქტომბერს საიტმა აშშ-ს დილის ახალი ამბები, გამოაქვეყნა სტატია, სადაც ნათქვამი იყო, რომ პოპულარული სატელევიზიო საბავშვო პერსონაჟი სახელად გოჭი პეპა ბავშვებში ხელს უწყობდა აუტიზმის განვითარებას და პატარებს უბიძგებდა მშობლების დაუმორჩილებლობის და უპატივცემულობისკენ. ეს ინფორმაცია ამოღებული იყო რა სოციალური ქსელის სხვადასხვა საიტებიდან, დამოწმებული იყო ჰარვარდის უნივერსიტეტის 2012 წლის კვლევებით!


ექსპერტები ამტკიცებდნენ, რომ პეპას ქცევები არაადექვტურია, ამაყი, უზრდელი, შურიანი, ამაყი და ა. შ. ეს ის თვისებებია, რომლებსაც ბავშვი არ უნდა ბაძავდეს!

მკვლევარს ჰარვარდის უნივერსიტეტიდან მოჰყავს 2012 წელს ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგები და ამბობს, რომ გოჭი პეპას ყურება გახდა ბავშვებში
აუტიზმის განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი.

მარკ ვილდერბეგმა (Marc Wildemberg), ეპიდემიოლოგმა, რომელიც იყო წამყვანი მკვლევარი, თქვა: „ბავშვებს, რომლებიც დღეში დაახლოებით 30 წუთი უყურებენ ანიმაციურ ფილმ „გოჭი პეპა“-ს, 56 %-ით მეტი ალბათობა აქვთ აუტიზმის განვითარების“.

ეს არის სიცრუე, ეს „კვლევა“ მთლიანად ყალბი და მოგონილია.

პირველი -“University of Harvard”- ასეთი ადგილი არ არსებობს. არსებობს Harvard University.

მეორე - ჰარვარდის უნივერსიტეტის არცერთ ვებ-გვერდზე არ არსებობს ინფომაცია ასეთი კვლევის თაობაზე იმიტომ, რომ ეს კვლევა არ ჩატარებულა.

მესამე -არ არსებობს მარკ ვილდერბეგი (Marc Wildemberg), რომელსაც რამე კავშირი აქვს ჰარვარდის უნივერსიტეტთან.

2007 წელს "Уолл Стрит Джорнал" -ში ფართო კრიტიკის ქვეშ გაატარეს ეს ინფორმაცია.

კავშირი აუტიზმსა და ტელევიზიას შორის ძალიან საკამათო თემაა. მექანიზმი, რისი საშუალებითაც ტელევიზია ზემოქმედებას ახდენს აუტიზმზე, გაურკვეველია. აუტიზმის ბევრი მკვლევარი ფიქრობს, რომ ეს არ უნდა გამოქვეყნებულიყო მშობლების რეკომენდაციის სახით. „მე ვფიქრობ, რომ ეს უპასუხისმგებლობაა“, -ამბობს აუტიზმის სპეციალისტი, ექიმი კლინ იელა. „ჩვენ არ უნდა გავუკეთოთ კონსულტაცია ისეთ რამეს, რაც არაა მეცნიერულად დამტკიცებული“.

და კიდევ, მტკიცება იმისა, რომ აუტიზმი- შეძენილი ქცევაა, არ ეყრდნობა არანაირ მეცნიერებას. მიუხედავად იმისა, რომ მიზეზი უცნობია, მრავალი მკვლევარი თვლის, რომ ეს შედეგია მემკვიდრეობითობის და ეკოლოგიური ფაქტორების ურთიერთშერწყმის.

აშშ-ს დილის ახალმა ამბებმა უკვე განაახლა თავისი პოსტი ამ საეჭვო ისტორიასთან დაკავშირებით და დასძინა, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგის მარკ ვილდერბერგის მტკიცება, რომ გოჭი პეპას ყურებას აუტიზმამდე მივყავართ, არ იმსახურებს ნდობას.


იხილეთ ასევე:



1. „გოჭი პეპა“- ფსიქოლოგები გვაფრთხილებენ. არ დართოთ ნება თქვენს ბავშვებს უყურონ გოჭ პეპას.


2. „დაიხრჩობიან თუ მოიხარშებიან?“: ამოცანა საბავშვო სახელმძღვანელოში.(რუსეთი)


3. ოროსნების ცხოვრების წესი


4. სრული სიმართლე თანამედროვე სკოლაზე 11 წლის მოსწავლისგან. რატომ არ უყვართ ბავშვებს სკოლა! 10 მიზეზი, რის გამოც არ სურთ ბავშვებს სკოლაში სიარული.

2
350
11-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
350
  
2016, 11 ნოემბერი, 18:20
მეც მასე ვფიქრობ საყვარელო. და სწორად აღზრდილი ბავშვი, ჩემი აზრით , ყოველთვის გაარჩევს კეთილს და ბოროტს, ცუდ და კარგ საქციელს.
2016, 11 ნოემბერი, 17:41
თითქმის ყველა მულტფილმში გმირების არაადექვატური და ბოროტული ქცევები და ზრახვები ვლინდება და გამოდის ბავშვები საერთოდ არ უნდა ცნობდნენ ანიმაციას. მთლად ასეც არ შეიძლება, ჩემს შვილს სულ ვასწავლი ცუდი და კარგი გაარჩიოს და თავად მხოლოდ მოსაწონად მოიქცეს და როდესაც უყურებს ამა თუ იმ მულტფილმს, თვითონ ხვდება და მეკითხება- დეე, "ეს" ცუდია ხო? ნახე "იმას როგორ" აწვალებს და ცუდათ ექცევა; თუმცა მსგავსი ქცევები არასოდეს გამოუმჟღავნებია, მთავარია ბავშვთან მშობლის კონტაქტი და აღმზრდელობითი რჩევები- მე ასე ვფიქრობ.
0 1 2