ქალი და მამაკაცი იმ ქალებისთვის, ვინც ცოლიან მამაკაცებთან წვებიან, ცალკე ადგილია განკუთვნილი ჯოჯოხეთში! 2017, 28 იანვარი, 10:25 არცერთ ქალს არ აქვს უფლება სხვის მამკაცზე, განსაკუთრებით ცოლიანზე მხოლოდ იმიტომ, რომ მას ის სურს. ჩემი პოზიციის ახსნამდე, მინდა ვაღიარო: მე ვიწექი ცოლიან მამაკაცებთან. პირველად ეს მოხდა მაშინ, როდესაც პარიზში ვცხოვრობდი. ერთმანეთი ბარში გავიცანით. მოგვიანებით ჩემთან სახლში წავედით. რამოდენიმე საათის შემდეგ კი მან თქვა, რომ სახლში უნდა დაბრუნდეს მეუღლესთან. მე ვერ აღვწერ, თუ როგორ შოკში ვიყავი იმ დროს. მან ამიხსნა, რომ მისთვის და მისი მეუღლისთვის დროდადრო „გვერდზე“ გასეირნება - ნორმა იყო. მაგრამ ჩემთვის ეს მიუღებელია! მიუხედავად იმისა, რომ ვეცადე ეს მიმეწერა კულტურულ თავისებურებებზე და იმაზე, რომ მრავალი ადამიანი ნამდვილად მისდევს თავისუფალ ურთიერთობებს, მე მაინც საშინლად ვგრძნობდი თავს. როგორ შემემეძლო ასე მოვქცეოდი სხვა ქალს? რამოდენიმე თვე სასტიკად ვიდანაშაულებდი ჩემს თავს. შემდეგ კი, ეს ისევ განმეორდა. მე დავინახე ბიჭი, რომელთანაც ხანმოკლე ინტრიგა მქონდა, ხელჩაკიდებული მიდიოდა მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად. სინდისის ქეჯნა თავისუფალი ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა. რა თქმა უნდა, მე მესმოდა, რომ არ ვარ არც პირველი და არც სავარაუდოდ უკანასკნელი ქალი, ვისთანაც ეს მამაკაცები ცოლებს უღალატებდნენ. მე მესმოდა, რომ ეს ჩემი ბრალი არ იყო. მაგრამ ეს არ ამცირებდა ჩემს შინაგან ტანჯვას. რამოდენიმე წლის შემდეგ მე ღალატის მეორე მხარეს აღმოვჩნდი. მე ვიყავი ცოლი, ვისმა ქმარმაც 28 წლით უმცროს გოგონასთან მიღალატა. ეს გოგონა პარიზში ჩვენს ბინაში დასახლდა ჩემი აშშ-ში დაბრუნების შემდეგ. მეუღლეს ყველა საქმე უნდა მოეწესრიგებინა და ჩემთან რამდენიმე კვირაში უნდა ჩამოსულიყო. მისმა საყვარელმა ჩემს მეუღლესთან არა მხოლოდ დაწოლა მოახერხა, შეუყვარდა კიდეც. მას ჩემი ქმარი უფრო ადრე შეუყვარდა, ვიდრე შეაცდენდა მას, და მხოლოდ ელოდა ასეთ შესაძლებლობას და მომენტს. რა განაცხადა მან თავის გასამართლებლად? მას ის უყვარდა, რაც უფლებას აძლევდა ებრძოლა თავისი სიყვარულისთვის. მაგრამ ქვეყანა სხვაგვარად არის მოწყობილი ჩემო გოგონა. შენ არ გაქვს უფლება ყველაფერი გააკეთო მხოლოდ იმიტომ, რომ შენ ასე გინდა! ფემინიზმი უბრალოდ ასე არ წარმოქმნილა. ჩვენ ჯერ კიდევ ისეთ დროში ვცხოვრობთ, როდესაც მამაკაცის და ქალის უფლებები სინამდვილეში თანაბარი არ არის. ამიტომ მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ, ქალები, ერთმანეთის მხარდამჭერები ვიყოთ იმის მაგივრად, რომ ჩავძიროთ ერთმანეთი და წავართვათ ყველაზე ფასეული ერთმანეთს. ნუთუ ეს ასე ბევრია და ძნელი - უბრალოდ არ დაწვეთ ისეთ მამაკაცთან, ვინც სხვას ეკუთვნის? რა თქმა უნდა, მე ღალატში არც მამაკაცის ბრალეულობას ვამცირებ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ იმ ქალებისთვის, ვინც შეგნებულად წვებიან ცოლიან მამაკაცებთან, ცალკე ადგილი აქვთ ჯოჯოხეთში. თქვენ ხართ ეგიოსტები, რომლებიც ამ ქვეყნისთვის არაფერ კარგს არ აკეთებთ. მხოლოდ ტკივილს აყენებთ სხვა ადამიანებს იმ დროს, როდესაც ყოველთვის გაქვთ არჩევანის საშუალება. მე არ ვიცი, ეს ადგილი გამოყურება თუ არა ისე, როგორც დანტეს ნაწარმოებებშია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სასიამოვნო ნამდვილად არ იქნება. მაგრამ მანამდე, თქვენ აუცილებლად დაისჯებით ამისთვის. იხილეთ ასევე: 1. ვისი შეყვარებულია ეს "ანგელოზი"? 2. დიდი პოლიტიკოსების საყვარლები. 3. სექსის შემდეგ დაზარალებული გოგონას გადასარჩენად მისული მაშველები შოკში არიან... 4. რატომ დაიღუპა პატარძალი ქორწილის პირველ ღამეს 5. რას იწვევს რეგულარული სექსი მამაკაცებში 6. ქმარმა ცოლს და საყვარელს საგზურები ერთ კურორტზე აუღო... 7. "მამაკაცი ქალთან იქცევა ისე, რის უფლებასაც აძლევს მას ქალი". 8. აი რა ხდება, როცა წყვეტთ რეგულარულ სექსუალურ ცხოვრებას! ( +18) 9. ქმარმა, დაურეკა რა მეუღლეს კამათის შემდეგ, ყველაფრის გაგონებას ელოდა, ოღონდ არა ამის !!! (იმიტომ, რომ ყურადღება უნდა მივაქციოთ სიტყვებს ) 10. სამი მამაკაცი გოგონას თვალს ვერ აშორებს მატარებლის კუპეში. და გოგონას არაჩვეულებრივი საქციელი! 1668 9-ს მოსწონს |
:-)
შემდეგი...შენ რამდენჯერ უღალატე ქმარს? – ოცჯერ. – კუპრში! შემდეგი... შენ რამდენჯერ უღალატე ქმარს? – ერთხელ...– ჭინკებო! აიყვანეთ ოცამდე და კუპრში! შემდეგი...