ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ჯერ კიდევ არსებობს ტომები, რომლებიც თანამედროვე სამყაროსაგან ძალიან განსხვავდება. მაგალითად, ჯუნგლებში ეკვადორის ტერიტორიაზე ცხოვრობს ხუაორანის ტომი.
მათი რაოდენობა დაახლოებით 4 000 კაცს ითვლის. ისინი არ ამყარებენ კავშირს გარე სამყაროსთან, ამიტომ მათი გარეგნობა ჩვეულებრივი ადამიანებისაგან განსხვავდება. იმის გამო, რომ მათ უწევთ ხეზე მუდმივი ძრომიალი, მათი ტერფები გახდა ბრტყელი და თითები სხვადასხვა მხარეს არის მიმართული.
ძალიან ბევრს ხუაორანის ტომში ფეხზე 6 თითი აქვს . ტომი ჯუნგლებში ცხოვრობს მდინარე რიო ნაპოს მახლობლად. მამაკაცები ნადირობით არიან დაკავებული, ხოლო ქალები კი ზრდიან ბავშვებს და აგროვებენ ხილს.
მთავარი საკვები მათი მაიმუნის ხორცია. მათ შეუძლიათ საათობით ჩაუსაფრდნენ მსხვერპლს ჩამოკიდებულ მდგომარეობაში.
მათ ისევე, როგორც ჩვენ ჰყავთ მოლაპარაკე თუთიყუშები.ხუაორანის ტომი ასევე ნადირობს გარეულ ღორებზე. ნადირობაში თუ მამაკაცს გაუმართლებს ეს განსაკუთრებული შემთხვევაა ოჯახის წევრებისთვის.
გასაკვირია, მაგრამ ხუაორანის ტომის წევრებმა იციან, რომ არსებობს სხვა ცივილიზაციაც. ბრიტანელმა ფოტოგრაფმა პიტ ოქსფორდმა ორი კვირა გაატარა ხოაორანის ტომის წევრებთან და ასახა მათი ცხოვრება დეტალურად.როგორც პიტი ამბობს ტომის წევრებმა ის ისე მიიღეს, როგორც ოჯახის წევრი.