x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135660
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510019
სასწავლო მოტივაცია და მოსწავლის პოზიცია უმცროს სასკოლო ასაკში

image


სირთულეები, რომლებიც ექმნება ბავშვს სკოლაში, შეიძლება გამოწვეული იყოს მოსწავლის შინაგანი პოზიციის ჩამოუყალიბებლობის გამო.მოსწავლეებში, რომლებშიც არსებობს სწავლისადმი სწორი დამოკიდებულება და შესაბამისად ფორმირებული აქვთ მოსწავლის პოზიცია, ის მეცადინეობები რომლებიც დაკავშირებულია მოსწავლის მოვალეობის შესრულებასთან, მათში იწვევენ მხოლოდ დადებით ემოციურ განცდებს.თამაშები და სხვა ისეთი საქმიანობა, რომელიც მას აინტერესებდა სკოლამდელ ასაკში, კარგავს თავის მიმზიდველობას და უფასურდება.მაგრამ, არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ბავშვთან უფრო მეტია თამაშის მოტივები. ეს შეიძლება გამოიხატოს იმაში, რომ ბავშვს ეფანტება ყურადღება მეცადინეობის დროს.ტოვებს დაბნეულის შთაბეჭდილებას, მაშინ როდესაც მას შეუძლია რომ თამაშის დროს იყოს ძალიან დაკვირვებული და ყურადღებაგამახვილებული.ასეთ ბავშვებში სასწავლო მოტივაციის ფორმირებისთვის საჭიროა სპეციალური პედაგოგიური მუშაობა.ბავშვის განვითარების თავისებურებების მიხედვით სკოლის ფსიქოლოგს შეუძლია რეკომენდაცია გაუწიოს მასწავლებელს.განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ბავშვთან უშუალო ემოციონალურ კონტაქტს, რათა მასში გამოვიწვიოთ სიამაყის განცდა იმის გამო, რომ ის უკვე მოსწავლეა და გაცილებით მეტი ევალება.აუცილებელია განვუვითაროთ ბავშვს სწავლის უნარი, შემეცნებითი ინტერესები და სწრაფვა სასკოლო უნარების ათვისებისკენ თანატოლებზე არანაკლებად.

გაცილებით რთულია შემთხვევები, როდესაც ბავშვს აქვს მკვეთრად გამოხატული უარყოფითი დამოკიდებულება სკოლასთან და არ აქვს სწავლის სურვილი.პრაქტიკა აჩვენებს, რომ ეს უფრო მეტად ხდება შემდეგ შემთხვევებში : პირველი, როდესაც ბავშვი სკოლამდელ ასაკში არ არის მიჩვეული თავისი სურვილების მოთოკვას, სირთულეების გადალახვას, ამიტომ მას უჩნდება სწავლის მიმართ აქტიური წინააღმდეგობის გრძნობა.მეორე, სწავლისადმი უარყოფითი დამოკიდებულება გვხვდება იმ ბავშვებში, რომლებსაც სახლში წინასწარ ჩამოუყალიბდათ სკოლის შიში ("აი, წახვალ სკოლაში და იქ გიჩვენებენ სეირს"). მესამე მიზეზი ასეთი დამოკიდებულებისა შეიძლება იყოს ის, რომ ბავშვს ძალიან ფერად ფერებში უხატავდნენ სასკოლო ცხოვრებას.რეალობასთან შეჯახებამ კი ბავშვში შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი იმედგაცრუება.

დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის გარემოცვის მიერ სწორი ნაბიჯების გადადგმა. მნიშვნელოვანია ეს გარემოცვა ინფორმირებული იყოს ბავშვის განვითარების თავისებურებების შესახებ რათა არ მოხდეს ბავშვის ფსიქიკის დამახინჯება და ჰქონდეთ მათ რესურსი იმისათვის, რომ ეფექტურად გაუმკლავდნენ იმ ასპექტებს რაც დაკავშირებულია სასკოლო ცხოვრებასთან.


0
21
2-ს მოსწონს
ავტორი:ნათია გვილავა
ნათია გვილავა
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0