საზოგადოება "ყველას ვინც საზღვარგარეთ სწავლობს..." 2017, 27 იანვარი, 11:31 ცნობილი და ყველასთვის საყვარელი საოპერო მომღერალი ნინო სურგულაძე სოციალურ ქსელში განცხადებას აკეთებს, რომელსაც მრავალი გამოხმაურება მოჰყვა.იგი ახალგაზრდებს მიმართავს : "არ შემიძლია არ დავწერო და არა დასაცავად, არამედ აზრის დასაფიქსირებლად. ყველას ვინც საზღვარგარეთ ცხოვრობს, სწავლობს და მუშაობს დამეთანხმება, რომ არ არის იქ იოლი თავის დამკვიდრება. მარტოობა ძნელია და მუდმივად გენატრება სახლი, მაგრამ ასეა საჭირო. ჯარისკაცივით ხარ და ყოველ დღე უნდა დაამტკიცო, რომ მეტი შეგიძლია, ვიდრე სხვას და უკან დგას უამრავი ადამიანი, რომელიც ამ ადგილისთვის იბრძვის. 233 3-ს მოსწონს
|