x
image
ლეელ
მეორე მხარეს (II ნაწილი)

image



ინსპექტორმა, რომელიც ნანახმა ძალზედ დააღონა, ანა საავადმყოფოში
გააქანა, სადაც თავისი ოჯახი ელოდა; ანას ორი და და მშობლები, სუდარა გადაფარებული
ოჯახი ელოდა. დავითმა ანა, მორიგე ექიმთან ერთად, მოეგში ჩაიყვანა. ოთხი უსიცოცხლო
სხეულის დანახვისას თითქოს ანა ადგილზე გაქვავდა. ერთადერთი რაც სიცოცხლის ნიშან-წყალზე
მიუთითებდა ცრემლები იყო, რომელებიც ცხელი ნაკადულივით მოსჩქებდა ანას თვალებიდან და
წვეთ-წვეთდ ეცემოდა მის ლამაზ, სავსე მკერდს. ღვთაებრივი სილამაზის ელფერი გადაჰკრავდა
მის სახეს, შავი კულულები ჩამოშლოდა, ბაგეებს გაცრეცილი ვარდისფერი დასდებოდა, ცრემლებით
აღვსილი დიდრონი შავი თვალები ერთდროულად აღტაცებასა და სიბრალულს იწვევდა მნახველში.
ანა კი კვლავ უძრავად იდგა და თითქოს გაორება დაეწყო. არა ოთხ, არამედ ხუთ ადამიანს
ხედავდა, ხუთ უსიცოცხლო სხეულს. ისიც თითქოს ოჯახის წევრებთან ერთად გაემართა იმ ქვეყნად,
იქ, სადაც გამუდმებით ერთად იქნებოდნენ.

უეცრად გულის არეში საშინელი ტკივილი იგრძნო, რამაც გონება გაუნათა. მომხდარი
გაანალიზა... თითოეულ სხეულს ჩამოუარა, დეე, მამიკო, ჩემო ლამაზო დებო, თქვენ არ მომკვდარხართ!
თქვენ ჩემს გულშ ცოცხლობთ და სამუდამოდ იცოცხლებთ! თქვენ მე არ მიგიტოვებივართ! ამიერიდან
სულ ჩემთან იქნებით! მე თქვენ მიყვარხართ!-სასოწარკვეთილი ქალი ხან ერთს მიეფერებოდა,
ხან მეორეს დაკოცნიდა და ასე გრძელდებოდა დაუსრულებლად.

ანამ ითხოვა ღამის იქ, თავის ოჯახთან გატარება; დიდი ყოყმანის შემდეგ, ნება
დართეს დარჩენის ერთი პირობით, თუ დავითიც მასთნ ერთად იქნებოდა. მხოლოდ ახლა გაახსენდა
ანას დავითი, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში აჩრდილივით უკან დასდევდა.

-უღრმესი მადლობა, ინსოექტორო, ჩემი უბედურების გაზიარებისათვის.
უთქვენოდ არ ვიცი რა მეშველებოდა! მე...-სიტყვები ყელშ გაეჩხირა საბრალოს, ცრემლები
ახრჩობდა.

-ღვთის გულისათვის, ნუ მემადლიერებით. როგორ შემიძლია
ასეთ დროს თქვენი მიტოვება?! ახლა ყავას მოგიტანთ და გთხოვთ მიირთვათ!ალბათ მთელი დღე
არაფერი გიჭამიათ, იქნებ რაიმე შეგეჭამათ.

-არა, არა, -ლუღლუღებდა თავისთვის ანა. უცებ გონება დაებინდა,
ხელებით მოსაკიდებელის ძებნა დაიწყო; უეცრად მან ძლიერი მკლავის ძალა იგრძნო, რომელმაც
თავისკენ მიიზიდა, ქალი მას დაემორჩილა. ასე იდგნენ რამდენიმე წამს. ბოლოს ყაბა გაუწოდა
დავითმა ანას; ქალმა ფინჯანი უძალოდ გამოართვა და ცხელი ყავა მოსვა. ესიამოვნა ცხელი
სასმელი, რომელსაც ამ მძიმე წუთებში საოცარი გემო ჰქონდა. ნელ-ნელა ძალების მოკრება
იწყო, თითქოს უბრალო ყავა კი არა მაცოცხლებელი ელექსირი შესვა ანამ. ბოლოს დავითს მადლობა
მოუხადა და წასვლა სთხოვა,

წამიერად დავიწყებული ტკივილი
გაასმაგებული ძალებით გაცოცხლდა. სული ეხუთებოდა ახალგაზრდა ინსპექტორს ამ სანახაობის
ყურებისას. სურდა ოთახიდან გაქცევა და ამ დღის სამუდამოდ დავიწყება, მაგრამ უმძიმდა
საბრალო ანას მიტოვება. ანასი, რომელიც ახლა შეშლილს უფრო ჰგავდა. იცინოდა, ისტერიკულად
იცინოდა. ხან ერთთან მივიდოდა და გაღვიძებას ცდილობდა, ხან მეორესთან. უეცრად გაჩუმდებოდა,
ტირილით ანაცვლებდა სიცილს, მუხლებზე ეცემოდა და ღმერთს საყვედურობდა, თანშენდობას
სთხოვდა. ბოლოს, უღონოდ ქმნილს, ძალა სრულებით გამოეცალა და ჩაეძნა. თუმცა ძილშც კრთოდა
და სახეზე საოცარი ტკივილი აღბეჭდოდა...

დილით შემოვლაზე ექიმი რეანიმაციაში
შევიდა, სადაც მას კომაში მყოფი პაციენტი ელოდა. ახალგაზრდა ქალი, რომელიც ავარიის
შედეგად უკვე მეორე დღე უგონოდ იმყოფებოდა. ექიმმა ქალის გაფითრებულ სახეს დაუწყო ყურება,
სახეს, რომელსაც საოცრად შვენოდა შავი ხშირი ხვეული თმა, გაფითრებული ვარდისფერი ტუჩები,
უეცრად, თვალები გაახილა, ექიმს დიდრონი შავი თვალებით მიაშტერდა. როგორც იქნა ამოილუღლუღა:

-სად ვარ?!

ექიმმა სასწრაფოდ დახმარება
გამოიძახა...

ერთი კვირის შემდეგ, პაციენტი
გამოჯანმრთელდა ისე, რომ სახლში გაწერეს, სახლში სადაც მას ელოდა დედა, მამა, ორი და
და მის უბანში ინსპექტორად დანიშნული, ანას ბავშვობის სიყვარული დავითი...

0
85
5-ს მოსწონს
ავტორი:ლეელ
ლეელ
85
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0