x
image
ლეელ
სოდა, როგორც კოსმეტიკური საშუალება
image

სოდა სამზარეულოს განუყოფელი ნაწილია, რომელიც აუცილებელია მუდმივად გვქონდეს. ქალების უმეტესობა მას მხოლოდ სხვადასხვა "გემრიელობის" მოსამზადებლად იყენებს, თუმცა ბევრმა არ იცის სოდა, როგორც კოსმეტიკური საშუალება.

1.სახის სკრაბი

სკრაბის მოსამზადებლად შეურიეთ სოდა წყალს პროპრციით 3:1 და წაისვით სახეზე. შედეგი გასაოცარია



2.გაწმინდე სავარცხელი

ალბათ, ყველა დამეთანხმებით, რომ სავარცხლის გაწმენდა არც თუ ისე მარტივი პროცესია, მით უმეტეს, თუ სავარცხელი მრგვალია. იმისთვის, რომ ეს საქმე გაამარტივოთ, შეურიეთ სოდა და წყალი ისე, რომ მიიღოთ სქელი მასა, წაუსვით სავარცხელს და ნელა გაწმინდეთ.

image


3. მოიშორე ნუნები

ხელების მოვლა არც ისე მარტივია. ხელები იდეალურად რომ გამოიყურებოდეს, ერთ-ერთი წინაპირობაა გქონდეს მოვლილი ფრჩხილები. ქალების უმეტესობას, სახლის პირობებში უჭირს ნუნების მოშორება, განსაკუთრებით მარჯვენა ხელზე. ამ პროცესის გასამარტივებლად შეურიეთ სოდა და წყალი ისე, რომ მიიღოთ ფაფისებური მასა. წაისვით ნუნებზე და ძველი კბილის ჯაგრისის დახმარებით მსუბუქად გაიწმინდეთ ნუნები.

image


4. რბილი ფეხები

კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ბევრ ადამიანს აწუხებს ესაა გაუხეშებული კანი ფეხებზე. ყველა დამეთანხმება, რომ არც ისე ლამაზი შესახედია მოუვლელი ფეხები, მით უმეტეს, მისი მოვლა არც ისე ძნელია. აქაც საქმე მარტივადაა, თუ კვლავ გამოვიყენებთ სოდას.

3 სუფრის კოვზი სოდა გახსენით თბილ (ცხელ, სურვილის მიხედვით) წყალში და ჩააწყვეთ ფეხები. სოდა დაარბილებს და დაამშვიდებს გაღიზიანებულ კანს.

image


5.გამონაყარი

გარდატეხის ასაკში, ალბათ, ყველას გქონიათ გამონაყარი, ზოგს ბევრი, ზოგსაც უმნიშვნელოდ. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებსაც გარდატეხის ასაკის შემდეგაც მოსვენებას არ აძლევს გამონაყარი, რაც არც ისე სასიამოვნოა და უმეტესად დისკომფორტს ქმნის. ალბათ, რამდენი კოსმეტიკური საშუალება გიცდიათ მათ გასაქრობათ, ანდა "ტონალური" მათ დასამალად, თუმცა შედეგი მუდამ სასურველი არაა. მაშ რა ვქნათ?! მხსნელად აქაც სოდა გვევლინება, ლიმონთან ერთად. ერთმანეთს შეურიეთ ისე, რომ მიიღოთ ფაფისებური მასა. დაიდეთ გამონაყარზე, გაშრობის შემდეგ ჩამოიბანეთ. სიწითლე მალე გაქრება... აქვე უნდა გახსოვდეთ, რომ ლიმონი კანს აშრობს.

image


6. შავი წერტილები

ო, როგორი საშინელი სანახავია სახეზე შავი წერტილები. ებრძვი ათასი საშვალებით, მაგრამ შედეგი ხშირად საშინელია. გაიწმენს კანს და მეორე დღეს ისევ ისე ხარ... მაშ რაა გამოსავალი?! აქაც კვლავ სოდა დაგვეხმარება, თავისი გასაოცარი შესაძლებლობებით. მაშ ასე, ერთ სუფრის კოვზ სოდას შევურიოთ 1/4 ჭიქა რძე. წაისვით სახეწე წრიული მოძრაობით და შემდეგ ჩამოიბანეთ. უკეთესი შედეგისთვის უმჯობესია გაიმეოროთ პროცედურა!

image

19
6030
13-ს მოსწონს
ავტორი:ლეელ
ლეელ
6030
  
2017, 22 იანვარი, 14:38
ჩემს შვილებს გარდატეხის ასაკში ქონდათ სახეზე დიდი პრობლემები, სახლში დავამზადე ეს ხსნარი და ყოველ საღამოს იწმენდდნენ ამით. შედეგმაც არ დააყოვნა. ვისაც გინდათ შეგიძლიათ დაამზადოთ. ეფექტი ძალიან კარგია და დიდ თანხებთანაც არაა დაკავშირებული. აი რეცეფტიც: ლევომიცეტინის აბები- 1 ფიფფიტა (10 აბი), ასპირინი -1 ფირფიტა, სტრეპტომიცინი -1 ფირფიტა, ქაფურის სპირტი -100 გრ. სამედიცინო სპირტი -100გრ. გამოხდილი წყალი 200გრ. ყველაფერი ავურიოთ შუშის ჭურჭელში და შევინახოთ გრილ ადგილას. გამოყენების წინ შეანჯღრიეთ, რომ ყველაფერი აირიოს. სახე გაიწმინდეთ ბამბთ.
2016, 8 იანვარი, 19:59
საინტერესოა
2016, 8 იანვარი, 16:47
სოდას სახეს ნუ მიაკარებთ კაწრავს კანს
2014, 12 მარტი, 20:53
ნამდვილად
2014, 12 მარტი, 18:54
ჰოოო ცხიმიანი კანის მკონეებს უამრავი პრობლემა გვაქვა:(:(:(:(
2014, 12 მარტი, 18:53
ცუდია
2014, 12 მარტი, 18:25
მე ძაან პრობლემური კანი მაქვს სხვას შესაძლოა მარტლაც უშველოს
2014, 12 მარტი, 18:24
არ მშველის.. კოსმეტოლოგმა საპნიან წკალსი დასველებული ბამბა, ზედ მოყრილი წმინდა მარილი მირჩია მაგრამ არ მშველის და მარილი სახეს მიწვავს. ალბათ უფრო ზლერი კრემი მჯირდებაააა
2014, 12 მარტი, 17:59
მერე???
2014, 12 მარტი, 17:57
კი ვცადე
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10