x
image
ლეელ
მეორე მხარეს (I ნაწილი)

image

-ალო, გამარჯობა, ანა ბრძანდებით?


-დიახ!-უპასუხა უცნობი ხმის გაგონებაზე დაბნეულმა ანამ.


-მე დავითი ვარ, თქვენი უბნის ახალი ინსპექტორი.


-კი, მაგრამ...


-ანა, გთხოვთ დაუყოვნებლივ დაბრუნდით სახლში, ტელეფონით
ამის ახსნა ძალიან რთულია.


-ხომ მშვიდობაა, ინსპექტორო?!-ჰკითხა აღელვებულმა და
ცოტათი შეშინებულმა ანამ.


-საჭესთან ხართ?


-დიახ...


-ფრთხილად იარეთ!მე არ მეჩქარება, ანა. დაგელოდებით!


-ალო!გესმით ჩემი?!-ანამ დახედა ტელეფონს, რომელიც უკვე
გათიშულიყო.-ნეტავ რა მოხდა?! რაში მდებენ ბრალს?! თუმცა არა, აქ სხვა ამბავია;


ანამ სასწრაფოდ
მიატოვა სამუშაო და სახლისაკენ წავიდა. საჭეს აღელვებული მართავდა, გული ცუდს უგრძნობდა,
მაგრამ გამხიარულება საყვარელი მუსიკით სცადა. სიჩქარეს უმატა...


-ეჰ, საწყალი
გოგო! დილით სახლიდან ბედნიერი გავიდა! მაგრამ ცხოვრება ვის რას უმზადებს კაცმა არ
იცის!-თავისთვუს ჩაილაპარაკა ინსპექტორმა და სიგარეტი გააბოლა.


დავითმა
ირგვლივ მიმოიხედა, ხალხის გაფართოებული და ცრემლიანი თვალების გარდა სხვა ვერაფერი
შენიშნა. სწორედ ამ დროს, ანას სახლიდან ექიმთა ბრიგადამ ზეწარგადაფარებული საკაცე
გამოიტანა, თუმცა ეს ერთი არ იყო, მას მოყვა მეორე, მესამე და მეოთხეც კი. სახლში აღარავინ
დარჩა, დაცარიელდა. სასწრაფოს მანქანების წასვლის შემდეგმ ხალხმა თავისი გზა გააგრძელა.
15 წუთის შემდეგ მოდამო დაცარიელდა. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლო დავითმა ტრაგედიის ადგილას
შესვლა. სახლი ხუთ საფეხურზე იდგა, რომელიც მძიმე ნაბიჯებით აიარა ინსპექტორმა. ერთი
შეხედვით უბრალო და არაფრისმთქმელი სახლი, რომელიც გამვლელის ყურადღებას არც კი მიიქცევდა,
იქ შესულს სასახლეს მოგაგონებდათ. სადა, თუმცა ანტიკვარი ავეჯი გემოვნებით იყო გაწყობილი.
სახლი სისუფთავიდა და წესრიგის საუკეთესო ნიმუში იყო. თითქოს ტრაგედიის კვალი გამქრალიყო.
დავითი ფიქრებმა გაიტაცა, სიგარეტი მოუნდა, მაგრამ მოერიდა... მან ხომ არ იცოდა მასპინძელი
ნებას დართავდა თუ არა, სავარძელზე მძიმედ დაეშვა, თვალები დახუჭა, თავის საშნელი ტკივილი
იგრძნო, უნდოდა დაეძინა და ყველაფერი დაევიწყებინა, მაგრამ ამ დროს მანქანის ხმა გაიგონა,
შემდეგ კიბეზე ამორბენის. კარებში ვიღაც შემოვარდა, ახალგაზრდა, ასე 23-24 წლის მშვენიერი
აღნაგობის გოგო, რომელიც დაბნეული, კითხვებით აღსავსე თვალებით შეჰყურებდა დამხვედრს.....


-თქვენ ალბათ ანა ხართ? მე, ინ...


-დიახ!-აღელვებული ხმით მიუგო
ანამ. დედა, მამა, ჩემები სად არიან?! -აცრემლებულ თვალებს გიჟივით აცეცებდა, მისი
ბაგეები ლითხვის დასმას ცდილობდა, პირს აღებდა, მაგრამ სიტყვებს ვერ ამბობდა, ისინი
სადღაც გამქრალიყვნენ. უეცრად გაჩუმდა, გაფითრდა, ხელები თითქოს საშველად გაიწია დავითისაკენ,
მუხლებზე დაეცა ახალგაზრდა ქალი და ტირილი იწყო. ამ სურათის შემხედვარე დავითს მუხლები
მოეკვეთა, თუმცა სძლია საკუთარ თავს და ანას მიუახლოვდა; ქალი, რომელსაც ცნობიერება
სრულებით დაეკარგა, ინსპექტორმა წამოაყენა... უნდოდა სავარძელზე დაესვა და წყალი მოეტანა,
მაგრამ ანამ თავი მის მკერდს მიადო და ტირილს უფრო უმატა;-წამიყვანეთ მათთან! ღვთის
გულისათვის, მათთან წამიყვანეთ!-ჩურჩლებდა გონებამიხდილი. შემდეგ კი გონება დაკარგა.

0
93
3-ს მოსწონს
ავტორი:ლეელ
ლეელ
93
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0