ქალი ქალის სილამაზის საიდუმლო 2012, 9 ივნისი, 17:46 სილამაზის საიდუმლოს რჩევები ხელმისაწვდომია მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში და ძალიან მარტივია. გაგაცნობთ სხვადასხვა ქვეყნის ქალების სილამაზის საიდუმლო რეცეპტებს:
იტალიელი ქალების მბზინავარე თმის საიდუმლო არის იოგურტი, რომელსაც ურევენ სუფთა ზეითუნის ზეთს შემდეგ ამ ნაზავს იჩერებს თავზე 5 წუთით. შედეგი ლამაზი, მბზინავრე თმებია. იტალიელი ქალბატონები ამტკიცებენ, რომ თუ წამწამებზე ცოტაოდენ აბუსალათინის ზეთს წაისვამთ, ისინი შესამჩნევად დაგრძელდება. თუ ღამით კბილებზე სალბის ფოთოლს დაიდებთ, გაგითეთრდებათ.თუ დაბანის შემდეგ თმებზე ლიმონის წვენს გადაივლებთ და ცოტა ხანს გაიჩერებთ, თმა გაგიღიავდებათ.
ჩინელი ქალების აზრით, თუ ნუშს ხშირად მიირთმევთ ნაოჭები აღარ გაგიჩნდებათ. ასევე კარგია მისი შემცველობის სახის და სხეულის კრემების ხმარებაც. ფილიპინელი და ინდოელი მანდილოსნები თმის მოსავლელად ქოქოსის ზეთს იყენებენ. როგორც, ისინი გვირჩევენ, დაბანამდე 20 წუთით ადრე თბილი ზეთი თმაში შევიზილოთ, შემდეგ კი შამპუნით ჩამოვიბანოთ. ამ ზეთს მასაჟისა და მზისგან დასაცავადაც იყენებენ. როცა არგენტინელ ქალებს სახის კრემი უთავდებათ, თურმე სულ არ ნაღვლობენ და ახლის ყიდვამდე დანაკლის არაჟნით ივსებენ.არაჟანს კარგად ათქვეფენ შესქელებამდე, შემდეგ სახეზე მის ნიღაბს იკეთებენ, შედეგით კი საოცრად კმაყოფილი არიან. ჰოლანდიელი ქალები მიიჩნევენ, რომ დილით ადრე და საღამოს ძილის წინ, სუფთა ჰაერზე გასეირნება სახის კანზე და ფერზე არანაკლებ ეფექტიანად მოქმედებს, ვიდრე ძვირადღირებული კრემები. ფრანგი ქალები, ალუბლის და ბროწეულის მარცვალს ჩაყრიან ბლენდერში და შემდეგ მიღებული ნაყენს გამოიყენებენ სახის კანისთვის, რომელიც ბუნებრივ ფერს და სიგლუვეს უნარჩინებს სახის კანს. ასეთი ნიღაბის გაკეთება შეიძლება კვირაში ერთხელ 5-6 წუთი. ფრანგი ქალების საიდუმლოა ასევე ზეითუნის ზეთი, რომელსაც დილით გაწმენდილ კანზე ისმევენ, რამდენიმე წუთით იჩერებენ და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანენ. იგი კვებამს კანის უჯრედებს და აღადგენს მას, ასევე იცავს ნაოჭებისგან. ესპანელი ლამაზმანები გამოიყენებენ მოცვის წვენს, რათა ქონდეთ მბზიანვი თმა. აურიეთ ნახევარი ჭიქა მოცვის წვენი და წყალი და გადაივლეთ თმებზე. მაგრამ ეს კომბინაცია არის მარტო მუქი ფერის თმებითვის, ქერებს ვურჩევთ მოცვის ნაცვლად, ლიმნის წვენი გამოიყენეონ. 1161 5-ს მოსწონს
|