x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
გოგომ ფეხი მოიჭრა ფეხების გასასწორებლად და მაღალქუსლიანებით წავიდა გამოსაშვებ საღამოზე
15 წლის იზაბელ პაპანდრონიკოსმა ექიმს მარჯვენა ფეხის მოაჭრევინა, პროთეზი გაიკეთა, მაღალქუსლიან ფეხსაცმელებზე შედგა და გამოსაშვებ საღამოზე მიბაკუნდა.

image
















სკოლის მოსწავლემ საბერძნეთიდან, რომლის მარჯვენა ფეხიც მარცხენაზე 8 სანტიმეტრით მოკლე იყო დაბადებიდან, ერთი წლის წინ გადაწყვიტა - რადაც არ უნდა დაჯომოდა, გამოსაშვებ საღამოზე მაღალქუსლიანებით მისულიყო.


და მივიდა კიდეც, ერთი კვირის წინ, ოღონდ ოცნების ახდენა ფეხის მოჭრად დაუჯდა.


image






















ფეხის მოჭრის გადაწყვეტილება თვითონ მიიღო, რადგან სადღაც მოჰკრა ყური, რომ ამზადებდნენ პროთეზებს საგანგებოდ ქუსლიანი ფეხსაცმლისთვის.


მშობლებს უთხრა და ისინიც დასთანხმდნენ. პროთეზის თანხა ( 8 ათასი დოლარი ) იზაბელის დედ-მამამ ქველმოქმედი ორგანიზაციების წყალობით შეაგროვა.


image

"ყველა გაოცებული დარჩა, ისე ბუნებრივად გამოიყურებოდა ჩემი ფეხი – თქვა იზაბელმა – თავს მშვენივრად ვგრძნობდი და მთელი საღამო ქუსლიანი ფეხსაცმელები მეცვა, თუმცა კი სხვა დროს ყოველთვის დაბლებით დავდივარ. ადრე მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელები არასდროს მცმია და ამით უფრო ადვილი ყოფილა ცეკვა ვიდრე ბოტასებით. ერთი კია, რომ ბოლოს მარცხენა ფეხი დამეღალა".


image



9
6006
17-ს მოსწონს
ავტორი:ვაჟა ხუციშვილი
ვაჟა ხუციშვილი
6006
  
2015, 2 ოქტომბერი, 12:34
შ.....გ ააქვს?
2013, 27 ივლისი, 12:43
:D გავგიჟდები რა:D გიჟია ვიგაცაა ეგ გოგო!
2013, 18 ივლისი, 15:31
გამოსაშვები საღამოსთვის ფეხი როგორ მოიჭრა :Xმთლად გადაგვარდა საზოგადოება:(
ვაი მე დედა....
2013, 15 ივლისი, 10:43
საგიჟეთ... :)
2013, 10 ივლისი, 17:41
სილამაზისათვის მსხვერპლის გაღება ნეტა თუ ღირს რა:((
2013, 10 ივლისი, 17:33
კაი რა იმისათვის რომ მომხიბლელი და სწორფეხება ყოფილიყო თავი ასე როგორ გაიმეტა რა ხდება ეს ხალხი სულ გადაირია....
2013, 10 ივლისი, 16:54
ეს 15 წლის გოგო კარგი, გაგიჟდა, მაგრამ მშობლები რაღამ გააგიჟა? ან კიდევ ის "ქველმოქმედი" ორგანიზაციები რაღამ გადარია, ასეთ სისულელეში რომ გადაიხადეს ფული? დაილია ხალხი, ვისაც მართლა სჭირდება დახმარება?!
2013, 10 ივლისი, 15:41
რა უცნაურ გადაწყვეტილებებს იღებს ეს ხალხი
0 1 9