ქალი ახალი კვლევით დადგინდა: ქალებს ძაღლებთან ერთად უფრო კარგად სძინავთ, ვიდრე კაცებთან 2019, 25 მარტი, 14:47 ![]() თუ ჯერ ისევ ყოყმანობთ ძაღლი იყოლიოთ თუ არა, ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ გადაწყვეტილების მიღებაში. ძაღლი ყოველთვის იყო ადამიანის მეგობარი, მაგრამ დადგინდა, რომ ძაღლები საუკეთესო პარტნიორები არიან ქალებისათვის, როცა საქმე ძილს ეხება.მაშ ასე, წარმოგიგდენთ ახალი კვლევის შედეგებს: ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები გამოკითხული 962 ქალიდან, რომელთაგან ზოგს ჰყავს ძაღლი, ზოგს კატა, ზოგს კი ორივე, ნახევარზე მეტმა ძაღლი დაასახელა საიმედო პარტნიორად ძილის დროს. ![]() კატებთან და ადამიანებთან შედარებით, როგორც აღმოჩნდა, ძაღლები ნაკლებად აწუხებენ ქალებს და უზრუნველყოფენ მათ მშვიდსა და კომფორტულ ძილს. ეს იმით აიხსნება, რომ ძაღლებს აქვთ ჩამოყალიბებული უნარი დაიცვან საკუთარი პატრონის უსაფრთხოება. ![]() რა თქმა უნდა, ქალები არ არიან მხოლოდ ერთადერთები, რომლებიც ძაღლებთანძილის დროს უფრო კარგად იძინებენ. იგივე შეიძლება ითქვას კაცებზეც, რადგან ძაღლის თვისება დაიცვას, არ შეაწუხოს პატრონი ძილის დროს, უცვლელია ყოველთვის. ასე რომ, თუ გინდათ გარანტირებული გქონდეთ მშვიდი და უსაფრთხო ძილი, უკვე იცით, როგორ უნდა მოიქცეთ! ![]() თქვენ თუ გძინავთ თქვენს კატასთან თუ ძაღლთან ერთად?ეთანხმებით კვლევას?გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!135 1-ს მოსწონს
|