x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138399
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512064
მეცნიერებმა დაადგინეს, თუ რა გავლენა აქვს ლოცვას ჩვენს ჯანმრთელობაზე

image


"ლოცვის დანიშნულება ღმერთზე ზეგავლენის მოხდენა კი არ არის, არამედ იმ ადამიანის ბუნების შეცვლა, ვინც ლოცულობს" – ეს სიტყვები დანიელ ფილოსოფოსს, თეოლოგს და სოციალურ კრიტიკოსს სიორენ ობიუ კირკეგორს ( Søren Aabye Kierkegaard) ეკუთვნის და რთულია ამაში არ დავეთანხმოთ. თუმცა, გარდა სულიერი ზემოქმედებისა, რეგულარულ ლოცვებს შეუძლია ადამიანის ჯანმრთელობაზე მოახდინოს დიდი გავლენა, რაც სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული მეცნიერული ექსპერიმენტების შედეგად დამტკიცდა.


1999 წელს დიდ ბრიტანეთში ჩატარებული კვლევების თანახმად, რომელიც British Journal of Health Psychology გამოქვეყნდა, დადგინდა, რომ ლოცვა ამცირებს დეპრესიისა და შიშების განვითარების რისკს. ამასთან, მკვლევარების მტკიცებით, ისინი ვინც ლოცულობენ, საკუთარ თავს სამყაროს ნაწილად აღიქვამენ და აქვთ დამცავი ფსიქოლოგიური მექანიზმი, რისი მეშვეობითაც ადვილად უმკლავდებიან ყოველდღიურ, სხვადასხვა სახის სტრესს. ლოცვა საშუალებას აძლევს ადამიანებს მშვიდ გარემოში ფოკუსირება მოახდინოს საკუთარ თავზე და საკუთარი ძალებით შეამცირონ ან დაამარცხონ არსებული მენტალური სტრესი. ამას გარდა, როგორც აღნიშნულმა კვლევამ აჩვენა, რეგულარული ლოცვების შედეგად ადამიანის ცხოვრება უფრო მშვიდი, მოწესრიგებული და გაწონასწორებული ხდება.


მეორე კვლევა, რომელიც ნეირომეცნიერმა ენდრიუ ნიუბერგმა ჩაატარა (ფსიქიატრიის დეპარტამენტი, პენსილვანიის უნივერსიტეტი), აღმოაჩინა, რომ ლოცვამ ტვინის იმ ნაწილის აქტივობა შეამცირა, რომელიც "ეგოსთან" არის კავშირში და გაზარდა დოფამინის დონე – ეს ფაქტორები კი მნიშვნელოვნად ზრდის ბედნიერების გრძნობას.

ბევრი კვლევაა ჩატარებული, რომელიც ამტკიცებს, რომ რეგულარულ ლოცვებს შეუძლია მაღალი არტერიული წნევის შემცირება, გულის პოსტოპერაციული გამოჯანმრთელების პროცესის დაჩქარება, ასთმური სიმპტომების შემცირება, იმუნიტეტის გაძლიერება და სიცოცხლის გახანგრძლივება.

თანამედროვე მეცნიერული კვლევებით მტკიცდება, რომ ისინი ვინც რეგულარულად ლოცულობენ, უფრო ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრობენ და დღეგრძელები არიან, თუმცა, ლოცვის ყველა ეფექტი ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის რაოდენობრივად შეფასებული. ამასთან, მორწმუნე ადამიანისთვის ლოცვა უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ მეთოდი რათა გაიუმჯობესოს საკუთარი ჯანმრთელობა.

და ბოლოს, ჯანსაღ საკვებთან, ვარჯიშთან და საკმარის ძილთან ერთად, რაც უმნიშვნელოვანი პირობაა ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის, არანაკლებ მნიშვნელოვანია ლოცვა – ამიტომ დაიწყეთ ყოველი დღე ლოცვით – ეს ხელს შეუწყობს თქვენს ფსიქო-ემოციურ სტაბილურობას, თავდაჯერებულობის და ცხოვრებისადმი ოპტიმისტური დამოკიდებულების ზრდას და ზოგადად ჯანმრთელობის გაუმჯობესებას.


როგორ ცვლის ლოცვა სისხლის სტრუქტურას


image

სამედიცინო მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი და დამსახურებული გამომგონებელი მ. ლაზორიკი უკრაინის ეროვნული უნივერსიტეტიდან წლების მანძილზე მუშაობდა თავის გუნდთან ერთად აღნიშნულ საკითხზე. გამოკვლევის იდეა, თუ რა გავლენას ახდენს ლოცვა სისხლის სტრუქტურაზე, მას რამდენიმე წლის წინ მოუვიდა. ამასთან, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მეცნიერი მორწმუნე ადამიანია. მანამდე მას ჩატარებული ჰქონდა ექსპერიმენტები იმაზე, თუ რა ზემოქმედება აქვს ლოცვებს სამკურნალო აბაზანებზე. კოლეგებთან და სტუდენტებთან ერთად გადაწყვიტა კვლევების ჩატარება, თუმცა, ღვთისმსახურები და საეკლესიო პირები ექსპერიმენტში არ ჩართო, რათა ეჭვქვეშ არ დაეყენებინა ლოცვის სამკურნალო დანიშნულება.


კვლევაში მონაწილეობა მიიღო 15 ქალმა და მამაკაცმა. ესენი იყვნენ ძირითადად იურისტები, მედიკოსები და ადამიანები ყოველგვარი განათლების გარეშე. პაციენტები დაავადებულნი იყვნენ ათეროსკლეროზით, В ჰეპატიტით, ზოგიერთს გულის პათოლოგიები აღენიშნებოდა და კიდევ სხვა დაავადებები. აღსანიშნავია, რომ ექსპერიმენტი ყველაზე ერთად არ ჩატარებულა, რადგანაც სისხლის ანალიზის გაკეთება საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს.
მეცნიერები კვლევის წინ იღებდნენ სისხლს კაპილარიდან და ვენიდან, ატარებდნენ ანალიზს. შემდეგ ავადმყოფი (ან მისი რომელიმე ახლობელი) 15-20 წუთის მანძილზე ლოცვას კითხულობდა გონებაში ან ხმამაღლა. ეს არის "მამაო ჩვენო, " "იესო ქრისტეს ლოცვა, " 50, 90 ფსალმუნები, ლოცვები ზეციური და წმინდა მფარველებისადმი. ამის შემდეგ, ისევ იღებდნენ სისხლს და ანალოგიურ გამოკვლევებს ატარებდნენ.

"– უკვე პირველი პაციენტის შედეგებმა სერიოზულად გაგვაოცა! – თქვა ლაზორიკმა –მამაკაცი, რომელიც ძლივს გადაურჩა ავტოშემთხვევას, ოსტეომიელიტით (ძვლის ანთება) იყო დაავადებული. როდესაც შევადარეთ ექსპერიმენტამდე და მის შემდეგ აღებული სისიხლის ანალიზის მაჩვენებლები, აღმოჩნდა, რომ ფაგოციტოზის ერთ-ერთი მაჩვენებლის დონე 6-ჯერ ნაკლები იყო ვიდრე კვლევამდე. სხვა მამაკაცებს – 3-ჯერ ნაკლები."
მას შემდეგ რაც კვლევის შედეგები შეადარეს, დადგინდა რომ ლოცვას ძალიან ძლიერი გავლენა აქვს. ეს იმით აიხსნება, რომ ანთების დროს აგრესიული პროცესების განვითარებაზე დამამშვიდებლად მოქმედებს. როდესაც ლოცვას კითხულობენ აღნიშნული ხმოვანი ტალღები იწვევს სისხლის სტრუქტურის ცვლილებას, რადგან ლოცვისას ჩვენ ერთდროულად ვრთავთ ჩვენს ცნობიერებას, მხედველობას, სმენას და მეტყველების აპარატს.

ასევე დაგაინტერესებთ:

რა გავლენას ახდენს მეტყველება ადამიანის ცხოვრებაზე – აღმოსავლური სიბრძნე

სისხლში შაქრის მაღალი დონის 14 სიმპტომი. პროდუქტების გლიკემიური ინდექსი

რა გავლენას ახდენს ფიქრები, სიტყვები და ქცევები ადამიანის ბედსა და ცხოვრებაზე. ეს უნდა იცოდეთ!

მეცნიერებმა დაადგინეს, თუ რა გავლენას ახდენს ფიქრები ჩვენს ჯანმრთელობაზე. ეს უნდა იცოდეთ!

2016 წლის ნობელის პრემია: ლაურეატმა დაამტკიცა, რომ მარხვა მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობისთვის


"გრავიტაცია არ არის პასუხისმგებელი მათზე, ვინც შეყვარებულია"– ალბერტ აინშტაინი. 30 მეცნიერული ფაქტი სიყვარულზე


მეექვსე გრძნობა – მეცნიერები მისი განვითარების 7 მეთოდს გვთავაზობენ

7
3091
14-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
3091
  
2017, 14 ივნისი, 14:04
არსი ვერ გამოიტანეთ ან უბრალოდ გაგება არ გინდათ (უფრო მეორე) ეგ თქვენი ნება.
2017, 13 ივნისი, 22:46
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი დიმმუ-ის კომენტარზე
2017, 13 ივნისი, 15:09
ფიქრები და სიტყვები, რომ დიდ გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე და საერთოდ ყველაფერზე ეგ ახალი არა, მითუმეტეს იმათთვის ვინც ფსიქოლოგიურ წიგნებს კითხულობს, აქ კიდევ დასტური მეცნიერებისა. არ აქ მნიშვნელობა რა რელიგიას მიყვები, სექტანტანტი ხარ, თუ ათეისტი, საერთოდ ადამიანის სიტყვა ახდენს გავლენას და ვლინდება სხვადა სხვა სახით ადამიანის ცხოვრებაში, სიძლიერე მოდის ქვეცნობიერიდან, ეს ყველა ადამიანშია. სიტყვის, ფიქრების სიძლიერე დამოკიდებულია იმაზე რამდენად ძლიერ გჯერა. მაგალითად მორწმუნე ჩათვლის, რომ სხვა რელიგიები არა ჭეშმარიტი და მხოლოდ მისი ლოცვა კურნავს, სინამდვილეში რელიგიები და ღმერთი არა გადამწყვეტი, ფსიქოლოგია თუ არ იცი და მეცნიერების დასკვნებს არ შეხედავს ადამიანი, მთელი ცხოვრება უაზრო კამათში გატარებს. შეგიძლია უბრალოდ შენ შეადგინო ლოცვა..
2017, 9 აპრილი, 8:59
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2017, 27 იანვარი, 1:19
უღრმესი მადლობა, შეფასებისთვის
2017, 25 იანვარი, 18:50
მაგარია
2017, 25 იანვარი, 11:56
ძალიან საინტერესო იყო. როგორც ყოველთვის❤❤❤❤
0 1 7