"ბიძინა ქველმოქმედო! ბიძინა მეცენატე!
აი ახლა, ამ წუთას, შენი თანასოფლელი, შენი ბიძაშვილის შვილი, 26 წლის ახალგაზრდა გოგო, ნინო ივანიშვილი ხელოვნურ სუნთქვაზე გადაიყვანეს!
ზუსტად აღარც მახსოვს რამდენჯერ გამოგიწვიე საჯაროდ მის გადასარჩენად თანადაფინანსებაში. მისი ოჯახის წევრები თქვენს ძმას მუხლებში ჩაუვარდნენ ვედრებით და ბოლომდე მჯეროდა, რომ შენ აუცილებლად დაეხმარებოდი.
მერე რა, რომ ის არ არის ცნობადი სახე? მერე რა, რომ პოლიტიკური დივიდენდისთვის არად გარგია? ის ხომ შენი სისხლით... ნათესავია?
მე გაგახსენო შენი საკუთარი ბავშვობის წლები? მე გაგახსენო მამამისთან ერთად, რამდენჯერ გითამაშია ლახტი თუ ფეხბურთი? მე გაგახსენო, რამდენჯერ დასდგომია გვერდით შენს გაჭირვებულ ოჯახს მათი ოჯახი?!
რა ნამუსით უნდა დადო ბალიშზე თავი?! როგორ უნდა დაიძინო?! ხვალ რა თვალებით უნდა შეხედო ადამიანებს კი არა, საკუთარი ზოოპარკის ბინადართ, იმ გადარგულ ხეებს, რომელზეც მილიონებს ხარჯავ?! გგონია ისინი ვერ გრძნობენ ვინ ხარ? ეს შენს ყურმოჭრილი მონებს უჭირთ ამის გარკვევა, თორე მერწმუნე ზებრასაც კი შერცხვება ამ საქციელის!
სამი ბავშვი ობლდება. ორი მშობელი ნადგურდება და ახალგაზრდა კაცი ქვრივდება. ათასობით ადამიანი დაკარგავს ნინოს!
ბიძინა არ დაიძინო! გადავარჩინოთ ნინო და საჯაროდ მოგიხდი ყველა ჩემს სიტყვაზე ბოდიშს...
იმ ბავშვს ვჭირდებით!!!
ბიძინა ქველმოქმედო! ბიძინა მეცენატე!

იმ ბავშვს ვჭირდებით!!!" : წერს სულა სულაშვილი სოციალუირ ქსელში