x
image
მთვრალი12
"ძაღლი ჩემია ბიჭო..ჩასვი ახლავე, თორემ გაგიხვრიტავ შუბლსო" - პატრიარქის ძაღლის ისტორია

image

, ნაციონალური მოძრაობის წევრი კობა სუბელიანი საქართველოს პატრიარქის მეცხვარე ძაღლის ისტორიას იხსენებს :

"ასე ალბათ 15 წლის ვიქნებოდი, პატრიარქის ბომბორა მეცხვარე ძაღლს, ლომას მოვასეირნებდი ბარათაშვილის ხიდზე. უცებ მერსედესი გაჩერდა და მანქანიდა ოთხი ტიპი გადმოვიდა. ერთი ახალგაზრდა, ასე 22 - 24 წლამდე, დანარჩენები კი სამი ბიძა კაცი, მათ შორის ერთი უცხოელი. უცებ იმ ახალგაზრდამ საბარგულს თავი ახადა, მომიახლოვდა და დაგაზული ტონალობით მეუბნება - ჩასვი ბიჭო ძაღლი საბარგულშიო!
რატომ უნდა ჩავსვა მეთქი?!
რატომ და ჩემიაო. ლეკვობის დროს მუშებმა მომპარეს დაჩიდან, შარშან გაზაფხულზეო.
რ...ა შარშან, რის შარშან? რა ლეკვი, რის ლეკვი, 8 წლის ძაღლია, საპატრიარქოშია გაზრდილი, საიდან მოიგონე მოპარვა, აშკარად გეშლება, სხვას ამსგავსებ მეთქი ( ყველანი ერთმანეთს კი გვანან ეს დალოცვილი ბუთქუჩები ) ძაღლის ასაკში რომ დამერწმუნებინა ლაშები ავუწიე ლომას და სანახევროდ გადაცვეთილი ეშვები დავანახე რაც ხანდაზმულობის ერთერთი ნიშანია თან გულის კუნჭულში თანაგრძნობაც გამიჩნდასავით, მეგონა შვებით ამოისუნთქებდა და დამშვიდდებოდა ამ ყველაფრის მერე მაგრამ პირიქით, როგორც აღმოჩნდა იტყუებოდა, ტყუილში გამოჭერილი და მხილებული კი უფრო გამწარდა - ძაღლი ჩემია ბიჭო, ჩასვი ახლავე საბარგულში თორემ გაგიხვრიტავ შუბლსო, ქამრიდან იარაღი გააძრო, გადატენა და მომიშვირა. ნუ მივხვდი რომ უბრალოდ ძაღლის შეწერვა უნდოდა, ცოცხალი თავით დამთმობი არ ვიყავი მარა ლომა რომ მიმექსია ესროდა და მოკლავდა. რა უნდა მექნა? მოვუტრიალდი იმ ბიძა კაცებს, ეგება ამათ მაინც შევასმინო რამე მეთქი და ვეუბნები - თუ თქვენია ბიძაჩემო წამოდით საპატრიარქოში ჩავიდეთ, იქ გაარკვიეთ და მერე წაიყვანეთ, მე ცოცხალი თავით ვერ გაგატანთ, რა ვუთხრა პატრიარქს რომ ძაღლი წამართვეს მეთქი? მაგბსირცხვილს მართლა სიკვდილი მერჩია. ეს შეთავაზება ჭკუაში დაუჯდათ რატომღაც ამ ბიძებს, აჟიტირდნენ, წავიდეთ პატრიარქი ვანახოთ სტუმარსო და წამომყვნენ. პატრიარქი ეზოში სეირნობდა გარეჯიდან ჩამოსულ მამა გრიგოლ კობახიძესთან, მამა დავით ჭინჭარულთან და მამა ბესარიონ ( ფიცხელა) ჩუხრუკიძესთან ერთად. ლომა შევუშვი ვოლიერში და ავბრუნდი უკან ეზოში საიდანაც ეს მომხდური ხალხი ტკბილი, თუმცა მკაცრი და პრინციპული სიტყვით გაისტუმრეს სახლებში მაგრამ დღემდე მახსოვს იმ დაგაზული და საცოდავი ბიჭის კბილების ღრჭიალი თავის საწადელს რომ ვერ მიაღწია.
ასეთი დრო იდგა საქართველოში, გახსოვთ ყველას.
1994 ან 1993 წლის ზაფხული იყო მგონი.
ნეტა სადაა ახლა ის ხალხი? თუ არიან ცოცხლები?" - წერს კობა სუბელიანი სოციალურ ქსელში image

1
229
1-ს მოსწონს
ავტორი:მთვრალი12
მთვრალი12
229
  
2017, 21 იანვარი, 17:25
აუფ, თავისი თანამოძმეების ,,გუშინდელი,, ამბები არ ახსოვს და რამ გაახსენა წინა საუკუნის ამბები)))))
0 1 1