საბუნებისმეტყველო 10 წარმოუდგენელი ფაქტი ანტარქტიდის შესახებ, რომლებიც შეიძლება არ იცოდეთ 2023, 16 ოქტომბერი, 16:06 რა არის ანტარქტიდა? ყინულით დაფარული უზარმაზარი კონტინენტი? მაგრამ, ყველაფერი ასე მარტივადაც არ არის. აქ სწორედ, 10 საინტერესო ფაქტს წარმოგიდგენთ, დედამიწაზე ყველაზე ცივი ადგილის შესახებ, რომლის შესახებ ცოტამ თუ იცის. ანტარქტიდას აქვს საკუთარი დომენის სახელი და სატელეფონო კოდი მიუხედავად იმისა, რომ ანტარქტიდაზე მუდმივი მოსახლეობა არ არის, ამ კონტინენტს საკუთარი დომენის სახელი (.aq, ) და უნიკალური სატელეფონო კოდი – 672 აქვს. გარდა ამისა, აქვს საკუთარი, თუმცა, არაოფიციალური ვალუტაც — ანტარქტიკული დოლარი. ანტარქტიდაზე არის მთათა სისტემა ქედის სიგრძე 1300 კმ–ია, სიგანე 200–დან – 500 კმ–მდე. ხოლო, უმაღლესი მწვერვალის სიმაღლე — 3390 მ. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ის ყინულით არის დაფარული, რომლის საშუალო სისქე 600 მ–ია. თუმცა, ისეთი მონაკვეთების არის, სადაც ყინულის სისქე 4 კმ–ს აღწევს. ანტარქტიდის ყინულის საფარის ქვეშ მდებარე ტბებში, შესაძლოა, სიცოცხლე არსებობდეს, რომელიც მილიონობით წლის მანძილზე, დედამიწის დანარჩენი ნაწილისგან, სრულიად დამოუკიდებლად ვითარდებოდა მთლიანობაში, ანტარქტიდაზე 140-ზე მეტი სუბყინულოვანი ტბა აღმოაჩინეს. მაგრამ, ყველაზე ცნობილი ვოსტოკია (აღმოსავლეთი). ტბის სიახლოვეს, ადრე სსრ კავშირის ანტარქტიკული სადგური — «ვოსტოკი» იყო და სახელიც აქედან მოდის. მიუხედავად იმისა, რომ ტბას ზემოდან 4 კმ–ს სისქის ყინული ადევს, თერმული წყლების წყალობით, ის არასდროს იყინება და წყლის საშუალო ტემპერატურა მასში, ყოველთვის, 10°C–ის ფარგლებში მერყეობს. ანტარქტიდაზე დროის ზონები არ არსებობს ეს ერთადერთი კონტინენტია პლანეტაზე, რომელიც სასაათო სარტყლებით და დროის ზონებად არ არის დაყოფილი. ანტარქტიდაზე არც რაღაც საკუთარი დრო მოქმედებს. იქ მცხოვრები ყველა მეცნიერი და ექსპედიციის წევრი, საკუთარი ქვეყნის დროზე მუშაობს და ცხოვრობს. ანტარქტიდაზე პლანეტის მტკნარი წყლის მარაგის 70%–ია. მაგრამ, ამავდროულად, ის ყველაზე მშრალი ადგილია დედამიწაზე ეს პარადოქსულია, მაგრამ სწორედ ასეა. თუმცა, გასაკვირი არ უნდა იყოს, რადგან წყალი იქ მხოლოდ ყინულის სახით არის. რაც შეეხება ნალექს, წელიწადში მხოლოდ 18 მმ. მოდის. შედარებისთვის, საჰარის უდაბნოში, წლის მანძილზე, ნალექების რაოდენობა, დაახლოებით, 75 მმ–ია. ანტარქტიდის ზღვა ყველაზე სუფთაა მსოფლიოში უედელის ზღვის წყალი ყველაზე გამჭვირვალეა და სუფთაა მსოფლიოში. თუმცა, არც ამ შემთხვევაშია გასაკვირი რამე, რადგან ირგვლივ დაბინძურების წყაროები არ არსებობს. ზღვაში წყალი იმდენად სუფთაა, რომ მასში ობიექტების დანახვა, 79 მ–ის სიღრმეზეა შესაძლებელი. ქალაქის ხელა აისბერგი და ეს კიდევ რბილად არის ნათქვამი... უბრალოდ წარმოიდგინეთ: ყველაზე დიდი აისბერგის სიგრძე, რომელიც კონტინენტს მოსწყდა, 295 კმ. იყო. ხოლო, სიგანე — 37 კმ. გავრცელებული აზრის მიუხედავად, ანტარქტიდა მთლიანად არ არის დაფარული ყინულით ბევრისთვის ანტარქტიდა, უკიდეგანო, ყინულოვან უდაბნოს წარმოადგენს, სადაც თოვლისა და ყინულის გარდა, არაფერია... და უმეტესწილად, ეს ასეც არის! მაგრამ, კონტინენტზე საკმაოდ ბევრი ხეობაა, თოვლის გარეშე და ქვიშის დიუნებიც კი არის. თუმცა, არ უნდა ვიფიქროთ, რომ თოვლი იქ იმიტომ არ არის, რომ შედარებით თბილა. უფრო პირიქით, კლიმატი ამ რეგიონებში ბევრად უფრო მკაცრია. მაგ., მაკ-მერდოს მშრალ ხეობაში, საშინელი ქარები იცის, რომლის სიჩქარე, შეიძლება, 320 კმ/სთ–იც იყოს. სწორედ ასეთი ქარი იწვევს ტენის აორთქლებას და ამიტომ, იქ არც თოვლია და არც ყინული. ანტარქტიდაზე რამდენიმე აქტიური ვულკანია ზოგადად, ანტარქტიდა, სეისმური აქტივობის თვალსაზრისით, ძალიან მშვიდი ადგილია. თუმცა, იქ ვულკანებიც არის და არა მხოლოდ ჩამქრალი... უკიდურეს შემთხვევაში, 2 მათგანი, უკანასკნელი 200 წლის მანძილზე ნამდვილად ამოიფრქვა. ხოლო, ყველაზე ცნობილი ვულკანი კონტინენტზე ერებუსია. ანტარქტიდაზე არის ყველაზე დიდი ასტეროიდის კრატერი ეს კრატერი უილქსის მიწაზე მდებარეობს და მისი დიამეტრი 482 კმ–ია. მეცნიერთა აზრით, ის, დაახლოებით, 250 მილიონი წლის წინ გაჩნდა, მინიმუმ, 48 კმ–ს სიგრძის ასტეროიდის დაცემის შედეგად. მისი აფეთქების დროს, წარმოქმნილმა მტვერმა მრავალსაუკუნოვანი აცივება გამოიწვია და ერთ–ერთი ჰიპოთეზის მიხედვით, კლიმატის ამგვარმა ცვლილებამ, ფლორისა და ფაუნის ნაწილის დაღუპვა გამოიწვია. არხის სხვა სიახლეები:* ფოტოზე დაფიქსირებული სასაცილო მომენტები (25 ფოტო)* ეგვიპტის ახალი დედაქალაქი* როცა სიშიშვლე ხელოვნების ნაწილია... ბოდი-არტის 26-ე საერთაშორისო ფესტივალი (25 ფოტო)* რა შეუძლია რწმენას? – ამერიკელი გენეტიკოსი ბრუს ლიპტონი427 1-ს მოსწონს
|