მხატვრობა მცირედი ცნობები ფორმის შესახებ 2017, 20 იანვარი, 1:49 ფორმა ნებისმიერი საგნის მთავარი, დამახასიათებელი თვისებაა. საგანი ჩვენს წარმოდგენაში მისი ფორმისაგან განუყოფლად არსებობს. როდესაც ჩვენ რაიმე საგნის გამოსახულების შექმნა გვინდა ქაღალდზე, უპირველლეს ყოვლისა მის ფორმაზე ვამახვილებთ ყურადღებას. რაც შეეხება ფონს, იგი მხატვრული ნაწარმოების მთლიანობის განუყოფელი ნაწილია. იგი სურათზე გამოსახული საგნების მსგავსად მონაწილეობს ჰარმონიული მთლიანობის შექმნაში. თუ დავაკვირდებით, მაგალითად ნეკერჩხლის ფოთოლს კანადის დროშაზე, ჩვენ ფოთლის გარშემომწერ ხაზს, ანუ კონტურს დავინახავთ, თუმცა სინამდვილეშიარანაირი ხაზი არ არსებობს. წარმოსახვითი კონტურის ხაზი იქ გაივლის, სადაც საზღვარია წითელსა და თეთრ არეებს შორის. ესე იგი, ჩვენი თვალი კონტურს იქ აღიქვამს, სადაც საზღვარია ფორმასა და ფონს შორის. კონტური და სხვა სახის ხაზები, სახვითი ხელოვნების ერთ-ერთი ძირითადი გამომსახველობითი საშუალებაა. 106 1-ს მოსწონს
|