კულტურა ქალი რომელმაც ფეისბუქის 325 მეგობრის მოსანახულებლად მსოფლიო შემოიარა 2012, 9 ივნისი, 13:43 არლინ პრესლერი ეს არის ამერიკელი ქალბატონი რომელსაც გაუჩნდა სურვილი შეხვედროდა მის ფეისბუქ მეგობრებს. ქალბატონის არის 51 წლის ის ცხოვრობს ილინოისის შტატში ვინეტკას რეგიონში. ქალბატონის ცხოვრება არცთუისე თავისუფალი იყო, მისი ცხოვრების უმეტესი დრო სახლში აქვს განატარები, ის ძირითადად სულ მარტო იყო მას დღესაც კი არ ჰყავს მეგობარი ბიჭი, ის ფიქრობს რომ ასეთი ცხოვრება უფრო საინტერესოა. არლინი მწერალია ამიტომაც ის ან სახლში იყო ან კიდევ სადმე ბუნების წიაღში, მისი ლექსები თუ ჩანახატები, საკმაოდ გავრცელდა მის შტატში და მალე ფართო საზოგადოებაში წარმატებით გამოჩნდა, მისი ნაწარმოებები გაიყიდა, მისივე ჩანახატებიც საკმაოდ ძვირად შეფასდა და გაიყიდა. მას ყოველივე ამის შემდეგ გაუჩნდა ფსიქიკური პრობლემები, ხედავდა მოჩვენებებს ძალიან უჭირდა უკვე მარტოობა და ფსიქოლოგთან მივიდა, ფსიქოლოგმა კი ურჩია ჩვეულებრივი მოვლენის წინაღმდეგ არაჩვეულებრივი ხერხებით მიდგომა შეუძლებელია, ამიტომაც გაიჩინე მეგობრები და ურჩია რომ ეცხოვრეა აქტიური ცხოვრებით, მას შემდეგ 2 წელი გავიდა და მან გაიჩინა 325 მეგობარი ფეისბუქზე, ამასობაში კი საკმარისად დიდი კაპიტალი დააგროვა, გადაწყვიტა სუყველა მოენახულებინა და მოგზაურობა დაიწყო, ქალბატონი იმყოფებოდა ტაივანში, იტალიაში, კორეაში, დუბაიში, ინგლისში, გერმანიაში, რუსეთში, უკრაინაში, მოლდოვაში, თურქეთში, და ჩეჩნეთშიც კი, სამწუხაროდ საქართველოს შესახებ არაფერი ეწერა, როგორც ჩანს ქალბატონმა ვერავინ გაიცნო ქართველი, თორემ უთუოდ ეზიარებოდა ქართულ სტუმართმოყვარეობასაც. მან განახორციელა მსოფლიოს 13 ქვეყანაში გაფრენა, სულ გადაფრენების რაოდენობამ კი 39 შეადგინა. 325 მეგობრიდან მან მოახერხა რომ ენახა 292 მეგობარი. მისი განცხადებით საინტერესო ყოფილა ცხოვრება როდესაც ამდენი მეგობარი გყავს. არლინი: მე ძალიან ბევრი კარგი მეგობარი შევიძინე მათშორის მათივე ნცანობები, ძალიან თბილად შემხვდნენ იტალიაში განსაკუთრებით გამოვყოფ ამ ადგილს რადგან იქ საუკეთესო დრო გავატარე, ვფიქრობ ძალიან ბევრი მექნება დასაწერი იმის შესახებ რაც გადამხდა ვფიქრობ რომ რაიმე სქელყდიან წიგნსაც კი დავწერ ჩემი მოგზაურობის შესახებ, ვფიქრობ ძალიან საინტერესოა და მკითხველსაც მოეწონება.სიცოცხლე ძალიან ლამაზი ყოფილა მე კი ნახევარი საუკუნე უქმად დამიკარგავს. 816 10-ს მოსწონს
|