x
მეტი
  • 24.11.2024
  • სტატია:138440
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512070
რატომ ვზეიმობთ ნათლისღებას და რატომ კურნავს ნაკურთხი წყალი - რა დაადასტურა სამეცნიერო კვლევებმა

19 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღეს, სახარების თანახმად, იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში მონათლა იესო ქრისტე, რომელმაც, თავის მხრივ, წყალი ხრწნილებისაგან განწმიდა, რათა მის მიერ ცოდვათა მოტევება მოენიჭებინა ჩვენთვის.

მაცხოვრის ნათლისღებისას გამოჩნდა სულიწმინდა მტრედის სახით, მაცხოვარეზე დაშვებული და მამა ღმერთის ხმამ დაადასტურა: “ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელი მე სათნო ვიყავ“. ამ სასწაულის გამო ნათლისღებას ეწოდა მეორე სახელი – განცხადება. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ღმერთი სრული სახით გამოჩნდა - წმინდა სამება მანამდე კაცობრიობამ არ იცოდა რა იყო. ამ დღეს კი ნახა – მამა ზეციდან, ძე – წყალში მდგომარე და სული წმინდა მტრედის სახით გადმოსული.


image

ქრისტეს ნათლისღების აღსანიშნავად, ნათლისღების დღესასწაულზე წყლის კურთხევის მსახურება (დიდი აიაზმა) სრულდება და ნაკურთხ წყალს უფლის მიერ კურთხეული იორდანის მადლი ეძლევა და, ჩვეულებრივი წყლისგან განსხვავებით, არ იხრწნება. ის შეგიძლიათ მთელი წლის განმავლობაში შეინახოთ სამლოცველო კუთხეში და განსაცდელისა და ავადმყოფობის დროს მიიღოთ.

ძირითადად, მისი მიღება ხდება უზმოზე, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ავად არის, შეიძლება ჭამის შემდეგაც. არ შეიძლება ნაკურთხი წყლის წყურვილის მოსაკლავად მიღება, ასევე არ შეიძლება ქალებში დედათა წესის დროს დღეებში.

და მაინც, რა არის ნაკურთხი წყალი და რატომ აქვს მას ჩვეულებრივისგან განსხვავებული თვისებები?


ამ საკითხზე არაერთი სამეცნიერო კვლევა ჩატარდა, რომლებმაც დაადასტურა, რომ ნაკურთხი წყალი მართლაც, დიდხანს არ “ფუჭდება” და მას შეუძლია მრავალი დაავადების განკურნება. თუმცა არსებობს წყლის კურთხევის განსაკუთრებული მეთოდი (ე.წ. трёхзвонная вода), რომლითაც ყველაზე რთული დაავადებები იკურნება. ამ მეთოდით წყალს აკურთხებენ სამ მართმადიდებლურ ეკლესიაში, რომელთა ზარის ხმაც არ უნდა სწვდებოდეს ერთმანეთს. მღვდლებს ან ბერებს წყალი მდუმარედ მოაქვთ და შემდეგ ერთმანეთს ურევენ. როგორც ამბობენ, ასეთ წყალს საოცარი აღმდგენი თვისებები გააჩნია!

საინტერესო ექსპერიმენტი ჩატარდა ჩვეულებრივ წყალთან ნაკურთხის შერევის შესახებ: ნაკურთხი წყალი გაურიეს ჩვეულებრივ წყალში, თანაფარდობით (დაახლ. 10 გ./60 ლ.). მიუხედავათ იმისა, რომ ნაკურთხი მთელი რაოდენობის მხოლოდ მეექვსედი იყო, ანალიზმა ცხადყო, რომ უბრალო წყალი მთლიანად გადაიქცა ნაკურთხ წყლად, როგორც სტრუქტურულად, ისე ბიოლოგიური თვისებებით.

ძალიან საინტერესო დასკვნამდე მივიდნენ იაპონელი მეცნიერები პროფ. მასაუ ემოტოს ხელმძღვანელობით, რომლებმაც გაყინული წყლის კრისტალები გამოიკვლიეს. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ წყლის მოლეკულურ სტრუქტურას ცვლის ადამიანის ენერგია, ფიქრები და, განსაკუთრებით ხმები. საგალობლების, კლასიკური და ხალხური მუსიკის ბგერები წყლის კრისტალს საოცრად ლამაზ გეომეტრიულ ფორმებს აძლევს. ხოლო მძიმე მეტალის, როკის და სხვა თანამედროვე მუსიკის ზემოქმედებისას კრისტალი ძლიერ მახინჯდება.

image


როგორც ჩანს, იგივე ზემოქმედებას განიცდის ადამიანის ორგანიზმიც, რომლის 70% სწორედ წყლისგან შედგება!




ასევე საინტერესოა:

1. რისგან შედგება სინამდვილეში საკმეველი და რატომ კურნავს დაავადებებს - კვლევამ საიდუმლოს

image

2. რატომ აცხობენ ბარბარობის დღესასწაულზე ლობიანებს - ეს ბევრმა არ იცის!

image

3. ვინ იყო წმინდა გიორგი და რატომ ვზეიმობთ გიორგობას საქართველოში

image

4. რა განსხვავებაა სამოთხესა და ჯოჯოხეთს შორის

image

5. როგორ ერთობა რუსეთის პატრიარქი - ფარული ფოტოები

image

3
5234
10-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
5234
  
2017, 20 აგვისტო, 14:53
ეუფ , ეს რა უპატიებელი შეცდომა მოსვლია ესეთ საინტერესო სტატიაში :-))
ჯერ ერთი შე კაი ადამიანო შენა , შენ მოამზადე მსგავსი საინტერესო სტატიები და თუ შეცდომა არ გაგეპარება მერე ვნახოთ და მეორეც ნახე შეცდომა თქვი რა რო შეცდომაა და უნდა იყოს ,
2017, 15 აპრილი, 0:42
10 გრამი 60 ლიტრი წყლის ერთი მეექვსედი კი არა ერთი მეექვსიათასედია! მათემატიკას არ სწავლობდით სკოლაში?
2017, 18 იანვარი, 18:52
გ-გ
0 1 3