სხვა რა შეიძლება იყოს ის მცირედი რისი გაკეთებაც ქვეყნისთვის შეგიძლია... 2017, 17 იანვარი, 12:41 ყოველდღე, როცა სამსახურიდან მოვდივარ ჩემი უბნის ნოკორას მაღაზიაში შევდივარ, ამისთვის ყოველთვის რამდენიმე მიზეზი მაქვს...
სტუდენტობისას მე თავად ვმუშაობდი აქ და ძველი სიყვარული შემომრჩა (2 წელზე მეტი), მეორე მიზეზი ისაა, რომ სახლთან ახლოსაა და ყოველდღე მირეკავენ - "რამე წამოიყოლეო", მესამე კი ის მიზეზია, რომ პროექტის "იყიდე ქართული - გააძლიერე ქვეყანას " შესახებ უკვე დიდი ხანია გავიგე ინფორმაცია.
არ ვიცი დაახლოებით რამდენს სმენია ამ პროექტის შესახებ, საზოგადოების უმრავლესობას, უმცირესობას ან გამოკითხულთა რამდენი პროცენტი მეტყვის - "კი ნამდვილად კრეატიული გამოგონებაა"...მაგრამ რადგან მომეწონა და იდეასაც ვიზიარებ ამის შესახებ მეგობრებსაც გავაგებინე... ![]() ![]() უკვე აღარასდროს ვიყიდი არაქართულ კარაქს, იმიტომ რომ ქართული სამი წლის წინ შემიყვარდა და როცა "დამაბარებენ" ყოველთვის ვყიდულობ... ![]() თითქოს არაფერი, მაგრამ მგონია მცირე წვლილი შემაქვს და ვხვდები რა დიდი მნიშვნელობა აქვს ქართულის მხარდაჭერას. მინდა ბევრმა ჩემმა თანატოლმა იცოდეს და ჩემი მეგობრების მსგავსად გაიზიაროს ... და არამარტო ჩემმა თანატოლმა. საბოლოოდ კი, რა მნიშვნელობა აქვს რითი დავიწყე და ჩიფსთან ან კარაქთან როგორ მივედი, მთავარია ვიყიდოთ ქართული გავაძლიეროთ ქვეყანა, ამით ხომ გაძლიერდება მეწარმე, ეს გაძლიერება დაეტყობა ქართულ ეკონომიკას და გაძლიერდები - შენც. 55 2-ს მოსწონს
|