x
image
მადამ ფისუნია
ფიროსმანის ექსპოზიციისთვის

image


ნიკო ფიროსმანაშვილის მუდმივი ექსპოზიცია ეროვნული გალერეის მეორე სართულზეა წარმოდგენილი, ხოლო ნამუშევრები შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კუთვნილებაა. ფოროსმანს გალერეის ორი დარბაზი უკავია. ექსპოზიცია აგბეულია, როგორც ფერადოვანი გადაწყვეტით ასევე, გათვალისწინებულია ნამუშევრების ვერტიკალურ- ჰორიზონტალური რიგი. ექსპოზიცია იწყება მრავალფიგურიანი სურათით „ოჯახური კამპანია. (ბეგოს დუქანი)“ . შემდეგ გრძელდება მუქ ტონალობაში გადაწყვეტილი „ტახით“ და კედელი სრულდება ასევე მრავალფიგურიანი სარათით “წმინდა გიორგის დღეობა ბოლნისში“. კოლორიტის თვალსაზრისით, კედლის განაპირა სურათებში ჭარბობს მწვანე პეიზაჟზე დადებული ყვითელი ფერი, რომლებსაც „ტახის“ შავი და თეთრი ტონები აბალანსებს.
მეორე კედელი ვერტიკალური რიგით იწყება. „ორთაჭალის ტურფა მარაოთი“ და „ქალი ყვავილებითა და ქოლგით“ ლურჯის გადაწყვეტით „იჭერენ“ კომპოზიციას. მათ შორის მოთავსებულია მეეზოვის პორტრეტტი შავ-ტეთრ ტონალობაში და „ძიძა“, სადაც ლურჯთან ერთად თეთრი ფერიც გვხვდება. ორივე სურათში შავი და ლურჯის მუქი ტონებია შერჩეული, ამიტომ მათ შორის მოქცეულია ჰორიზონტალური ფორმის ნამუშევარი „კახეთის მატარებელი“, რომელშიც ღამის პეიზაჟის ფონზე, მთვარის ყვითელი ნათება შერწყმულია მატარებლის შავ ფერთან.
შემდეგ კედელს იწყებს „გლეხის კარმიდამო“. მამლის სიწითლე და გლეხის ეზოს სიმწვანე ფაქტობრივად, დამოუკიდებელ კომპოზიციას ქმნის, რომელსაც კოლორიტულად ცოტა თუ აქვს საერთო დანარჩენ ოთხ სურათთან. ასევეა „ბატკნის“ სურათიც, რომელიც ასრულებს კედელს. უნდა აღინიშნოს, რომ „ბატკნის“ „ „რბილი“ წითელი და ყვითელის ტონირება განსხვდება „ გლეხის კარმიდამოსგან“.ორივე სურათი ცალ-ცალკე კედლებზეა მოთავსებული. შუა კედლის კომპოზიცია კი, დაახლოებით თანაბარი ტონალობის სურათებს უჭშირავს. ესაა „შეშის გამყიდველი ბიჭი“, რომლის ლურჯსაც ეხმიანება „ქეიფი მეარღნე დათიკო ზემელთან“ და ამავე სურათის თეთრი სუფრა წონასწორობაში მოდის ნამუშევართან „ გლეხის ქალი ბავშვებით წყალზე მიმავალი“.
მეორე საგამოფენო დარბაზი ორადაა გაყოფილი. ნაწილი უჭირავს გუდიაშვილი -კაკაბაძის ნამუშევრებს, მცირე ნაწილი იაკობ ნიკოლაძეს და ბოლოს ფორსმანს. ამ დარბაზში გაცილებით დიდი ზომის ნამუშევრებია წარმოდგენილი. ექპოზიცია ისევ კოლორიტის მიხედვითაა აწყობილი. ექსპოზიციას იწყებს, მცირე ზომის „ნატურმორტი“, რომელსაც აგრძელებს ასევე მუქ ტონალობაში გადაწყვეტილი დიდი ზომის“ნატურმორტი“. შემდეგ მოდის, თითქმის, ერთნაირი შავ-თეთრ-რუხ კოლორიტში გადაწყტილი „არწივი იჭერს კურდღელს“ მათ ფერს ანეიტრალებს ქეიფის სცენა, სადაც ტრადიციუალდ ყვითელი და მწვანე ჭარბობს. შემდეგ კი იწყება ლურჯისა და წითელი ფერის „მონაცვლეობა“. „მარგარიტას“ ძოწიფერი პერანგში ჩაცმული „მეეზოვე“ ცვლის, შემდეგ „ვირის ხიდის“ მწვანე - ყვითელი კოლორიტი. მათ მოპირდაპირე კედელზე კი, ასევე „მოანცვლეობენ“ წითელი და ლურჯი და მუქ მწვანეში გადაწყვეტილი „ფუნიკულიორი“. „ფუნიკულიორის გვერდზე „ტურფაა“ ლურჯსა და წითელში გადაწყევტილი. თავისი „სილურჯით“ „ტურფაც“ და „მარგალიტაც“ მიემართება ცენტრალური კედლისკენ, სიღმეში, სადაც ასევე ლურჯი ტონების „ჟირაფი“და „ არსენალის მთაა“.
რაც შეეხება, „ბორანს დიდუბეში“ და „მექლემე თათარს“ ორივე ნამუშევარში შუქით გაჯერებული ყვითელი ჭარბობს. შედეგ არის სივრცული პაუზა და დამოუკიდებელი ფერადოვანი გამა „ბიჭი ვირზე“. ცენტრალური ჰორიზონტალური „დიდი მარანი ტყეში“, რომლის ლურჯ ცის ფონს აგრძელებს „ცივი პივა“ და ბოლოს გამოფენას ასრულებს ძალიან რბილ ვარდისფერში და მუქი ტონალობის ყვითელში გადაწყვწტილი „ლომი“.
მუდმივ ექსპოზიციაზე წარმოდგენილ სურათების სტილისტური ანალიზით ნამუშევრების მიახლოებითი პერიოდის განსაზღვრა შეიძლება. მაგალითად, პირველ დარბაზში წარმოდგენილი ქალის პორტრეტები, სადაც მთლიანად სასურათე სიბრტყეს იკავებს ფიგურა ოსტატობით განსხვავდება „ლომისგან“. „ლომიც“ ასევე მთლიან სიბრტყეს იკავებს, თუმცა მისი ფიგურის დამუშავება, ბეწვის ფერთა გრადაცია ერთგვარ სიმსუბუქეს ანიჭებს ნამუშევარს. განსხვავებით ქალის მონუმენტური და „მძიმე“ ფიგურებისგან, სადაც ფერი დადებულია და არ ხდება გრადაცია და არც მოდელირება.
აღსანიშნავია, აგრეთვე „ნატურმორტის“ თავისებურებები. კლასიკური კომპოზიციური წონასწორობის პარალელურად ფიროსმანი ყაჯარული მხატვრობისთვის დამახასიათებელ მოტივს - „სივრცე - სიბრტყეს“ იყენებეს, რათა სურვილისამებრ გაანაწილოს - წარმოაჩინოს საგნები სახატავ დაზგაზე.
ნიკო ფიროსმანაშვილის შემოქმედებაში, რაც აუცილებლად თვალში ხვდება რეციეპიენტს, ესაა მხატვრის ფიგურების ინტერესი მაყურებლისადმი, რომელთაც კონკრეტული პოზები აქვთ მიღებული. ისინი სურათებიდან, თითქოს, უმზერენ დამთვალიერებელს. მხატვრული თვალსაზრისით, ესაა გარკვეუწილად ფოტოგრაფიის გავლენა. გარდა ამისა, ფიროსმანი მედუქნეებისთვის ხატავდა, ამიტომ მისი ნამუშევრები რეკლამის ისეთ ელემენტსაც შეიცავდა, რომლის წყალობით გამვლელი დუქანს ესტუმრებოდა. ამისთვის კი, პირდაპირი მოწოდება- აბრაზე გამოსახული პირების მიმართვა, ტიფლისში მცხოვრებლებისა და ქალაქის სტუმრებისათვის საუკეთესო გზა იყო.


0
40
2-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
40
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0