რომანოზ გველესიანი -
(1859 – 1884) დაიბადა
შალაურაში(თელავის რაიონი). 1875
წელს დაამთავრა სოფელ ციხე-საცხენოს სამხედრო სკოლა და მუშაობა დაიწყო თბილისში,
მეფისნაცვლის კანცელარიასთან არსებულ ტექნიკურ კანტორაში. აქ მომუშავე
არქიტექტორები, განსაკუთრებით კი მხატვრის უფროსი ძმა ალექსანდრე, რომელიც თბილისის
კადეტთა კორპუსში სწავლობდა და თვითონაც მხატვრობით იყო გატაცებული აძლიერებდა
რომანოზში ხატვისადმი ინტერესს. 1879 წელს რომანოზი შედის თბილისის ხატვის
სკოლაში, რომელსაც წარმატებით ამთავრებს 1881 წელს. ამავე წელს იგი აბარებს
საშუალო სასწავლებლის კურსს და აგრეთვე მისაღებ გამოცდებს პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში.სამხატვრო
აკადემიაში რომანოზი გატაცებით მეცადინეობს, რაც აღნიშნულია საბჭოს ოქმებში. 1882
წლიდან სისტემატიურად თანამშრომლობს ჟურნალ „ნოვ“-თან. (აფორმებს სხვადახვა წერილს, განცხადებებს
და ბეჭდავს თავის ნაწარმოებებსაც, ასურათებს საბავშვო მოთხრობებს. საზაფხულო არდადეგებს მხატვარი საქართველოში
ატარებდა, სადაც ქმნიდა კახეთისა და
თბილისის ხედებს, ჩანახატებს, ესკიზებს,
ეტიუდებს.
1884
წელს რომანოზ გველესიანი ამთავრებს პეტერბურგის სამხატვრო აკადემიის ე.წ.
მეცნიერულ კურსს და სამშობლოში ბრუნდება. მას განზრახული ჰქონდა ჯანმრთელობის
გაუმჯობესების შემდეგ(დასნეულებული იყო ტუბერკულიოზით), იტალიაში გამგზავრებულიყო, მაგრამ 1884 წლის 30 ნოემბერს
გარდაიცვლა.რომანოზ გველესიანი
ძირითადად პორტრეტულ, პეიზაჟურ და ყოფით ჟანრებში მუშაობდა. მისი სტილი მსუბუქი და
ფერწერულია. შემორჩენილია გველესიანის აკადემიში სწავლის დროინდელი ალბომები.
მასვე ეკუთვნის „ევროპული პეიზაჟების“ სახელით ცნობილი მონოტიპები, რომელიც არ
ჰგავს არც ქართულ და არც რუსულ პეიზაჟებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია რომანოზის
გრაფიკული სერიები, ტუშითა და ფანქროთ შესრულებული ჩანახატები, ესკიზები, ჟანრული
პორტრეტები. მხატვრის სწრაფი ჩანახატები, მიუხედავად იმისა, რომ იგრძნობა
დაფიქრება კადრის არჩევის დროს, მეტად მახვილი და ცოცხალია. იმპერიონისტულიც კი.
პორტრეტებში იგრძნობა ნატურის ხასიათი და
განწყობა.
ხაზი - ზოგან დაშტრიხული, რბილი ხაზი. მისთვის უცხო არ არის რეალიზმი, პლენერზე
მუშაობა, იპრესიონისტული მხატვრობა.
რომანოზ
გველესიანი პირველი ქართველი მხატვარია, რომელმაც დაამთავრა პეტერბურგის სამხატვრო
აკადემიის მეცნიერული კურსი. მხატვრული კურსის დამთავრებისათვის კი ასეთ
შემთხვევაშიც საგანგებო სურათის წარდგენა იყო საჭირო. როგორც ჩანს, ამ სურათის
დაწერა იტალიიდან დაბრუნების შემდეგ ჰქონდა განზრახული მხატვარს.
ჩანახატები : „ალავერდის ხიდი“, „მოედანი“, „წყარო“, „სოფელი ლაშაურა“ და
ა.შ.(აღნიშნული სურათები შედის იმ ალბომში, რომელშიც მოთავსებულია ყველა სხვა
ნაწარმოები შექმნილია 1883 წლის ზაფხულში და ასახავს კახეთისა და თბილისის
პეიზაჟებს. სემ -ში დაცულია მხატვრის ორი ალბომი, რომელიც მოიცავს ჩანახატებსა და
აკვარელს- 1879-80წწ-ში.
რომანოზ გველესიანის პირველი მნიშვნელოვანი ნაწარმოებია მხატვარ ალექსანდრე
ბერიძის პორტრეტი (1882წ.)
1883 წ.-ს შესრულებული ნამუშევრებია: „ქართველი მანდილოსანი“, “უცნობი თანაკურსელის
პორტრეტი“, “კახელი დოქით“, „ჩოხიანი მამაკაცის პორტრეტი“.
1884წ.-ს შესრულებული პორტრეტები :“ქართველი გლეხი“, “კონსტანტინე მაღალაშვილი“.