x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138977
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
პოლიციამ მიტოვებულ სახლში 7 მცირეწლოვანი ბავშვი იპოვა, სახლში კი შოკისმომგვრელი რამ აღმოაჩინა!
დეტროიტელი ქალბატონი ძალიან შეშფოთდა, როცა მეზობელ სახლში, რომელიც მიტოვებული იყო, ფანჯარაში მცირეწლოვანი ბავშვი დაინახა, რომელსაც ამინდთან მიმართებაში

ძალიან თხლად ეცვა.

ქალმა სახლში შესვლა ვერ გაბედა და პოლიცია გამოიძახა.

ადგილზე მისულ პოლიციელებს ნამდვილად არ ეგონათ, რომ სახლში შესულებს ასეთი საშინელება დამხვდებოდათ.


სახლში არ აღმოჩნდა, არც ელექტროენერგია, არც გაზი, არც წყალი და არც ფანჯრები ჰქონდა. ოთახებში კი საშინელი ანტისანიტარია იყო, ერთ კუთხეში, მათ მკვდარი ძაღლიც ნახეს, რომელსაც უკვე სუნი ასდიოდა.

image

ყველაზე შოკისმოგვრელი ის არის, რომ ამ პირობებში 7 მცირეწლოვანი ბავშვი ცხოვრობდა! დაახლოებით 1 წლიდან 9 წლამდე.

პოლიციის ლეიტენანტის ჯონათან პარნელის თქმით ეს იყო ყველაზე საშინელი შემთხვევა ბავშვების მიმართ უყურადღებობისა, რაც კი მის კარიერაში შეხვედრია.

შვიდივე ბავშვი დაუყოვნებლივ მოათავსეს ბავშვთა საავადმყოფოში, სადაც ყველა საჭირო მკურნალობა უტარდებათ.

ადგილობრივი ტელევიზიის ჟურნალისტების ცნობით, პოლიციამ სახლში ასევე იპოვა ქალი, რომელიც თავის ვინაობას არ ამხელდა, პოლიციას ქალი არ დაუკავებია, ბავშვების მამა კი განყოფილებაში გადაიყვანეს.



0
1497
1-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
1497
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0