x
image
ნინო ნინო
ქართული საზოგადოებრივი ინსტიტუტები
imageვრცელი შესავლების გარეშე შემიძლია თანმიმდევრობით ჩამოგითვალოთ საქართველოში არსებული უმძლავრესი საზოგადოებრივი ინსტიტუტები. რამდენად დაცულია ეს თანმიმდევრობა, რასაკვირველია, თქვენი განსასჯელია:

1.თამადის ინსტიტუტი

2. ქალიშვილობის ინსტიტუტი

3. უფროსი ძმა


4. დედამთილი

5. ამ უკანასკნელს რაც შეეხება, ის ბრჭყალებში შეიძლება მოიყვანო: “რას იტყვის ხალხი"


სამაგიეროდ უგულებელყოფილია და ხალხისთვის ნაკლებად არსებითი, ისეთი მნიშვნელობის ცნება, როგორიცაა ადამიანის უფლებები: ქსენოფობია, ტრეფიკინგი, ტერორიზმი და სხვა ტრანსნაციონალური დანაშაული, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, სახელმწიფოს მხრიდან ძალადობის ლეგიტიმურად შემოსაღება, დასმენა-მოსმენები და ა.შ. ჩვენს საზოგადოებაში გაცილებით მეტ შფოთსა და პროტესტის გრძნობას იწვევს თუ სუფრაზე თამადას არ უსმენენ, ვიღაცის რძალი ქალიშვილი არ იყო:(!) ან ახალგაზრდამ ტრანსპორტში მოხუცს არ დაუთმო ადგილი, უფროსი ძმისთვის “ თავზე გადახტომა", რაც მის დაუკიუთხავად დის გათხოვებას ნიშნავს პირველ რიგში. რძალდედამთილიანი: რა წააძახა ამ შემთხვევაში X-მა და რა უპასუხა Y-მა. ჩვენ ხომ ჩვენს შორის გრძნობების გაქრობაზე მეტად ის გვანაღვლებს თუ განქორწინებას გადავწყვეტთ “რას იტყვის ხალხი".

ხომ არ ჯობს რომ დავფიქრდეთ, ავწონ-დავწონოთ, რაღაცები რამდენიმე ასპექტიდან შევაფასოთ და რაღაცები გადავაფასოთ კიდეც? ყველაფერი დროში ცვალებადია, ჩვენ კი დიდ უძრაობაში ვართ. შესაცვლელია, მეგობრებო ბევრი რამ: არა მარტო ინსტიტუტები, არამედ პოლიტიკაც.

9
100
6-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ნინო
ნინო ნინო
100
  
2012, 31 ივლისი, 20:11
მე ეგ ვიცი, ჩემო კარგო, და დანარჩენებს როგორ გავაგებინოთ?:)))
2012, 30 ივლისი, 15:29
არსებობს ტრადიციები რომლებიც უნდა შევინარჩუნოთ რადგან ეს ჩვენი ნაწილია, არსებობს ტრადიციები რომლებიც უნდა ამოვძვირკოთ რადგან ის ერის განვითარების უშლის ხელს და არსებობს ტრადიციები, რომელთაც უბრალოდ გადახალისება ჭირდებათ
გინდა ინსტიტუტი უწოდე, გინდა ტრადიცია, გინდა მენტალიტეტი და რაც გინდა ის დაარქვი, ერის აზროვნება ბევრ საკითხში ჭედავს :)
2012, 17 ივნისი, 17:57
აჰა და რაც მთავარია ვერცერთ ვერ წვავს რომ პოლიტიკაა არაა დიადი (საზოგადო გაგებით) მიზნების სფერო. ესა აპირადი კეთილდგეობა, ისტორია სახელი და ის რომ მითად დარჩე... ასე რომ უბრალო ადამაინები რომელბიც ყევალს და ყველაფერს აფანატებენ და კერპად აქცევენ რაც წინ ჩაურბენს მათი დამსახურებაა, აქ არ ჩნდება კითხვა რატომ, იმიტომ რომ ყველას გაცუცნობიერებლად აშინებთ ასუხი და ამ შიშს მოაქვს შეცდომები შEცდომები და შეცდომები თავად იქმნიან ჩარჩოებს და მერე გამიდმებით წწუწუნებენ როგორ შეზღუდულები ვართო
2012, 17 ივნისი, 10:22
გეთანხმებით რაგაც საშინელება ხდება ხალხში რაღაც აბსტრაგირებული მენტალიტეტი, გააზრებაც რომ არ უნდათ, ხოლო პოლიტიკაში რუსოფობ(ილი)ა და ა.შ.
2012, 16 ივნისი, 1:42
ყველა ფუნქციონირებად ორგანოში
2012, 14 ივნისი, 14:17
აბსოლუტურად, პოსტსაბჭოთა საქართველოს თავში ქაოსი აქვს:)
2012, 14 ივნისი, 2:18
ეგააა, კარგი ცუდი, მნიშვნელოვანი უმნიშვნელო, ჩემი შენი ამ ცნებებს შორის ზღვარი დააქრეს,
2012, 13 ივნისი, 12:22
რასაკვირველია. მე მაოცებს ხოლმე, როცა ადამიანებისთვის აბორტი ჩვეულებრივი მოვლენაა და არა არაჰუმანური აქტი მაშინ, როცა შეიძლება მთელი სამეზობლოს ან სამეგობროს გასარჩევი თ შფოთის საგანი გახდეს, რომ ვიღაცას განათხოვარი მოუყვანია ანუ ა რ ა ქ ა ლ ი შ ვ ი ლ ი(!!!)
2012, 10 ივნისი, 20:49
მომეწონა, ხო ეს აბსტრაქტული პატიოსნების ცნება და რელიგია როგორც ტრადიცია, ანუ ბრმა რწმენა და ქართველი ფანატიკოსები სადგაც მანდაა ესეც
0 1 9