სხვა ის ორი წელი იმყოფებოდა ჯიჰადისტების ტყვეობაში.გაქცევის დროს კი ნაღმზე აფეთქდა 2017, 13 იანვარი, 12:30 ის იდგა მსაჯულის წინ, სახე დასისხლიანებული ჰქონდა, სხეული ჭრილობებით სავსე-ეს იყო მორიგი წამების შედეგი ისის ბოევიკებისგან.ლამია აჯი ბაშარი ისევ ცდილობდა გაქცევას და ახალგაზრდა იეზიდი ისევ დაიჭირეს.
შარიათის მოსამართლე გოგონას აკვირდებოდა.მას უთხრეს, რომ ეს გაქცევის პირველი მცდელობაა არაა.ამჯერად იგი სათავეში ჩაუდგა გოგონების ჯგუფს, რომელიც ტერორისტებს ტყვეობაში ჰყავდათ.მსაჯულმა განაჩენი გამოიტანა. მან მითხრა: ან თავი უნდა მოგკვეთოთ, ან ცალი ფეხი მოგაჭრათ, რომ ვეღარ გაიქცე-იხსნებს ლამია. მე ვუპასუხე, რომ თუ ერთ ფეხს მომაჭრიდნენ, მეორეთი გავიქცეოდი, მოსამართლეს ვუთხარი, რომ არასდროს დავნებდებოდი. მან მიპასუხა, რომ თუ კიდევ შევეცებოდი გაქცევას, ჩემს წამებას განაგრძობდნენ. წამებისგან გოგონა იხსნა ვიღაც მაღალჩინოსანმა, რომელმაც განაცხადა, რომ იგი ახალ პატრონს უნდა მიყიდოს. ლამია იყო იმ ათასობით იეზიდი გოგონადან ერთ-ერთი, რომელიც 2014 წელს სექს-მონები გახდნენ.ეს მოხდა მას შემდეგ, როდესაც ტერორისტები მათ სოფელს თავს დაესხნენ. მას შემდეგ გოგონას, რომელიც ამჟამად 18 წლისაა ათჯერ ჰქონდა გაქცევის მცდელობა, იმალებოდა სხვადახვა ოჯახებში, თუმცა ჯიჰადისტები მაინც პოულობდნენ და მისი სხეულით სარგებლობდნენ. ერთხელ გოგონა საავადმყოფოში მოხვდა, ქირურგმა მას ტელეფონი დაუტოვა.ამის შემდეგ გოგონამ კიდევ ერთი გაქცევა მოაწყო პატარა 9 წლის მეგობარ გოგონასთან ერთად.გზად მათ ნაღმზე დაადგეს ფეხი.....გადარჩა მხოლოდ ლამია. ქურთმა ჯარისკაცებმა გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ცალი თვალი ამოაცალეს. მალე გოგონას საქველმოქმედო ფონდი დაეხმარა.გააგზავნეს გერმანიაში, სადაც კიდევ ორი ოპერაცია გაუკეთეს.გერმანელმა ექიმებმა გოგონას შეუნარჩუნეს მეორე თვალი და სახეზე იარები შეუმცირეს. ყველა ამ საშინელების გადატანის მიუხედავად გოგონა აქტიურად ცდილობს მიაღწიოს სამართლიანობას და იხსნას იეზიდები. 2016 წლის 26 ოქტომბერს ბაშარს გადაეცა ანდრეი სახაროვის სახელობის პრემია ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დაცვისთვის. პრემია- 50 000 $ ლამია აჯი ბაშარი, კიდევ ერთ იეზიდი ადამიანის უფლებადამცველთან, -ნადია მურადისთან(იგიც წელს სახაროვის პრემიის ლაურეატია) ერთად აპირებს იეზიდი ლტოლვილებს მოახმაროს და მათ, ვინც ისლამაური სახელმწიფოს ტყვეობაში იმყოფებიან. იხილეთ აგრეთვე: "ისლამური სახელმწიფოს" ბოევიკებმა "მის ერაყს" ულტიმატუმი წაუყენეს:ან სექს-ჯიჰადი, ან სიკვდილი ისლამური სახელმწიფოს" წევრებმა 17 წლის გოგონა ჩაქოლეს გაქცევის მცდელობისთვის 252 6-ს მოსწონს 2-ს არა
|