მხატვრობა გამაოგნებელი გრაფიკული სიურრეალიზმი 2017, 12 იანვარი, 22:59 ტერმინი სიურრეალიზმი - „ზერეალობა“ (ფრანგულად) გიიომ აპოლინერს ეკუთვნის, ის 1918 წელს გარდაიცვალა. სწორედ მის პატივსაცემად აიღეს ეს ტერმინი ანდრე ბრეტონმა და ფილიპ სუპომ ახალი მიმდინარეობის აღსანიშნავად. 1919 წელს მათ შეუერთდათ არაგონი და პოლ ელუარიც. სიურრეალისტური მიმდინარეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ვიზუალურ ხელოვნებაში. ისევე როგორც ლიტერატურაში, აქაც სიურრეალიზმი იკვლევს ქვეცნობიერს, მიზნად ისახავს სურვილისა და ოცნების გათავისუფლებას. ავტომატური წერის პრინციპს აქ ენაცვლება 1923 წელს ანდრე მასონის მიერ შემოტანილი რაციონალური კონტროლისგან თავისუფალი ავტომატური ხატვის პრინციპი. ამას ემატება კოლაჟის ტექნიკა, რომელიც ძალიან ხშირადაა გამოყენებული მაქს ერნსტის ნაშრომებში. მოგვიანებით ჩნდება მაგრეტისა დალის შედევრები, რომლებიც ცალკეული ელემენტების შერწყმით სიზმრისეულ სურათებს წარმოადგენენ. 49 2-ს მოსწონს
|