x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
როგორ გძინავთ მეწყვილესთან ერთად?- საინტერესო ახსნა
სხეულის ენა, საოცარი რამ არის. როგორ ოსტატურადაც არ უნდა დამალოთ გრძნობები და ემოციები, თქვენი სხეული მას აუცილებლად გაყიდის. ყველა წყვილს აქვს თავისი განსაკუთრებული და საყვარელი ძილის პოზა, თუმცა ბევრმა თქვენგანმა არ იცის, რომ ის განსაზღვრავს როგორც თქვენი, ასევე პარტნიორის თვისებებს. უბრალოდ დააკვირდით მოცემულ ფოტოებს, ამოიცანით თქვენი და თქვენი პარტნიორის ძილის პოზა და წაიკითხეთ აღნიშნულ პოზაზე დართული მახასიათებელი.



1. image
ასე ძინავს იმ წყვილს, ვისაც მჭიდრო სასიყვარულო კავშირი აქვს, თუმცა დღის უმეტეს დროს ცალ-ცალკე ატარებენ. შესაძლოა კაცი მუშაობდეს დღეში 10 საათსა და მეტს, ქალი კი ამ დროს სახლში ან მეგობრებში ატარებდეს, თუმცა მათ ერთმანეთის კარგად ესმით და უყვართ ერთმანეთი ისეთი, როგორებიც არიან.




2. image
დედამიწაზე არსებული წყვილების უმეტეს ნაწილს სწორედ ასე ძინავს. ზურგიდან ჩახუტებული მამაკაცი იცავს და ზრუნავს სუსტ სქესზე, ფიქრობს მის გათბობასა და ჰარმონიაზე. მამაკაცის სხეულს მიღმა მყოფი ქალი კი სრულიად ენდობა პარტნიორს და მზადაა მისთვის ყველაფერზე წავიდეს. თუ ძილის პროცესში მათ პოზები ანალოგიურად გაცვალეს, ეს ნიშნავს, რომ წყვილი თანასწორობის და ჰარმონიის მომხრეა.




3.image
მსგავს პოზაში ძინავს წყვილს, რომელთაც სტაბილური ურთიერთობა არც თუ ისე მარტივად დაამყარეს. ისინი ფიქრობენ, რომ ცხოვრებისეული მარცხის შემდეგ ვერაფერი გაახარებთ და მიუხედავად იმისა, რომ ხელთ აქვთ შანსი იყონ ბედნიერნი, შიშის მოტივით უშვებენ ხელიდან.





4. image
ასე ძინავთ წყვილებს, რომელთაც ერთმანეთი უყვართ, თუმცა მათი შეხედულელები სამყაროს გარშემო, სრულიად განსხვავდება, რის გამოც მათი კავშირი არაპროგნოზირებადია. ერთმანეთის ზურგით კი იმიტომ ძინავთ, რომ ეს მათი თავდაცვის ინსტიქტია გარე სამყაროსგან.




5.image
ასე ძინავთ წყვილებს, რომლებიც მზად არიან მთელი ცხოვრება ერთად გაატარონ და უყვართ ერთმანეთი ყველა ნაკლის მიუხედავად.




6. image
მსგავსი ძილის პოზა გამოხატავს პარტნიორებს შორის დღის მანძილზე მომხდარ გაუგებრობას ან დროებით გაბუტვას.




7. image
ძილის ეს ალიანსი ეფუძნება ვნებას. პარტნიორებს აქვთ საერთო მიზნები და ოცნებები, ურთიერთგაგება კი ინტელექტუალურ დონეზე. მსგავსი კავშირით კი ისინი იქნებიან ბედნიერნი არა მხოლოდ ერთად ცხოვრებით, არამედ წარმატებას მიაღწევენ საერთო ბიზნესშიც.




8. image
ასეთი წყვილები შეპყრობილნი არიან დამოუკიდებელი იდეებით. შიში აქვთ სიახლოვის, რომ არ გახდნენ ერთმანეთზე დამოკიდებულნი და ერთარსნი, რაშიც მხარდაჭერა და რჩევები ნამდვილად არ აწყენდათ.




9. image
მსგავსი პოზის ძილით ხასიათდებიან წყვილები, რომელთა ერთობა გაუგებრობების შემდეგ შედგა, რაც ნამდვილად არ იყო ადვილი. ამის შემდეგ კი თითოეული მათგანი იტოვებს თავისუფალ სივრცეს და პარალელურად იცავს პარტნიორს, სიყვარულის შესანარჩუნებლად რას არ იზამს ადამიანი.




10. image
მსგავი პოზა კი ახასიათებთ ტემპერამენტიან შეყვარებულებს, რომლებიც ზურგზე წოლით გამოხატავენ მოდუნებას და განტვირთვას, თუმცა ფიზიკური კონტაქტი არ აღენიშნებათ.




იხილეთ აგრეთვე:


ნახეთ თუ რას განსაზღვრავს თქვენი ძილის პოზა

ბალიშზე ძილის პოზა თქვენს საიდუმლოს განსაზღვრავს

იცოდით, რომ ძილის პოზა განსაზღვრავს თქვენს პირად ურთიერთობებს?

რომელ მხარეს უნდა გვეძინოს? ის, რაც ბევრმა თქვენგანმა არ იცის

აი რატომ უნდა დაიძინოთ სულ შიშველმა

უძილობა სერიოზული პრობლემაა.

თუ თქვენ "ბიუსტჰალტერით" გძინავთ, მაშინ ეს აუცილებლად წაიკითხეთ

იცოდით, რომ ძილში წონაში იკლებთ?

აი რატომ გვესიზმრებიან გარდაცვლილი ახლობლები

რა ემართება სულს ჩვენი ძილის დროს?


0
1388
18-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1388
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0