ქალი და მამაკაცი გამოიცანით რომელი ფეხსაცმელია ძვირადღირებული- ტესტი ქალებისთვის 2016, 8 ნოემბერი, 12:58 უცხო არაა, რომ ქალის ერთ-ერთ სამკაულს გემოვნებიანად შერჩეული ფეხსაცმელი წარმოადგენს, რომელიც უნდა იყოს დახვეწილი, ელეგანტური, კომფორტული, დამზადებული ნატურალური ნაწარმისგან და რაც მთავარია ფეხი სუნთქავდეს. არის რა თქმა უნდა ასეთი ფეხსაცმლის უამრავი მარაგი ჩვენს ბუტიკებსა და ბრენდულ მაღაზიებში, თუმცა ფასები იმდენად კატასტროფულია, ყველას ვერ მიუწვდება მათზე ხელი, არადა სწორედ ამ მაღალი ფასის ქვეშ იმალება ხარისხი. დღევანდელ სტატიაში მინდა წარმოგიდგინოთ პატარა ტესტი მათ, ვისაც ამ საკითხში თავი ექსპერტი მიაჩნია, ანუ შეუძლია ყალბი განასხვაოს ნამდვილი ფეხსაცმელისგან. უბრალოდ შეხედეთ ფოტოს, რომელზეც ორი თითქმის იდენტური ფეხსაცმელია მოცემული, თუმცა მათგან ერთი უხარისხოა, მეორე კი ორიგინალი. (პასუხებსაც ტექსტად დავურთავ, თავის გადამოწმების შემდეგ შეგიძლიათ ტექსტი წაიკითხოთ, მანამდე თავი შეიკავეთ) დავიწყეთ: 1. ფერებთან თამაში. პირველ ფოტოზე ცნობილი ბრენდის Christian Louboutin-ის ფეხსაცმელია, რომელიც $ 675 ღირს, მეორე ფოტოზე კი "Go Jane" -ის მიერ წარმოებული $ 17-ად ღირებული ფეხსაცმელი. 2. რომლის ფასი მეტია? პირველ ფოტოზე მოცემულია ბრენდი Topshop-ის $ 71-ი ფეხსაცმელი, მეორე ფოტოზე კი ბრენდ Marni-ის $ 1370 ღირებული. 3. გამოიცანით ძვირადღირებული კედები. პირველ ფოტოზე მოცემულია ბრენდ Vans-ის $ 55-ნი კედი, მეორე ფოტოზე კი Dolce & Gabbana-ს $ 2375 ღირებული კედი. 4. ველური დასავლეთი. პირველ ფოტოზე ბრენდი Saint-Laurent-ის $ 995-ად ღირებული ფეხსაცმელია, მეორე ფოტოზე კი Lulu-ს $ 36-ნი. 5. რომელი უფრო დამაჯერებელია? პირველ ფოტოზე მოცემულია Dsquared2-ის $ 1655-ნი ფეხსაცმელი, მეორე ფოტოზე კი Forever21-ის $ 35-ნი. 6. ძვირიანი სიმსუბუქე. პირველ ფოტოზე მოცემულია Giuseppe Zanotti-ს $ 550-ნი სანდლები, მეორე ფოტოზე კი River Island-ის $ 100-ნი სანდალი. 7. რომელი ტანგეტია სიძვირის განსახიერება? პირველ ფოტოზე მოცემულია Tabitha Simmons-ის $ 545-ად ღირებული, მეორეზე კი Sole Society-ს $ 70-ნი. 8. რომელ წითელს მიანიჭეთ უპირატესობა? პირველი "ბასანოჟკი" ცნობილი ბრენდის Paul Andrew-ის $ 980-ად ღირებულია, მეორე ფოტოზე კი QUPID-ის სულ რაღაც $ 39-ად ღირებული. 9. ამ უჩვეულოთაგან? პირველ ფოტოზე მოცემული უჩვეულობა ეკუთვნის ლეგენდარულ ბრენდ Dolce & Gabbana-ს და ღირს $ 2395, მეორე ფოტოზე კი Мaria BK-ს $ 200-ნია. 10. ულამაზესი პეპლები. პირველ ფოტოზე მოცემული Tree CCC -ის $ 35-ნი "პეპლებია", მეორეზე კი ბრენდი Sophia Webster-ის $ 575-ნი. P.S. რამდენი სწორი პასუხი გაქვთ? თუ კი 6-ზე მეტი სწორი პასუხი გაქვთ, მაშინ თქვენ ხარისხის ნამდვილი ექპერტი ხართ, თუ არა და ე.ი. ვერ ერკვევით მასში. 19919 26-ს მოსწონს 1-ს არა
|