ქალი და მამაკაცი როგორ გძინავთ მეწყვილესთან ერთად?- საინტერესო ახსნა 2017, 12 იანვარი, 9:51 სხეულის ენა, საოცარი რამ არის. როგორ ოსტატურადაც არ უნდა დამალოთ გრძნობები და ემოციები, თქვენი სხეული მას აუცილებლად გაყიდის. ყველა წყვილს აქვს თავისი განსაკუთრებული და საყვარელი ძილის პოზა, თუმცა ბევრმა თქვენგანმა არ იცის, რომ ის განსაზღვრავს როგორც თქვენი, ასევე პარტნიორის თვისებებს. უბრალოდ დააკვირდით მოცემულ ფოტოებს, ამოიცანით თქვენი და თქვენი პარტნიორის ძილის პოზა და წაიკითხეთ აღნიშნულ პოზაზე დართული მახასიათებელი.
1. ასე ძინავს იმ წყვილს, ვისაც მჭიდრო სასიყვარულო კავშირი აქვს, თუმცა დღის უმეტეს დროს ცალ-ცალკე ატარებენ. შესაძლოა კაცი მუშაობდეს დღეში 10 საათსა და მეტს, ქალი კი ამ დროს სახლში ან მეგობრებში ატარებდეს, თუმცა მათ ერთმანეთის კარგად ესმით და უყვართ ერთმანეთი ისეთი, როგორებიც არიან. 2. დედამიწაზე არსებული წყვილების უმეტეს ნაწილს სწორედ ასე ძინავს. ზურგიდან ჩახუტებული მამაკაცი იცავს და ზრუნავს სუსტ სქესზე, ფიქრობს მის გათბობასა და ჰარმონიაზე. მამაკაცის სხეულს მიღმა მყოფი ქალი კი სრულიად ენდობა პარტნიორს და მზადაა მისთვის ყველაფერზე წავიდეს. თუ ძილის პროცესში მათ პოზები ანალოგიურად გაცვალეს, ეს ნიშნავს, რომ წყვილი თანასწორობის და ჰარმონიის მომხრეა. 3. მსგავს პოზაში ძინავს წყვილს, რომელთაც სტაბილური ურთიერთობა არც თუ ისე მარტივად დაამყარეს. ისინი ფიქრობენ, რომ ცხოვრებისეული მარცხის შემდეგ ვერაფერი გაახარებთ და მიუხედავად იმისა, რომ ხელთ აქვთ შანსი იყონ ბედნიერნი, შიშის მოტივით უშვებენ ხელიდან. 4. ასე ძინავთ წყვილებს, რომელთაც ერთმანეთი უყვართ, თუმცა მათი შეხედულელები სამყაროს გარშემო, სრულიად განსხვავდება, რის გამოც მათი კავშირი არაპროგნოზირებადია. ერთმანეთის ზურგით კი იმიტომ ძინავთ, რომ ეს მათი თავდაცვის ინსტიქტია გარე სამყაროსგან. 5. ასე ძინავთ წყვილებს, რომლებიც მზად არიან მთელი ცხოვრება ერთად გაატარონ და უყვართ ერთმანეთი ყველა ნაკლის მიუხედავად. 6. მსგავსი ძილის პოზა გამოხატავს პარტნიორებს შორის დღის მანძილზე მომხდარ გაუგებრობას ან დროებით გაბუტვას. 7. ძილის ეს ალიანსი ეფუძნება ვნებას. პარტნიორებს აქვთ საერთო მიზნები და ოცნებები, ურთიერთგაგება კი ინტელექტუალურ დონეზე. მსგავსი კავშირით კი ისინი იქნებიან ბედნიერნი არა მხოლოდ ერთად ცხოვრებით, არამედ წარმატებას მიაღწევენ საერთო ბიზნესშიც. 8. ასეთი წყვილები შეპყრობილნი არიან დამოუკიდებელი იდეებით. შიში აქვთ სიახლოვის, რომ არ გახდნენ ერთმანეთზე დამოკიდებულნი და ერთარსნი, რაშიც მხარდაჭერა და რჩევები ნამდვილად არ აწყენდათ. 9. მსგავსი პოზის ძილით ხასიათდებიან წყვილები, რომელთა ერთობა გაუგებრობების შემდეგ შედგა, რაც ნამდვილად არ იყო ადვილი. ამის შემდეგ კი თითოეული მათგანი იტოვებს თავისუფალ სივრცეს და პარალელურად იცავს პარტნიორს, სიყვარულის შესანარჩუნებლად რას არ იზამს ადამიანი. 10. მსგავი პოზა კი ახასიათებთ ტემპერამენტიან შეყვარებულებს, რომლებიც ზურგზე წოლით გამოხატავენ მოდუნებას და განტვირთვას, თუმცა ფიზიკური კონტაქტი არ აღენიშნებათ. იხილეთ აგრეთვე: ● ნახეთ თუ რას განსაზღვრავს თქვენი ძილის პოზა ● ბალიშზე ძილის პოზა თქვენს საიდუმლოს განსაზღვრავს ● იცოდით, რომ ძილის პოზა განსაზღვრავს თქვენს პირად ურთიერთობებს? ● რომელ მხარეს უნდა გვეძინოს? ის, რაც ბევრმა თქვენგანმა არ იცის ● აი რატომ უნდა დაიძინოთ სულ შიშველმა ● უძილობა სერიოზული პრობლემაა. ● თუ თქვენ "ბიუსტჰალტერით" გძინავთ, მაშინ ეს აუცილებლად წაიკითხეთ ● იცოდით, რომ ძილში წონაში იკლებთ? ● აი რატომ გვესიზმრებიან გარდაცვლილი ახლობლები ● რა ემართება სულს ჩვენი ძილის დროს? 1390 18-ს მოსწონს
|