x
image
მოზამბიკელი
რა სასწაულს ახდენს დედობა, როცა მუცლით 4 ტყუპს ატარებ!-კიბოთი დაავადებული ქალის გასაოცარი ისტორია!
ქალის ცხოვრებაში არაფერია იმაზე მშვენიერი და მნიშვნელოვანი, როგორც დედობა!

ნებისმიერი ქალის ცხოვრებაში შვილი უდიდეს როლს ასრულებს და ხშირად მისი სიცოცხლის განმსაზღვრელი ხდება.

ამერიკელი ქალის კეილი გაიტანის ისტორია ერთდროულად სიხარულისა და ცრემლის მომგვრელია.

image


ორი შვილის დედას ექიმებმა სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, სწორედ ან დროს ქალმა აღმოაჩინა, რომ კვლავ ფეხმძიმედ იყო.

მან დაავადებასთან ბრძოლა მტკიცედ გადაწყვიტა.

კელის იშვიათი ფორმის სიმსივნე აღმოაჩნდა, რომელსაც ლიმფომას უწოდებენ.

(ლიმფომა ჰემატოლოგიურ დაავადებათა ჯგუფია, რომელთათვისაც დამახასიათებელია ლიმფური კვანძების და`ან იმ შინაგანი ორგანოების გადიდება, სადაც დიდი ოდენობით გროვდება სიმსივნური ლიმფოციტები. ლიმფომა გადამდები არ არის.
ლიმფომის მიზეზი უმეტესად უცნობია. რისკი საგრძნობლად იმატებს ამა თუ იმ სახის იმუნოდეფიციტური მდგომარეობის დროს.)

ლიმფომას ახასიათებს სისუსტე, სხეულის ტემპერატურის მატება, ოფლიანობა, წონის კლება. გარდა ამისა, შესაძლოა გამოიწვიოს ანემია, რაც, თავის მხრივ, დაღლილობასა და სისუსტეს იწვევს, შეაფერხოს იმუნური სისტემის მუშაობა, რის გამოც ინფექციების მიმართ ორგანიზმის შეუვალობა მცირდება, გამოწვიოს ძილის დარღვევა, დეპრესია და შფოთვა, დავადების უკანასკნელ სტადიებზე – ორგანიზმის შესამჩნევი გამოფიტვა, აგრეთვე – ინტოქსიკაცია, თირკმელების, ფილტვის, ღვიძლის და ნებისმიერი სხვა ორგანოს დაზიანება.

image

ულტრაბგერით გამოკვლევაზე მისულმა კელიმ გაარკვია, რომ იგი ტყუპებს ელოდებოდა, თანაც ოთხს!

კელიმ ქიმიო თერაპიის კურსი დაიწყო, თუმცა ექიმები აფრთხილებდნენ, რომ მას შეიძლებოდა ცუდი გავლენა მოეხდინა მის შვილებზე, რომლებსაც ჯერ კიდევ მუცლით ატარებდა.

image

მკურნალობის დაწყებიდან 5 თვის შემდეგ კელის ექიმებმა სასიხარულო ცნობა აცნობეს,

დაავადებამ უკუსვლა დაიწყო!

მისი ტყუპები კი სრულიად ჯანმრთელები იყვნენ!

სამწუხაროდ ყველაფერი ასე როდი გაგრძელდა, ფეხმძიმობის ბოლო პერიოდში სიმსივნე კვლავ გააქტიურდა და კელის სიმპტომები გაუძლიერდა.

ექიმები იძულებულები გახდნენ კელი ნაადრევად ემშობიარებინათ, საბედნიეროდ ოთხივე ტყუპი ჯანმრთელი დაიბადა, თუმცა კელი კვლავ სიმსივნეს ებრძვის.

მან კვლავ დაიწყო ქიმიო თერაპიის კურსი და დანებებას არ აპირებს!


image

0
68
2-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
68
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0