სხვა მეთოდი, რომლითაც ფეხის ტკივილს და სიმძიმის შეგრძნებას სამუდამოდ დაემშვიდობებით 2017, 9 იანვარი, 11:46 ![]() 1. ტერფისა და თითების დაჭიმვა ![]() მოხერხებულად დაჯექით იატაკზე და ფეხები სწორად დადეთ. მსუბუქი შარფისა თუ ქსოვილის ნაჭრის გამოყენებით, ტერფები თქვენსკენ მოქაჩეთ ისე, რომ ფეხის თითებით ოდნავ წინააღმდეგობას უწევდეთ. უნდა იგრძნოთ ტერფების დაჭიმულობა. გაიმეორეთ აღნიშნული ვარჯიში რამდენიმეჯერ. 2. მასაჟი ჩოგბურთის ბურთით ![]() აიღეთ ჩოგბურთის ბურთი, დადექით მასზე და გააკეთეთ მსუბუქი წრიული მოძრაობები ისე, რომ ოდნავ დააწვეთ ბურთს. ამგვარი მარტივი ვარჯიში შესანიშნავ მასაჟს გაუკეთებს ტერფებს და მოადუნებს. 3. მოსადუნებელი ვარჯიში ![]() დადექით ფეხშიშველი და შეეცადეთ თქვენი სიმძიმე ფეხის შიდა მხარეს გადაიტანოთ. შემდეგ კი დადექით ფეხის წვერებზე და გაჩერდით დაახლოებით 10 წამი. გაიმეორეთ 10-ჯერ. ყველაზე კარგია, თუ აღნიშნულ ვარჯიშს გააკეთებთ მიწაზე ან ქვიშაზე მდგარი. 4. სამედიცინო ბურთი ![]() 5. ატარეთ მოსახერხებელი ფეხსაცმელი ![]() ყოველთვის ატარეთ ფეხსაცმელი, რომელშიც ფეხი მოხერხებულად და კომფორტულადაა. ეს საშუალებას მისცემს ტერფებს სწორად ისუნთქოს და ნაკლები ზეწოლა მიიღოს. ალბათ ფიქრობთ, რომ ეს ძალიან ბანალური რჩევაა, მაგრამ სამწუხაროდ მას ბევრი არ ითვალისწინებს. 6. გააკეთეთ გაწელვები ![]() დაკავდით იოგით ან პილატესით. ეს საშუალებას მოგცემთ მთელი სხეული ტონუსში იყოს და სასარგებლო იქნება სისხლძარღვებისთვისაც. 7. აბაზანა ინგლისური მარილით ![]() ეპსომის (ინგლისური) მარილი შესანიშნავად უწყობს ხელს ორგანიზმის ტოქსინებისგან გაწმენას. შეიძლება არ იცით, მაგრამ ფეხის აბაზანა იდეალურად შეუწყობს ხელს ორგანიზმიდან მავნე ნივთერებების გამოდევნას. 8. იარეთ ფეხშიშველი ![]() ეს ძალიან სასარგებლოა! განსაკუთრებით თუ ამას გააკეთებთ სპეციალურ ქვიან ბილიკზე. ჯანმრთელი ფეხები ძალიან მნიშვნელოვანია მთელი ორგანიზმისთვის, რადგან ფეხებში სიმძიმე და ტკივილი დროთა განმავლობაში უარყოფითად აისახება ხერხემალზე და ზურგზე. ამას გარდა, ძლიერი დაძაბულობისგან შეიძლება ვენების პრობლემა შეიქმნას და კაპილარული ქსელი გაჩნდეს, რაც ესთეტიკურადაც არ არის სასურველი. ასევე დაგაინტერესებთ: 1. ჩაიდეთ ჭიპში ბამბის ტამპონი - ეფექტური მეთოდი ხველის, გაციებისა და ტკივილის დროს ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() 4439 8-ს მოსწონს
|